Home რუბრიკები საზოგადოება პოლიტიკური პოეზია

პოლიტიკური პოეზია

1296

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები თანამედროვე პოეზიაშიც აისახა

რედაქციაში გვეწვია შექანებულ პოეტთა გაერთანების თავმჯდომარე, არალიტერატურული პრემიატაფა”- სამგზის ლაურეატი, ექვსი პოეტური კრებულის ავტორობის მსურველი და ქართველ კლასიკოს პოეტთა ლექსების საუკეთესო პლაგიატორი, თავადაც პოეტი სტრიქონ მარცვალაძე.

წინამდებარე ლექსი ბატონმა სტრიქონმა ყველაზე აქტუალურ თემას _ მომავალ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს მიუძღვნა. ლექსი იწყება ყველაზე პრობლემური თემატიკით: “ნაციონალებიდან” “ოცნებაში” გადაფრენის მსურველი ინტრიგნებით, გრძელდება პარტიების უსაქმურობის მანიშნებელი ლიტერატურული წიაღსვლით, რომელსაც მოსდევს პარლამენტართა წინასაარჩევნო დაპირებების ამსახველი მეტაფორები და სრულდება მეტად პოეტური კითხვით იმის შესახებ, თუ კიდევ რამდენი ნაძირალის “გაპრავებას” აპირებს “ქართული ოცნება”.

ლექსი საინტერესოდ იკითხება, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან გვაგონებს გალაკტიონის ცნობილ ლექსს “თეთრი პელიკანი”.

მაშ, ასე: გთხოვთ, შეაფასოთ ბატონი სტრიქონის შემოქმედება.

თეთრი ინტრიგანი

გადმოფრენას ეს ჯიგარი

ოცნებაშიაპირებს,

დღეს იქ არი, ხვალ აქ არი,

ზეგ სხვას გაინაპირებს.

ასე მოდის არჩევნები,

სიზმარივით მდევარი

და იცვლება პარტიებიც _

უქმი, შემაქცევარი.

რომ ისმოდეს პარლამენტის

ტრიბუნიდანჰანგები”,

დაეთოვოს უფრო მეტი

ხელფასს დანამატები.

ხალხი ტირის და როს კაკას

არჩევნებზე გვპირდებით,

მერე აღარც გაატრაკოთ, _

წამოგვცდაო ფიქრები!

კვლავ ჩაივლის არჩევნები,

მეტი ვის რა ადარდებს,

დაითვლება ისევ ხმები,

გაიყოფენ მანდატებს

ოცნებაო”! დაიღალა

ხალხი _ ყრმაც და ბებერიც!

კიდევ ბევრი ნაძირალა

დაგრჩასაპრავებელი”?

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here