Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელმა სააკაშვილის “ზონდერმოსამართლე” მერაბ ჯორბენაძეს ხოტბა შეასხა

თინა ხიდაშელმა სააკაშვილის “ზონდერმოსამართლე” მერაბ ჯორბენაძეს ხოტბა შეასხა

978

“მეოცნებეების” ნეტარმორწმუნე ხელისუფალთ რომ ჰკითხოთ, 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში დემოკრატიის ნამდვილი ცუნამია. ოლიგარქის დაპირებისამებრ, ცივილიზებული მსოფლიო თურმე გაოცებულია ქართული დემოკრატიით, ხოლო სასამართლო ისეთი თავისუფალია ხელისუფლების ზეგავლენისგან, ევროპელებსა და ამერიკელებს არც დაესიზმრებათ. ალბათ, ყველას გახსოვთ, რას ამბობდა თავის დროზე ყოვლისშემძლე ოლიგარქი, უბრალოდ, ვეტყვით მოსამართლეებს, რომ ნუ გვიყურებენ ჩვენ და სასამართლოც თავისუფალი გახდებაო.


ჰოდა, “კარდინალის” ჯადოსნურმა სიტყვებმაც სასწაული მოახდინა _ მართლმსაჯულება უმალ გაჯანსაღდა; მოსამართლეებში, მათ შორის სააკაშვილის ბრძანებულებით დანიშნულ ზონდერმსაჯულებშიც, თურმე სინდისმა გაიღვიძა და შუბლის ძარღვმა გაიტოკა. ამის ნათელი მაგალითის მომსწრენი ახლახან გავხდით, როცა მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ სამსახურებრივი “გმირობა” ჩაიდინა და დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ყოფილი დირექტორის _ გიორგი კლდიაშვილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორბენაძემ აღნიშნულ საქმეზე ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად ამოღებული მტკიცებულებები, ოპერატიული მუშაკის დაკითხვა და ამოღებული იარაღი დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნო, ხოლო პროკურატურის შუამდგომლობა, საქმის განხილვის გაგრძელებაზე, ცივი უარით გაისტუმრა.

აი, რა ოვაციებით შეხვდა “ფეისბუქში” ქართული დემოკრატიისთვის ამ ფრიად “საამაყო” ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი: გიორგი კლდიაშვილის საქმეზე სასამართლომ თქვა, ნურას უკაცრავადო. ჰოდა, არ დაიზაროთ, გამახსენეთ, ბოლოს როდის იყო, ასეთი ამბები რომ ხდებოდა საქართველოში. ეს ის საქართველოა, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, 2012 წელს ჯერ კიდევ იარაღს რომ უდებდნენ ადამიანებს. სულაც არ ვარ ამაყი იმით, რაც ამ საქმეში შსს და ჩემმა უპავტივცემულესმა და უდიადესმა პროკურორმა ხარებავამ გააკეთეს, მაგრამ სასამართლოში პატიოსნად მივიდნენ და იქიდან, აი, ასე, დამარცხებულები დაბრუნდნენ. მაგარია!”

აქ ახლა, ალბათ, სრულიად ზედმეტია იმაზე საუბარი, თუ როგორი თავისუფალია დღეს ქართული მართლმსაჯულება, მაგრამ რესპუბლიკელების “ჟანა დარკს”, ქალბატონ ხიდაშელს შევახსენებ, ვინ არის ის ადამიანი, რომლის საქციელმაც ის ასე ძალუმად აღაფრთოვანა:

 მერაბ ჯორბენაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2006 წლის 20 თებერვალს სააკაშვილის #151 ბრძანებულებით დაინიშნა და იმ დღიდან “ნაცრეჟიმის” ერთგული მსახური, პოლიტიკური განაჩენების გამომტანი ერთ-ერთი აქტიური ზონდერმსაჯული იყო. ეს ის მოსამართლეა, რომელსაც 2013 წლის 17 მაისს სოდომისტების ორგიის ჩასაშლელად ჩატარებულ აქციაზე დაკავებული ორი სასულიერო პირის _ მამა ანთიმოზისა (ბიჩინაშვილი) და მამა იოთამის (ბასილაია) სასამართლო პროცესი დარღვევებით მიჰყავდა. ეს ის მოსამართლეა, რომლის სინდისზეც ათეულობით (და შეიძლება მეტიც) უსამართლო განაჩენი და გაუბედურებული ადამიანია; ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ის მოსამართლეა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბიძაშვილმა, ადვოკატმა ზურაბ ჯორბენაძემ ერთერთ პრესკონფერეციაზე პირდაპირ ამხილა: “ის იმ კორუფციული სქემით არის დანიშნული, რომელსაც წინა ხელისუფლების პირობებში ჰქონდა ადგილი და ამ მოსამართლეს მიღებული აქვს ცოტნე გამსახურდიას გასამართლების საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება”.

აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, “მამალი რესპი” ხიდაშელი (სქესი ნამდვილად არ მეშლება) გამოდის და ამაყად აცხადებს, _ შეხედეთ, რა სამართლიანი სასამართლო გვაქვს, პროკურატურის მცდელობის მიუხედავად, მოსამართლემ ობიექტური განაჩენი გამოიტანაო. რა გამოდის: იმის ნაცვლად, რომ ეს ქალბატონი პარლამენტში განგაშს ტეხდეს, რა უნდა სასამართლოში სააკაშვილის ზონდერსო, მსაჯულის მანტიაში გახვეულ რეჟიმის ყოფილ მსახურს დითირამბებს უგალობს.

ისე, კაცმა რომ თქვას, ამაში გასაკვირი არაფერია, რესპუბლიკური პარტიაც ისეთივე არალეგიტიმური ძალაა, როგორიცნაცმოძრაობაიყო, ამიტომ ხიდაშელმაც და მისმა თანაპარტიელებმაც მშვენივრად იციან, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ჯორბენაძისნაირი სულგაყიდული მსახური უფრო გამოადგებათ, ვიდრე კეთილსინდისიერი და კანონის ერთგული მოსამართლე.

“საქართველო და მსოფლიო” ადვოკატ ლალი აფციაურს დაუკავშირდა და სასამართლო სისტემაში დღემდე დარჩენილ წინა რეჟიმისდროინდელ კადრებზე კომენტარი სთხოვა.

ლალი აფციაური:

_ ხიდაშელი ცინიკურად წერდა, პროკურატურა კუდამოძუებული წავიდაო. რატომ გაუხარდა, რომ პროკურატურა კუდამოძუებული წავიდა? უკეთესი არ იქნებოდა, ასეთი საქმე საერთოდ არ შესულიყო სასამართლოში? . . რა გამოდის? აღიარებ, რომ პროკურატურა, შენს დაქვემდებარებაში არსებული უწყება, ტყუის, საქმეებს თითხნის და ეს გიხარია?! არ ვიცი, ამაში გასახარი რა არის, პირიქით, ეს არის სამარცხვინოზე სამარცხვინო ფაქტი და, თუ ასეთი ცუდი პროკურატურა გვყავს, ხელისუფლებამ უნდა იღონოს რამე მის გასაწმენდად.

რაც შეეხება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძეს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ადამიანისთვის საკმარისია მისი ახლო ნათესავის, ადვოკატ ზურაბ ჯორბენაძის განცხადება, რომელმაც ის ამხილა პოლიტიკური განაჩენების გამოტანაში. მოსამართლემ, თუკი მას ცილს სწამებდნენ, კარგად იცის, როგორ მოიქცეს _ უნდა მიმართოს სასამართლოს და იჩივლოს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის. ეს ბატონ მერაბ ჯორბენაძეს არ გაუკეთებია. ასე რომ, რა გითხრათ, ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ…

_ ადვოკატები და უფლებადამცველები ხშირად უსვამენ ხაზს იმას, რომ სასამართლო სისტემაში დღესაც ბევრია წინა ხელისუფლებისდროინდელი კადრი, თუმცა ივანიშვილი ამბობდა, ჩვენ მათ ვეტყვით, იმოქმედეთ მხოლოდ კანონის კარნახით და ისინი უსამართლო განაჩენებს აღარ გამოიტანენო. გამოსწორდა ამ მხრივ რამე?

_ დღეს მოსამართლეები იყოფიან სამ კატეგორიად: ერთნი, რომლებიც ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ საქმიდან და მტკიცებულებებიდან გამომდინარე; მეორე, რომლებიც რეჟიმს მიჰყვებიან სამარეში; და მესამე, რომლებიც დღევანდელ პროკურატურას თვალებში შესციცინებენ. აი, ამ სამ კატეგორიადაა ეს სისტემა დაყოფილი. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი _ პროფესიონალიზმის ნაკლებობა, არაკეთილსინდისიერება თუ, უბრალოდ, ტვინი გამოურეცხეს ამ ხალხს ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ ფაქტია, სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემებია. ეს უკვე ჩანს ყველგან და ყველა დონეზე. ასე რომ, ვიდრე რომელიმე დეპუტატს რამე გაუხარდება, კარგი იქნება, ამ პრობლემებს უფრო მეტად თუ ჩაუღრმავდებიან.

რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა თავის დროზე, მოსამართლეებს ვეტყვით, ჩვენ ნუ გვიყურებთ და ყველაფერი გამოსწორდებაო, ეს არის, უბრალოდ, იმ ადამიანის განცხადება, რომელსაც ელემენტარული წარმოდგენა არ აქვს, რა არის სასამართლო და სასამართლო სისტემა. სხვა რა გითხრათ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს!

ჯაბა ჟვანია

P.S. მოგეხსენებათ, სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ორი საქართველო არსებობდა _ ერთი, რომელშიცნაცისტურიტერორი მძვინვარებდა; და მეორე, რომელიც ეკონომიკური აღმავლობის თვალსაზრისით სინგაპურსა და დუბაის ძალუმ მეტოქეობას უწევდა. როგორც ჩანს, ხიდაშელი და მთელი ესქოცნებისტურიხელისუფლება ისევ გაღმა დარჩა, იმ გაფურჩქვნილ, გალაღებულ საქართველოში, ჩვენ კი, რიგითი მოქალაქეები, ისევ იბერიის გაბრწყინების უსასრულო მოლოდინში ვართ და რა გასაკვირია, რომ ვერ ვამჩნევთ, რა საოცარი დემოკრატია, რა თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო გვაქვს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here