Home ახალი ამბები საქართველო შალვა პაპუაშვილი – პირველ ეტაპზე ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არის სამ პარტიასთან დაკავშირებით,...

შალვა პაპუაშვილი – პირველ ეტაპზე ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა არის სამ პარტიასთან დაკავშირებით, ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენს სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას, არის ის, რომ არ გვინდა, გვქონდეს რაღაცა მოკლე სია ან სია, რომელზეც ვიტყოდით, რომ ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც არ უნდა მიეცეთ საშუალება, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი იყვნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პირველ ეტაპზე სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიას უკავშირდება.

„დავიტოვეთ უფრო ფართო ინსტრუმენტი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, შემდეგ ვამტკიცოთ, მივიჩნიოთ დაკავშირებულად თუ არა. ჩვენ ახლა ვიწყებთ პირველ ეტაპს. ჯერ დაკავშირებულ პარტიამდე შორს არის. პირველი ეტაპი არის ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა სამ პარტიასთან დაკავშირებით. ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს სარჩელი, იყოს მსჯელობა, ვნახოთ, საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარადგინა კონსტიტუციური სარჩელი, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა.

https://1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here