Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: რუსეთი  იცვლება უკეთესობისკენ და ეს ცვლილება ვრცელდება მეზობელ სახელმწიფოებზეც, მათ...

გულბაათ რცხილაძე: რუსეთი  იცვლება უკეთესობისკენ და ეს ცვლილება ვრცელდება მეზობელ სახელმწიფოებზეც, მათ შორის საქართველოზეც. რუსეთი დადებით გავლენას ახდენს სამეზობლოზე

26 ივლისს სასტუმრო ,,სვისოტელის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „ლგბტ იდეოლოგიის აკრძალვა – რუსეთის გამოცდილება“.  მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი გახლდათ ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე. საუბარი შეეხო  გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ერთი მოსმენით დაამტკიცა, კანონპროექტი მესამე მოსმენით  დაკანონდება და ძალაში შევა.

,,გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს კანონი მართლაც რუსულია. ყველაფერი  ,,რუსულის“ გათანაბრება ნეგატივთან არ შეიძლება. რუსული კანონი, რომლის თანახმადაც გარყვნილების პროპაგანდა იკრძალება და რომელიც 2013 წლიდან ამუშავდა, თავდაპირველად განკუთვილი იყო ბავშვებისა და მოზარდების გარყვნილების პროპაგანდისგან დასაცავად. აღნიშნულ კანონს იმთავითვე მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტმა დაუჭირა მხარი,“ – განაცხადა მრგვალი მაგიდის ორგანიზატორმა გულბაათ რცხილაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში მოქმედი გარყვნილების პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს, თუკი არ გამოიკვეთება სისიხლის სამართლის დანაშაული, მაგალითად, მოზარდის გაუპატიურება და სხვ.

,, რუსული კანონი ადმინისტრაციულ ჯარიმებს მოიცავს იქამდე, სანამ  სისხლის სამართლის დანაშაული არ გამოიკვეთება. აღსანიშნავია, რომ  გარყვნილების პროპაგანდის ამკრძალავი კანონი, რომელიც რუსეთში თავდაპირველად ბავშვებისა და მოზარდების დასაცავად შეიქმნა, მოგვიანებით ყველას შეეხო – ნებისმიერი ასაკის ადამიანს.

რუსეთის სახელმწიფო იცვლება უკეთესობისკენ, იცვლება შიგნიდან და ეს ცვლილება ვრცელდება მეზობელ სახელმწიფოებზეც, მათ შორის საქართველოზეც. რუსეთი დადებით გავლენას ახდენს სამეზობლოზე. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბევრი ქვეყანა ერთიანდება, ერთინდებიან ერები და მისასალმებელია, რომ საქართველოც შეუერთდა მათ რიგებს’’, – განაცხადა გულბაათ რცხილაძემ.

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორის  გამოსვლის შემდეგ დამსწრე საზოგადოებამ, რომელიც საკმაოდ წარმომადგენლობითი იყო, თავისი მოსაზრება გამოთქვა. ისაუბრეს პოლიტოლოგებმა, ჟურნალისტებმა, სოციოლოგებმა და სასულიერო პირებმა,  მრგვალი მაგიდის გარშემო ასევე ისხდნენ საზოგადოების აქტიური წამომადგენლები, სიტყვით გამოსვლის  საშუალება მათაც მიეცათ და  ქვეყანაში არსებულ უმწვავეს პრობლემაზე – გარყვნილების პროპაგანდის აკრძალვაზე –  ვრცლად ისაუბრეს.

მრგვალი მაგიდის მსვლელობისას რუსეთის დედაქალაქ  მოსკოვიდან ჩაგვერთნენ ცნობილი ჟურნალისტი დიმიტრი ზახაროვი და პოლიტოლოგი ვლადიმერ კირეეი. მათ ვრცლად ისაუბრეს თავიანთი ქვეყნის გამოცდილებაზე გარყვნილების პროპაგანდის წინააღმდეგ საქმეში, გზადაგზა შექმნილ სირთულეებსა და შედეგებზე… მათ, ასევე, ბევრი საინტერესო ფაქტი მოიყვანეს ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ცხოვრებიდან,  როგორ ვრცელდება და რა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის ლგბტ პროპაგანდას…

მრგვალი მაგიდის დასასრულ, ჩამოყალიბდა საინტერესო თეზისები: რუსეთის სახელმწიფო იცვლება შიგნიდან, რაც კარგია და დადებით გავლენას ახდენს სამეზობლოზე; დავიწყოთ თანამშრომლობა ყველასთან, ვინც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გამოდის და ეს თანამშრომლობა ავიყვანოთ საერთაშორისო ურთიერთობების დონეზე.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა                                                                                   

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here