Home ახალი ამბები საქართველო რა არის დღეს მთავარი?!

რა არის დღეს მთავარი?!

24
რა არის დღეს მთავარი?!

მთავარი იმათთვის ვინც საკუთარ თავს კლასიკური (ნორმალური) გაგებით ქართველებს უწოდებენ?!

მთავარი – იმის გააზრებაა რომ ჩვენ ვიმყოფებით გზაგასაყარზე, როცა მწვავედ დგას საკითხი – საით?

გონიერ ინტელექტუალურ ერში ეს კითხვა არასდროს ჩნდება – რადგან დროის შესატყვისი განვითარების აღმავალი ტრაექტორია შენი კულტურული ფუძიდან ამომდინარე ტრაექტორიაა და ამდენად კოლექტიური ეროვნული ინტელექტის მიერ გონივრულად სამართავი და წასამართი. ამას როგორც წესი გონიერი ერის ინელექტუალური ელიტები უზრუნველყოფენ და აზროვნების კონსტრუქციას აყალიბებენ, მემკვიდრეობითობასაც ისინი უზრუნველყოფენ.

მაგრამ რა ხდება მაშინ როცა ხალხს ღალატობს მისი ინტელექტუალური ელიტა და მისი უდიდესი ნაწილი ბელადების მსახურებასა და დამპალი იდეოლოგიის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს?!

სხვა სიტყვებით – რა ხდება როცა ერს ინტელექტუალური ელიტის დიდი ნაწილი უჩათლახდება და პრიმიტიული მოღალატეს ფუნქციების შესრულებამდე დადის?!

ეს მდგომარეობა – საგანგაშოა რადგან შექმნილი მდგომარეობაა. ტექტონიკური ცვლილებები სამყაროში, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გამაოგნებელი ტემპი და პერსპექტივები, ცვლის პოლიტიკას და სახელმწიფოს მართვის შესახებ ტრადიციულ წარმოდგენებს!

ვუბრუნდები მთავარს – გზაგასაყარზე მყოფთ გვმართებს გავიაზროთ თითოეული წინამდებარე გზის რაობა, ცვლილებების არსი და ის თუ საით მივყავართ და სად შეიძლება მიგვიყვანოს თითოეულმა გზამ.

ქართველებს (ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ხალხს) არ შესწევთ ძალა შეაჩერონ ისტორიის მსვლელობა, სამეცნიერო-ტექნიკური პროცესი – არაწინასწარდადეგმილი პროგრესი რომლის საბოლოო მიმართულობა და რაობა საერთოდ გაუგებარი და უცნობია, მიუწვდომელია ადამიანის შესაძლებლობებისთვის.

მომავალი კონკრეტული ხალხისა და სახელმწიფოსა საბოლოო ჯამში არაგანჭვრეტადია, მაგრამ გონიერ ხალხს აქვს არჩევანი: დროის პულსზე ხელდადებული, გონიერი და მომავლის მსურველი, მაქსიმალური ცოდნისა და დაკვირვების საფუძველზე ირჩევს მოძრაობის მიმართულებას და ამ არჩევანს საკუთარი კულტურის მონაცემთა ბაზის საფუძველზე, მომავლის უზრუნველყოფის მიზნით აკეთებს.

არანაირი სხვა გზა არ არსებობს! არც არასდროს არსებულა და არც მომავალში იარსებებს!

ეს არის მოძრაობა არასრული ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ მყარ საფუძველზე დაფუძნებული ცოდნისა და პასუხისმგებლობის დონეზე.

წყარო: ევრაზიის ექსპრესი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here