გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობის პერიოდში აფრიკელების მონობა „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ ყველაზე მძიმე დანაშაულად“ აღიარა. რეზოლუცია განას მიერ იყო ინიცირებული.
დოკუმენტი მოუწოდებს გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს, განიხილონ მონათვაჭრობისთვის ბოდიშის მოხდის შესაძლებლობა და სპეციალურ ფონდში კომპენსაციის გადახდა.
დოკუმენტში კონკრეტული თანხა არ არის მითითებული.
წინადადებას მხარი 123-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. სამი წინააღმდეგ წავიდა – შეერთებული შტატები, ისრაელი და არგენტინა. 52-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის იყო გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც.
გაერთიანებულ სამეფოში, დიდი ხანია, უარყოფენ კომპენსაციის გადახდის მოთხოვნას და აცხადებენ, რომ არ შეიძლება, დღევანდელი ინსტიტუტები პასუხისმგებელი იყვნენ წარსულში ჩადენილ უსამართლობაზე.
გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისგან განსხვავებით, გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებები იურიდიულად შესასრულებლად სავალდებულო არ არის.






