Home ახალი ამბები საქართველო ბაჩანა გაჩეჩილაძე: ხელისუფლებას უკანდასახევი გზა აღარ აქვს _ ან ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ...

ბაჩანა გაჩეჩილაძე: ხელისუფლებას უკანდასახევი გზა აღარ აქვს _ ან ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეს, ან გლობალური ომის პარტია გაიტანს თავისას, რაც საქართველოსთვის კატასტროფა იქნება

“გლობალისტ-ლიბერალები ხვდებიან, რომ მათი აღსასრული მოახლოვდა და ცდილობენ, მთელი მსოფლიო ჩაიყოლონ, ყველაფერზე არიან წამსვლელნი. სულ უფრო საშიშ ფაზაში შედის მსოფლიო მოვლენები”

255

საქართველოს ხელისუფლებამ მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მოჰყვა ქვეყანაში მოქმედი დესტრუქციული ძალების გავეშება და .. დასავლელი პარტნიორების,  “გლობალური ომის პარტიის” (როგორც ბიძინა ივანიშვილმა უწოდა) აღშფოთება. პროპაგანდას აყოლილი ადამიანები საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ და მიტინგებზე დგანან სასმელითა თუპლანითგაბრუებულ ახალგაზრდებთან ერთად.

ქართველი საზოგადოების უდიდესი ნაწილი კი თვლის, რომ ჩვენს თავს უჩვეულო რამ ხდება _ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს უპირისპირდება. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენი ხელისუფლება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, მიუხედავად დიდი ზეწოლისა. პირველად მოხდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროპელ და ამერიკელ პოლიტიკოსებს არ მოუსმინეს და ცდილობენ, ჩანაფიქრი ბოლომდე მიიყვანონ. სუვერენიტეტის ნიშნები იკვეთება, მაგრამ ბევრი ჯერ კიდევ ვერ იჯერებს ხელისუფლების სითამამეს. ფაქტია, დიდი წინააღმდეგობები ელით…  გაუმკლავდებიან? დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გვესაუბრება ბლოგერი, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი ბაჩანა გაჩეჩილაძე:

_ ჩვენმა ხელისუფლებამ  თავისი ინტერესების გატარება დაიწყო, რაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ეწინააღმდეგება დასავლეთის ინტერესებს. თავდაპირველად, სიმართლე გითხრათ, არ მქონდა იმედი, რომ შეძლებდა საკუთარი პოზიციის დაცვას. საბედნიეროდ, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. ხელისუფლების ამ ქმედებას ერთი ფაქტორიც განაპირობებს: ხელისუფლებამ იგძნო, რომ ამ საქმეში მას  მოსახლეობის დიდი და ჯანსაღი ნაწილი უჭერს მხარს.

ჩემი აზრით, ხელისუფლებას უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს და შეეცდება, ბოლომდე გაიტანოს თავისი, უფრო ზუსტად, ის, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სურს _ ან ბოლომდე მიიყვანენ დაწყებულს, ან გლობალური ომის პარტია გაიტანს თავისას, რაც ჩვენს ქვეყანას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს. დიდი შანსია, საქართველო საერთოდ გაქრეს, თუ ხელისუფლება და ხალხი ერთად ბოლომდე არ გავიტანთ ჩვენსას. ასე რომ, ხელისუფლებას უკან დასახევი გზა აღარ აქვს.

_ წნეხი ძალიან დიდია. შეძლებს ხელისუფლება ამ წნეხთან გამკლავებას?

_ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხელისუფლებას უკან დასახევი გზა აღარ აქვს. უკან უფსკრულია _ ან წინ უნდა იაროს, ან უკან დაიხიოს და გადაიჩეხოს, თან ქვეყანაც ჩაიყოლოს. უკანდახევა ნიშნავს გლობალური ომის პარტიის მორჩილებას და ქვეყნის ომში გახვევას. კარგად ხედავენ, რა დაემართა უკრაინას და რა ბედი ელის ზელენსკის; უკრაინის გაკვეთილზე ისწავლეს, საბედნიეროდ. ხვდებიან, რომ ბოლომდე უნდა გაჰყვნენ არჩეულ გზას. ამან განაპრობა ხელისუფლების ასეთი მყარი პოზიცია. სხვა გზა, უბრალოდ, არ აქვს. მოსახლეობაც მის გვერდით ვართ. ან ყველაფერი, ან არაფერი _ ასეთია არჩევანი.

_ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების შესახებ ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება, ამის შემდეგ სლოვაკეთის პრემიერს, რობერტო ფიცოს ესროლეს. აღსანიშნავია, მან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაგეგმილ აკრძალვებს არ დაუჭირა მხარი. შესაძლებელია, რომ მსგავსი რამ აქაც მოხდეს?

_ ლიბერალიზმის მზე ჩაესვენა, წარმავალია ეს იდეოლოგიაც და იმ იმპერიის ჰეგემონიაც, რომელიც ამ იდეოლოგიის გამავრცელებელი მთავარი პოლიტიკური ცენტრია. ამას გულხელდაკრეფილნი რომ არ შეეგუებოდნენ ლიბერალ-გლობალისტები, თავიდანვე ცხადი იყო. გლობალისტ-ლიბერალები ხვდებიან, რომ მათი აღსასრული მოახლოვდა და ცდილობენ, მსოფლიო ჩაიყოლონ. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი. სულ უფრო საშიშ და სახიფათო ფაზაში შედის მოვლენები. მშვიდობასა და ჯანმრთელობას ვუსურვებ ამ იდეოლოგიურ ომში ყველას, ვინც ლიბერალურ-გლობალისტურ მონსტრს დაუპირისპირდა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here