Home რუბრიკები პოლიტიკა გენოციდის შეერთებული შტატები

გენოციდის შეერთებული შტატები

771

ბევრი მკვლევარი და ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომელთაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურ-რელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმა “ცივილიზაციამ” შთაბერა სული _ ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს, გაამყაროს თავისი ვალუტა _ დოლარი და მსოფლიოზე იბატონოს. აი, რა განაცხადა ამ საკითხზე ორი წლის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #34, 18-24 სექტემბერი, 2013 წ.) ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად, ევროპელი მარიონეტების დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლად ამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდებაყველას ყველასთანდაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას, რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდ გამოყენების პრეტენზია. ომები, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა. ვიეტნამში 10-წლიანი ომი კონგრესის მოტყუებით დაიწყეს, რომ თითქოს ვიეტნამელები ამერიკულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად მივიღეთ 3 მილიონი მოკლული ვიეტნამელი, რომლებსაც, სხვათა შორის, ქიმიური იარაღით ხოცავდნენ, სანაცვლოდ კი აშშის სამხედროსამრეწველო კომპლექსმა მილიარდობით დოლარი იშოვა. გაიხსენეთ კოსოვოში  ბოსნიელებისმასობრივი მკვლელობებისადაალბანელთა გენოციდისამსახველი დადგმული ვიდეოკადრები, რომლებსაც სერბი მოსახლეობის უმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთის დაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაც ნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელ პოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთუტყუარი მონაცემებიერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი. მძლავრად განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებულმადისიდენტებმა” “დემოკრატიისა და თავისუფლებისმოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე, ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინულინარინჯისფერიდა ჩვენებურივარდების”  მსგავსირევოლუციებიმოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი.

ბოლო ათწლეულებში ამერიკა მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად, ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთა ბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ის ქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვული იარაღის შექმნას.

 ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკკეინის მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის”.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ამ შეფასებას ეხმაურება ციკლი წერილებისა სათაურით _ “გენოციდის შეერთებული შტატები”, რომელთა გამოქვეყნებასაც დღეიდან ვიწყებთ.

უკრაინა. 1948 წელი. აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს პირველი დივერსიული ოპერაცია

ოპერაცია “აეროდინამიკი” აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (ცსს) მიერ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მიმართული მკაცრად გასაიდუმლოებული ოპერაციებიდან ერთ-ერთია. ეს ოპერაცია ცსს-მ დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპეცსამსახურებთან ერთად ჩაატარა. მასში ჩართული იყვნენ პირები, რომლებიც ადრე ნაცისტებთან თანამშრომლობდნენ. ოპერაცია, კოდური სახელწოდებით CARTEL, 1948 წელს დაიწყო, ძირითად პარტნიორად არჩეული იყო სტეპან ბანდერას უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაცია უნო (ბ), ძირითად საკონტაქტო პირად _ უნო(ბ)-ს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი მიკოლა ლებედი.

კოდური სახელწოდება უკრაინული რაზმისა, რომელსაც სტალინის წინააღმდეგ საიდუმლო ომი უნდა ეწარმოებინა, იყოსოლოვეი”. ამ რაზმის ლიდერთა შორის იყვნენ ნაცისტების დამქაშები, რომლებსაც მეორე მსოფლიო ომში ათასობით ადამიანის სისხლში ჰქონდათ ხელი გასვრილი.

ცსს-ს დოსიეში უკრაინული ფრაქცია, ლებედის მეთაურობით, აღწერილი იყო, როგორც “ტერორისტული ორგანიზაცია”. თვითონ ლებედი 1936 წელს პოლონეთის საგარეო მინისტრის მკვლელობისთვის გაასამართლეს. პატიმრობის ადგილიდან კი სამი წლის შემდეგ გაიქცა, _ როცა გერმანია თავს დაესხა პოლონეთს. ლებედი ნაცისტებში თავის ბუნებრივ მოკავშირეებს ხედავდა. მისი თანამოაზრეებისგან გერმანელებმა ჩამოაყალიბეს ორი ბატალიონი, მათ შორის, “სოლოვეი”, რომელიც კარპატებში იბრძოდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე. აშშის იუსტიციის სამინისტრო ლებედს მიიჩნევდა დამნაშავედ, რომელიც უკრაინელებს, პოლონელებსა და ებრაელებს ხოცავდა, მაგრამ მისი სსრკში დეპორტაციის ყველა მცდელობა შეწყდა მას შემდეგ, რაც ცსს შეფმა ალენ დალესმა პირადად მისწერა წერილი საიმიგრაციო სამსახურის ფედერალურ კომისარს, რომ ლებედიფასდაუდებელ სამსახურს უწევს ცსს და აქტიურად ეხმარება მასგანსაკუთრებული მნიშვნელობის ოპერაციებში”.

აშშ-ის ნაციონალური არქივის მასალები ნაცისტებისა და ამერიკის სპეცსამსახურების ურთიერთობის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა მიკოლა ლებედის მოღვაწეობაზე.

1947 წელს კონტრდაზვერვის კორპუსის (CIC) მოხსენებაში ლებედს “სადისტი და გერმანელი ფაშისტების დამქაში” უწოდეს. ასეთი შეფასება კანონზომიერი იყო.

როგორც წიგნ “ჰიტლერის აჩრდილის” თანაავტორი ნორმან გოუდა ამბობს, ლებედი გაწვრთნეს ზაკოპანეში (პოლონეთი) მოქმედ გერმანულ ცენტრში და მისი რაზმი მონაწილეობდა უკრაინაში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაში.

“უკრაინელი ნაციონალისტების არმიის მიერ ვოლინასა და გალიციაში პოლონელთა ეთნიკური წმენდა 1943-1944 წლებში ხორციელდებოდა _ იქ საბჭოთა არმიის შესვლამდე. თუმცა ისინი, პოჰლონელთა გარდა, ხოცავდნენ ებრაელებს, ჩეხებს, მადიარებს, სომხებსა და სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. “გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას ებრაელების, პოლონელებისა და გერმანელების გარეშე. პოლონელები გაეთრიონ, გერმანელები _ ბერლინში, ებრაელები კი _ სახრჩობელაზე!” _ ასეთი იყო უკრაინელი ნაცისტების ერთ-ერთი ლოზუნგი 1941 წელს”, _ წერს ფრანცისკა ბრუდერი _ უკრაინელი ნაციონალისტების მოღვაწეობაზე ყველაზე დეტალური ნაშრომის ავტორი.

ცსს-ს ოპერაცია ლებედის ჯგუფთან 1948 წელს დაიწყო კრიპტონიმით CARTEL, მაგრამ სახელწოდება მალე შეიცვალა AERODYNAMIC-ით. ლებედი ნიუ-იორკში გადაბარგდა და აშშ-ის მოქალაქეობა მიიღო. ეს სტატუსი მას უკრაინელ ემიგრანტებთან ურთიერთობის საშუალებას აძლევდა. გარდა ამისა, გახდა ცსს-სა და AERODYNAMIC-ის კონტაქტების ხელმძღვანელი. ცსს წარმომადგენლები ლებედს ახასიათებენ, როგორც ეშმაკ და დაუნდობელ პიროვნებას, რომელმაც მომზადება გესტაპოში გაიარა.

AERODYNAMIC-ის პირველი ეტაპი ითვალისწინებდა უკრაინაში შეღწევას, შემდეგ კი ცსს-ს მიერ მომზადებული უკრაინელი აგენტების ფილტრაციას. 1950 წლის იანვარში ოპერაციაში მონაწილეობდნენ ცსს-ს საიდუმლო დაზვერვისა (OSO) და საიდუმლო ოპერაციების (OPC) ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინაში კარგად ორგანიზებული და საიმედო იატაკქვეშა ორგანიზაციები შექმნეს.

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 10 წლის განმავლობაში, აშშის ცენტრალური სამმართველოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით უკრაინელმა ნაციონალისტებმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ 14 ათასზე მეტი აქცია მოაწყვეს, მას შორის, 195 დივერსია, 4912 ტერაქტი და 457 თავდასხმა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებზე. იატაკქვეშეთის ხელმძღვანელობა ცდილობდა ტაქტიკის შეცვლას და ძალების შენახვას “ჭირის” აფეთქებამდე _ ასე იყო დაშიფრული დოკუმენტებში დასავლეთისა და სსრკ-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყება. მაგრამ საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 1950 წლის იანვარსექტემბრის პერიოდში უკრაინელი ნაციონალისტების 335 ახალგაზრდული ჯგუფი გაანადგურა, რომლებშიც 2488 შეიარაღებული ადამიანი იყო გაწევრებული. მიუხედავად ამისა, ცსს ძალიან აფასებდა უკრაინელი ნაციონალისტების მოღვაწეობას. ცსს-ს საიდუმლო ოპერაციების ქვედანაყოფების შეფის _ ფრენკ ვისნერის მონაცემით, 1945-1951 წლებში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციამ 35 ათასი საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე და კომუნისტური პარტიის წევრი გაანადგურა, ამიტომ მათ მხარდასაჭერად ამერიკელი ორგანიზაციები ფინანსებს არ იშურებდნენ.

1951-59 წლებში უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 33 აგენტი გამოავლინეს და გააუვნებლეს, მათ შორის, 18 მოკლეს ან თავი მოიკლეს წინააღმდეგობის გაწევისას, რამდენიმე მათგანი კი გადაიბირეს. თვითონ სტეპან ბანდერა 1959 წლის 15 ოქტომბერს მიუნხენში გამოასალმა სიცოცხლეს კაგებეს თანამშრომელმა ბოგდან სტაშინსკიმ, რომელმაც მას სახეში პისტოლეტიშპრიციდან ციანიდის შხამიანი კაფსულა ესროლა.

რაც შეეხება მიკოლა ლებედს, ის 1998 წელს პიტსბურგში (აშშ) გარდაიცვლა. 1991 წელს კი, როცა ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ საბოლოოდ გადაწყვიტა ლებედის პროგრამის დახურვა, ლებედი მაკომპრომეტებელი დოკუმენტების გამოქვეყნებით დაიმუქრა, თუმცა ეს პრობლემა ცსს-ს მიერ გაღებულმა 1,75 მლნ დოლარმა მოაგვარა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ:

ჰიტლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ ფაშიზმის ესტაფეტის ჯოხი აიღო აშშის ცენტრალურმა სამმართველომ, რომელმაც ფაშისტური ძალების გამოყენებით მსოფლიოში ათეულობით ოპერაცია ჩაატარა. ამ ოპერაციებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 *1960-1070 წლები. ამ პერიოდში აშშ ომს აწარმოებდა ინდოჩინეთსა (ვიეტნამი, ლაოსი, კამბოჯა, ინდონეზია და სხვ.) და ლათინურ ამერიკაში (კუბა) 1960-იანი წლების ბოლოს, როცა, აშშ-ის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, კომუნისტური მოძრაობა გაძლიერდა, აშშ-მა სსრკ-თან ბრძოლის მეთოდები შეცვალა და ფსონი ჩინეთთან დაახლოებასა და ჰენრი კისინჯერის მონაწილეობით დიპლომატიურ ტრიუკებზე დადო. ტაქტიკის შეცვლის პირველი ნიშნები იყო 1969 წელს სამხედრო ინციდენტების სერია სსრკ-ჩინეთის საზღვარზე (კუნძული დამანსკი, კონფლიქტი ტბა ჟალანაშკოლთან).

*1970-1980 წლები. ამ პერიოდში აშშის პოლიტიკამ სსრკთან დაახლოების კონტურები შეიძინა. საბჭოთა კავშირმა და აშშმა 60-ზე მეტ ორმხრივ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მაგრამ ეს მოჩვენებითი აღმოჩნდა _ პარალელურად აშშმაფერადი რევოლუციებისმომზადება დაიწყო. ირანში მარიონეტული მთავრობაც კი ჩამოაყალიბეს, მაგრამ ირანელთა მოთმინების ფიალა აივსო და

*1980-1985 წლები. 1979 წელს ავღანეთში კონფლიქტი დაიწყო. აშშ-მა კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია საერთაშორისო შეთანხმებები და სეპარატისტებს იარაღი მიაწოდა. ავღანეთის ხელისუფლებამ კი დახმარებისთვის საბჭოთა კავშირს მიმართა. პარალელურად მოხდა ირანის ისლამური რევოლუცია. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაგმო არა ამერიკელთა ბანდიტური მეთოდები, არამედ სსრკ-ის ინტერვენცია ავღანეთში. 1980 წელს აშშ-მა და კიდევ 50-მდე ქვეყანამ უარი განაცხადეს მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე, 1983 წელს კი სსრკ “ბოროტების იმპერიად” გამოაცხადეს და ევროპაში საშუალო სიშორის ამერიკული რაკეტები განალაგეს, ნავთობის ფასი კი უცებ დაეცა.

*1985-1990 წლები. სსრკის კუბოს ბოლო ლურსმანი მიხეილ გორბაჩოვმა დააჭედა, როდესაც ანტისაბჭოთა გამოსვლები დააკანონა. 1991 წელს სსრკმა არსებობა შეწყვიტა.

*1990-2000 წლები. აშშ-მა რუსეთის დანგრევა-დანაწევრება დაგეგმა. დაიწყო ჩეჩნეთის ომი, რომელშიც ავღანელი “ბოევიკებიც” მონაწილეობდნენ. რუსეთის ეროვნული მრეწველობა და რესურსების ამერიკული ბიზნესტრუქტურები უნდა დაპატრონებოდნენ ან თუნდაც გაეკონტროლებინათ, მაგრამ ყველაფერს აქვს  საზღვარი.

* 2000 წლიდან დღემდე. რუსეთის დამოუკიდებლობა და გაძლიერება ხელს არ აძლევს აშშ, ამიტომ შემდეგი ეტაპია დაძაბულობის გამოწვევა უკრაინაბელარუსბალტიისპირეთსამხრეთ კავკასიარუსეთის ხაზზე.

ირანი. 1953 . ოპერაციააიაქსი” _ “პანღურის ამორტყმა

1953 წელს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის სპეცსამსახურებმა ირანში ჩაატარეს სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც ირანის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება დაემხო. ოპერაციას ძველბერძნული მოთოსიის ორი პერსონაჟის (დიდი და პატარა აიაქსი) პატივსაცემად “აიაქსი” უწოდეს. ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერაციას Bოოტ დაარქვეს, რაც “პანღურის ამორტყმას” ნიშნავდა.  ეს იყო ირანის პრემიერმინისტრის _ მოჰამედ მოსადიკის დამხობის გეგმა ირანული ნავთობის დაუფლების მიზნით.

ოპერაციის ხელმძღვანელი  _ კერმიტ რუზველტი (მეტსახელად კიმი), პრეზიდენტ თეოდორ რუზველტის შვილიშვილი და ცსს-ს ოფიცერი. კერმიტ რუზველტი ირანში ჯეიმს ლოკრიჯის სახელით ჩავიდა, დაამყარა კავშირი ბრიტანულ სადაზვერვო ცენტრთან თეირანში და დაიწყო ირანელი პოლიტიკოსების, გაზეთების რედაქტორების, გამომცემლების, ჟურნალისტების, სასულიერო პირების, გენერლებისა და ბანდიტების მოსყიდვა. ოპერაციააიაქსშიმოსყიდვა მთავარი მიმართულება იყო. ამ მიზნისთვის კერმიტ რუზველტს იმ პერიოდისთვის დიდძალი თანხა გამოუყვეს _ მილიარდი დოლარი.

კონფლიქტი: დაპირისპირება დაიწყო 1951 წლის 15 მარტს, როდესაც ირანის მეჯლისმა (პარლამენტმა) ბრიტანეთის კონტროლს დაქვემდებარებული ირანის ნავთობმრეწველობის დენაციონალიზაციის შესახებ გამოაცხადა. 1952 წელს ირანმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოს მიმართა, შემდეგ საჩივრით _ გაეროს უშიშროების საბჭოს.

ირანისთვის სანქციების დაწესებას შეეწინააღმდეგნენ საბჭოთა კავშირი და ინდოეთი. საპასუხოდ ინგლისურ-ირანულმა სანავთობე კომპანიამ ირანული ნავთობპროდუქტების მიმართ საერთაშორისო ბოიკოტის მექანიზმი აამოქმედა.

ირანმა ვერ შეძლო თავისი ნავთობპროდუქტების გაყიდვა. იმით შეშფოთებულებმა, რომ ირანი სსრკის გავლენის სფეროში გადავიდოდა და ირანის ნავთობზე კონტროლს დაკარგავდნენ, ინგლისელებმა და ამერიკელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაემხოთ ირანის პრემიერი მოსადიკი.

საინფორმაციო ომის მეთოდიკა

კერმიტ რუზველტმა მოკლე ხანში კოლოსალური სამუშაო ჩაატარა ირანის მეჯლისის წევრების, გამომცემლების, რედაქტორებისა და ჟურნალისტების მისასყიდად. პუტჩის წინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თეირანის გაზეთებისა და ჟურნალების 80%-ს აფინანსებდა. პრესა გაივსო პრემიერ მოსადიკის მუშაობით უკმაყოფილო დეპუტატების ინტერვიუებით. ჟურნალისტები ამხელდნენ “კორუფციაში ჩაფლულ პრემიერმინისტრსა და მის მთავრობას”. ეს იყო საინფორმაციო ომი, რომელიც აშშ-ისთვის მიუღებელი ხელისუფლების დასამხობად, ლენგლიში _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინაში დაგეგმეს.

პროვოკაციის მეთოდიკა პუტჩის ორგანიზების მიზნით

თეირანის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები (ვითომ ირანის სახალხო პარტიიდან) გაჰყვიროდნენ ლოზუნგებს: “გაუმარჯოს მოჰამედ მოსადიკს! გაუმარჯოს საბჭოთა კავშირს! კომუნიზმი გაიმარჯვებს!” დაქირავებული პროვოკატორები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში აფეთქებდნენ მეჩეთებს, რომელთა ნანგრევებზეც ტოვებდნენ საბჭოთა კავშირთან და კომუნიზმთან დამაკავშირებელ სამხილებს. პროვოკაციის დამგეგმავებმა და შემსრულებლებმა მიზანს მიაღწიეს: ირანის უმაღლესმა სასულიერო პირებმა პრემიერმინისტრი მოჰამედ მოსადიკი კომუნისტ-ათეისტებთან კავშირში დაადანაშაულეს და ანათემას გადასცეს. პარალელურად ლონდონსა და ნიუ იორკში ბეჭდავდნენ ყალბ ირანულ ბანკნოტებს, გაჰქონდათ ბაზარზე და ამით ხელი შეუწყვეს ჰიპერინფლაციას, რომელმაც, უკვე დაწესებულ სანქციებთან ერთად, საბოლოდ გააჩანაგა ირანის ეკონომიკა.

პირველი მაიდანი, რომელიც გენოციდის შეერთებულმა შტატებმა მოაწყო

კერმიტ რუზველტის ფულით “ბოევიკები” დაიქირავეს. 15 აგვისტოს ბანდიტების პირველმა ჯგუფმა დაიწყო მაღაზიების ვიტრინების მსხვრევა, ქუჩაში გამვლელების ცემა, მეჩეთებში მუსლიმანების დახვრეტა ლოზუნგით: “ჩვენ გვიყვარს მოსადიკი და კომუნიზმი!”; მეორე ჯგუფი რამდენიმე საათის შემდეგ ამოქმედდა და ყველაფერი გეგმის მიხედვით დასრულდა: მრავალსაათიანი ხოცვაჟლეტა სროლებითა და ხანძრებით. მეორე დღეს გაზეთებმა მოსადიკი დაადანაშაულეს, რომ მას უნარი არ შესწევს, გააკონტროლოს ვითარება ქალაქში და უზრუნველყოს მოქალაქეების უსაფრთხოება. 16, 17 და 18 აგვისტოს კიმ რუზველტმა ოპერაცია ფინიშამდე მიიყვანა. თეირანის ქუჩებში მშრომელები გამოიყვანეს. თითოეულს დღიური ხელფასის შესაბამისი თანხა მისცეს. ბევრი ვერ ხვდებოდა მანიფესტაციის აზრს და უხაროდა, რომ გამოსასვლელი დღე აუნაზღაურეს. მასების მანიპულირების ამერიკელმა სპეციალისტებმა ხალხი თეირანის რადიოს შენობასთან მიიყვანეს, სადაც სიტყვა წარმოთქვა გენერალმა ფაზლოლა ზაჰედიმ. ამ მომენტისთვის თეირანისკენ უკვე მიემართებოდა ზაჰედის მომხრე სამხედრო ქვედანაყოფები. აღსანიშნავია, რომ ზაჰედი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერელებთან თანამშრომლობდა, რის გამოც ინგლისელებმა დააპატიმრეს, შემდეგ კი ირანიდან გაასახლეს. 1949 წელს დაბრუნდა ირანში და ჯერ პოლიციის უფროსი გახდა, შემდეგ _ 1951 წელს _ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამერიკელი კარმიტ რუზველტი დარწმუნებული იყო, რომ ნაცისტი ზაჰედისგან სარგებელს მიიღებდა, ამიტომაც დანიშნა 1953 წელსაგვისტოს პუტჩისერთერთ ხელმძღვანელად.

ოპერაციის შედეგი

ირანის ხელისუფლების სათავეში მოვიდა გენერალ ფაზლოლა ზაჰედის ხელისუფლება. მოსადიკის მომხრეთა გამოსვლები სამხედროებმა აღკვეთეს. 19 აგვისტოს მოსადიკის რეზიდენციის გარშემო ასზე მეტი გვამი ეყარა. თეირანის ქუჩები სავსე იყო დაღუჰპულთა ცხედრებით. პრემიერმინისტრის სახლი კი ცეცხლის ალში იყო გახვეული. ოპერაციააიაქსი” _ “პანღურის ამორტყმადასრულდა. სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო ხალხის მიერ არჩეული მოჰამედ მოსადიკის რეჟიმი. ირანის პრემიერმინისტრის სავარძელში ამერიკელებმა ნაცისტი ფაზლოლა ზაჰედი დასვეს.

1953 წლის 5 დეკემბერს ირანმა აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა დიდ ბრიტანეთთან. 1954 წლის 10 აპრილს გაფორმდა შეთანხმება ირანის ნავთობის მოსაპოვებლად და დასამუშავებლად საერთაშორისო კონსორციუმის შექმნის თაობაზე. ამ ხელშეკრულების თანახმად, კონსორციუმში წილების 40% ერგო ინგლისურ-ირანულ კომპანიას, 40% _ ამერიკული კომპანიების ხუთეულს _ Culf oil, Socal, Esso, Socony და Texaco, 14% _კომპანია Shel-ს, 6% _ ფრანგულ კომპანიას. 1954 წელს კონსორციუმმა ხელშეკრულება გააფორმა ირანის ხელისუფლებასთან. 1 ნოემბერს კი ინგლისურირანულ კომპანიას სახელი შეეცვალა და დაერქვა BRITISH PETROLEUM  COMPANY

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

 

1 COMMENT

  1. ამერიკის საელჩო უნდა გააუქმო .ეს ვიგინდარა ევროპარლამენტი/ევროატლანტიკური ალიანსი და შტატები უნდა გააქრო დედამიწიდან,იმიტომ,რომ ამძიმებს ჩვენს დედამიწას.უველა უბედურება მათგან მოდის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here