Home რუბრიკები საზოგადოება მსოფლიო ბანმა ყოფილ პროკურორს მო-ბანა

მსოფლიო ბანმა ყოფილ პროკურორს მო-ბანა

541

პირდაპირ ვიტყვი: ამ რეპლიკას არც კი დავწერდი, რომ არა ბატონი პაატა ბურჭულაძე. უკვე ისე მოყირჭდა საზოგადოებასრუსთავი 2”-ის თემა და მავანის ძახილი, რომ, თურმე, ამ აშკარა ანტიტელევიზიაშიპროფესიონალებიმუშაობენ, ამ მოყიყინე ჭაობისთვის ყურადღების მიქცევა ნამდვილად აღარ ღირს.

 

სწორედ ამიტომ გამიკვირდა ცნობილი ბანის, ბატონი პაატა ბურჭულაძის გამოსვლა, მან აღნიშნა: “რუსთავი 2” _ ეს არის პროფესიონალთა სერიოზული ჯგუფი, რომელმაც საკუთარი შრომით მიაღწია წარმატებას”.

და შემდეგ, რა თქმა უნდა, ერთი-ერთში გამეორებული ზუსტად ის სისულელეები, რომლებსაც “რუსთავი 2”-ის სხვა “გამპრავებლები” ლაპარაკობენ ხოლმე…

სიმართლე გითხრათ, გამოცანად რჩება ჩემთვის, რატომ მოუნდა უცებ ასეთ ცნობილ და პატივცემულ კაცს ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის გულის მოგება?

მართალია, მოგვიანებით პრესაში დაიწერა, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში აპირებს მოსვლას და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასო, მაგრამ, ჩემი აზრით:

1. ის ასეთ სისულელეს არ ჩაიდენს;

2. რომც აპირებდეს, ადამიანი, რომელსაც ჰგონია, რომრუსთავი 2”-ის ქებით რაიმე დადებითს შეჰმატებს თავის პოლიტიკურ კარიერას, ძალიან სულელია.

თუმცა ყველამ თვითონ იზრუნოს თავის პოლიტიკურ კარიერაზეც და საკუთარ იმიჯზეც ხალხის თვალში.

მე, უბრალოდ, მინდა, რადგან ასე ძალიან “მოდაში” შემოვიდა ამ ტელეკომპანიის “პროფესიონალობის” მტკიცება, მცირე რეპლიკით შევეხო ამ თემას და “ინტელიგენციის” იმ ნაწილს, რომელიც ქვეყნის ყოველი ასეთი გარდამტეხი მომენტის დროს “არც მწვადი და არც შამფურის” პოზიციას ირჩევს, “ურთიერთობას არავისთან იფუჭებს” და, საბოლოოდ, სწორედ მათი ასეთი პოზიციის გამო ქვეყანა სავალალო შედეგებს იმკის.

სხვათა შორის, როდესაც დაინახეს, რომ მიშასდროინდელირუსთავი 2”-ისპროფესიონალობისმტკიცება ძალიან არადამაჯერებელი იყო, ამ დღეებში ახალიმოდურიფრაზა გავრცელდა:

“ეს ტელევიზია პროფესიონალურად მუშაობდა 2003 წლამდე, აი, მხოლოდ შემდეგ, ხელისუფლებაში მიშას მოსვლის გამო, ისინი აიძულეს, რომ ეღალატათ პროფესიონალიზმისთვის”.

პირდაპირ ვიტყვი: ედუარდ შევარდნაძის მომხრეობას ვინც დამწამებს, იმას ცხვირზე ავაფარებ 1996-დან 2003 წლამდე ჩემ მიერ ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ შევარდნაძის საწინააღმდეგო წერილებს.

მაგრამ აუცილებელია, ითქვას, რომ ჟვანიასააკაშვილის გუნდის პირადი ტელევიზიარუსთავი 2” იმთავითვე უკადრისი, უღირსი და უნამუსო მეთოდებით იბრძოდა შევარდნაძის, აბაშიძისა თუ ყველა იმჟამინდელი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ, რომლებიც პირადად ჟვანიასა და სააკაშვილს არ მოსწონდათ ან რამეში ხელი ეშლებოდათ მათ გამო

მოდი, ერთად გავიხსენოთ რამდენიმე სიუჟეტი, რომლებიცრუსთავი 2”-ის ეთერში სწორედ 2003 წლამდე გავიდა, და შემდეგ ვილაპარაკოთ ამ ტელევიზიისპროფესიონალიზმზე”:

1. სიუჟეტი კულტურის მინისტრ ვალერი ასათიანის შესახებ, სადაც ნათქვამი იყო, რომ მისი დაკვეთით ორი ადამიანი მოკლეს, დაჩეხეს, დაანაწევრეს, ტომრებში ჩაყარეს და სანაგვეზე გადაყარეს. ეს ბრალდება დღემდე ვერავინ დაადასტურა;

2. სიუჟეტი ასლან აბაშიძის შესახებ, სადაც ის ამბობდა: “მე მინდა ბათუმის პორტი, მე უნდა ვაკონტროლო ფოთის პორტი!” და მერე გრძელდებოდა ხმა კადრს მიღმა იმის შესახებ, თუ როგორი არაკანონიერი მოთხოვნები ჰქონია ასლან აბაშიძეს. სინამდვილეში ამ გამოსვლის მომენტში ასლან აბაშიძე ამბობს: “თბილისიდან მირეკავენ ჟვანია და სააკაშვილი, ისინი მოითხოვენ: მე მინდა ბათუმის პორტი, მე უნდა ვაკონტროლო ფოთის პორტი! მაგრამ მე მათ ამის უფლებას არ მივცემ!”

3. ვრცელი სიუჟეტი ედუარდ შევარდნაძის იახტებისა და უცხოური ვილების შესახებ. კადრში რაღაც გაურკვეველი სახლის ჩვენება და განცხადება, რომ ეს არის ბადენბადენში ედუარდ შევარდნაძის მრავალმილიონიანი ვილა. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ ედუარდ შევარდნაძეს არავითარიბადენბადენის ვილა”, იახტები და სასახლეები არ ჰქონდა.

ამას გარდა, გაიხსენეთ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებაში მივარდნები, როდესაცრუსთავი 2”-ის ჟურნალისტები ითხოვდნენ საბუღალტრო დოკუმენტების შემოწმებას, იმ საბაბით, რომ ისინი ჟურნალისტები არიან და ამიტომ უფლება აქვთ, შეამოწმონ ნებისმიერ დაწესებულებაში ნებისმიერი დოკუმენტი!

ჰოდა, მინდა, მივმართო პირადად პაატა ბურჭულაძეს და ყველა მისნაირ პატივცემულ პერსონას _ ძალიან გთხოვთ, მითხარით, რომელია ამათგან ჟურნალისტური პროფესიონალიზმის ნიმუში?

ჟურნალისტს რომ ჰგონია, ყველგან შესვლისა და ყველა საბუღალტრო დოკუმენტის ნახვის უფლება აქვს, ის პროფესიონალია თუ კრეტინი?

ასე რომ, ბატონებო, როდესაც მომავალშირუსთავი 2”-ის პროფესიონალობაზე დაიწყებთ საუბარს, ძალიან გთხოვთ, იქვე განმარტოთ, რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვაპროფესიონალიზმი”.

მე მხოლოდ შეგახსენებთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ “რუსთავი 2”-ის “პროფესიონალიზმით” მაშინ, როდესაც ისინი მის პირად მტერს ებრძოდნენ…

მოგვიანებით კი ეს “პროფესიონალიზმი” საკუთარ თავზე ძალიან მწარედ იწვნიეს…

დამიჯერეთ, ვიდრე საზოგადოება არ მიხვდება, რომ უკადრისი და უნამუსო მეთოდებით, თუნდაც არასასურველი პერსონის წინააღმდეგ, ბრძოლას ტაში არ უნდა დავუკრათ დაპროფესიონალიზმიარ დავუძახოთ, მანამდე არც ქართულ ჟურნალისტიკას ეშველება რამე და არც ჩვენს საწყალ ქვეყანას.

არ შეიძლება სიბინძურის წახალისება მაშინაც კი, როდესაც ეს სიბინძურე შენთვის არასასურველი პერსონის წინააღმდეგ არის მიმართული…

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here