Home რუბრიკები პოლიტიკა ნუვორიშების “თარეში” საქართველოში

ნუვორიშების “თარეში” საქართველოში

1249

ბოლო პერიოდში ჩვენში ხშირად გაიგონებთ ასეთ ფრაზებს: “გადაგვიარეს რა ამ ჩინელებმა!” ან “წალეკეს თურქებმა აქაურობა!”, ან კიდევ _ “ინდოელები გვაკლდა! გადაჯეგეს საქართველო ამ უცხოტომელებმა!” და ა. შ.


არა, ქსენოფობობას ნუ დამაბრალებთ!

გარდა იმისა, რომ საკუთარ მიწა-წყალზე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა “თარეშის” გარკვეულ კანონიერ ჩარჩოებში მოქცევის სურვილის გამოხატვა სულაც არ არის ქსენოფობია, ამ შემთხვევაში სულ სხვა ამბავი უნდა გახაროთ.

კერძოდ, აღმოვაჩინე, რომ საქართველოს ჩინელებმა კი არ გადაუარეს ან ინდოელებმა კი არ წალეკეს, არამედ ჩვენი ქვეყანა დღეს ნუვორიშთა სათარეშოდაა ქცეული!

ვისაც ეს რომელიმე ველური ტომის აღმნიშვნელი სიტყვა ჰგონია, მოთმინებით წაიკითხოს ეს ტექსტი ბოლომდე და მერე განმსაჯოს _ ვამბობ თუ არა მართალს.

სიმართლე ითქვას, არც არაფერი აღმომიჩენია განსაკუთრებული. უბრალოდ, ვიპოვე სიტყვა, რომლითაც შეიძლება დახასიათდეს დღევანდელი საქართველო და მისი უბადრუკი მდგომარეობა…

ისე ეგოისტურად გამიხარდა ამ სიტყვის პოვნა, რომ თქვენც, ჩემო მკითხველო, მინდა, ტექსტის დასაწყისშივე გაცნობოთ ჩემი აღმოჩენა:

ერთ-ერთ ყველასათვის კარგად ნაცნობ, ბავშვობის მერე რომ აღარ წამიკითხავს, ისეთ წიგნს ვკითხულობდი კიდევ ერთხელ (საძილე აბების ნაცვლად ვიყენებ ხოლმე ამ უებარ საშუალებას).  ეს წიგნი დიდი ვერაფრის მომცემია, თუმცა, ძილი მომგვარა კი არა, პირიქით _ გამომაფხიზლა ერთ-ერთ მოთხრობაში ამოკითხულმა ფრაზამ: დღეს ჩვენი ქვეყანა ნუვორიშების ხელშია და არაფერი უნდა გვიკვირდეს”…

ბავშვობის შემდეგ ამ ტერმინისთვის ყური აღარ მომიკრავს და აღარც მახსოვდა…

განმარტება გვერდის სქოლიოში: ნუვორიში _ გარემოებების წყალობით ძალიან სწრაფად გამდიდრებული ადამიანი, ძირითადად, სპეკულანტური გარიგებების გზით”…

შემდეგ და შემდეგ, როდესაც უკვე ამ ტერმინით დაინტერესდებით, მის სხვადასხვა განმარტებაში შეგიძლიათ, გადააწყდეთ შემდეგ ფრაზებს: სწრაფად გამდიდრებული მეტიჩარა”, “შემთხვევით გამდიდრებული ადამიანი, რომელსაც სურს გასვლა მაღალ წრეებში”, “უცებ გამდიდრებული, რომელსაც სურს, მის გარშემო არსებული მიკროგარემო თავისი  გემოვნებით შეცვალოს და საკუთარ თავზე მოირგოს”.

ამ ფრაზების ამოკითხვის შემდეგ უკვე მიხვდებით, რატომ წუწუნებდა ჩემ მიერ ნახსენები წიგნის გმირი, _ ჩვენი ქვეყანა ნუვორიშების ხელშიაო და, ალბათ, უკვე იმასაც მიხვდით, რატომ გამიხარდა ასე ეგოისტურად ამ ტერმინის “კვლავაღმოჩენა”…

“ჭკვიანი რომ არ ყოფილიყო, ამდენ მილიარდს ვერ იშოვიდა!”

“ამხელა ფულის შოვნას ეხუმრები შენ? მაგას ინტელექტი სჭირდება! ყველაზე ჭკვიანი რომ არ იყოს, ყველაზე დიდი ფული არ ექნებოდა!” _ ეს XXI საუკუნის საქართველოში ძალიან ფეხმოდგმული და ფესვგამაგრებული ფრაზებია…

ხოლო სადღაც XVIII-XIX საკუნეების ევროპაში ასეთ “ჭკვიანებს,” უბრალოდ, ნუვორიშებს უწოდებდნენ თურმე და წუხდნენ კიდეც, რომ მათი ქვეყანა, მათი სამშობლო ასეთი ნუვორიშების ხელში იყო ჩავარდნილი.

რა თქმა უნდა, ნამდვილად არ მაქვს მიზნად იმის მტკიცება, რომ ნებისმიერი ფულიანი ადამიანი უჭკუოა, რადგან, ჩემი აზრით, ეს ზუსტად ისეთივე სისულელე იქნება, როგორც მავანთა მტკიცება _ რადგან ფული აქვს, ესე იგი ჭკვიანიაო.

ბევრი ფულის ქონას და ჭკუა-ინტელექტს ერთმანეთთან, უბრალოდ, საერთო არაფერი აქვს.

ჭკვიანი კაციც შეიძლება იყოს უფულოდ და უჭკუოც!

ჭკვიანი კაციც შეიძლება გამდიდრდეს და უჭკუოც!

ფულსა და ინტელექტს შორის ასეთი პირდაპირი კავშირის დანახვა ელემენტარული სიბეცეა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენში ეს “სიბეცე” ბევრს განგებ “სჭირს” და სწორედ ამის გამო საკუთარი თავიც “ჭკვიანად” მიაჩნია…

ახლა, რაც შეეხება ჩემი ბავშვობის წიგნში ამოკითხულ იმ მთავარ ფრაზას: “ნუვორიშები ცდილობენ, მიკროგარემო თავინათი გემოვნებით, როგორც სურთ, ისე შეცვალონ და ყველაფერს თავისი კვალი დაატყონ…”

ამ ფრაზის კარგად გასააზრებლად დღევანდელ საქართველოში მცხოვრებ არც ერთ ადამიანს დიდი დრო არ დასჭირდება:

“სოლოლაკის ქედზე, თავისუფლების მოედანსა და ერეკლეს მოედანზე ახალი თანამედროვე კონსტრუქციის შენობები აშენდება, რომლებსაც ერთმანეთთან საბაგირო ვაგონები დააკავშირებს…”

“ურეკში იხსნება საკონცერტო დარბაზი, რომელიც 10 ათას მაყურებელს დაიტევს, კონსტრუქცია თანამედროვე დიზაინისაა და მას აქვს მოძრავი სახურავი…”

და კიდევ შენდება და შენდება და შენდება…

რა შენდება, რისთვის შენდება, ვისთვის შენდება და რა მიზნით _ ეს კაციშვილს არ აინტერესებს…

თუკი გავიხსენებთ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ცხოვრების ბოლო 12 წელიწადს, კიდევ უამრავ მსგავს ფაქტს “ამოვყრით” _ ეს შუშის ხიდებიო, ის შუშისავე ცათამბჯენებიო, იქით ჭაჭის არყის შადრევანიო, კიდევ სიღნაღიო, შუქურაო, პოლიციის შენობებიო… “ტრუბებირიყეზეოშადრევნები, შადრევნები და კიდევ ერთხელ შადრევნებიო… “ყინულის სასახლეოდა . . და . .

ვერავინ იტყვის, ვის რაში სჭირდებოდა ამ “აღმშენებლობათა” 80 პროცენტი მაინც და რაში გამოიყენა ან ქვეყანამ და ან ხალხმა ისინი!

არც არაფერში! უბრალოდ, ახალ ქართველ ნუვორიშებს ჰგონიათ, რომ ნებისმიერი ქალაქი, დაბა, სოფელი და მთელი ქვეყანა მხოლოდ მათი გემოვნებით უნდა მოეწყოს. ისინი ამ შენობებს, დაწესებულებებს, გასართობ ცენტრებს თუ შადრევნებს ხალხს და ქვეყანას კი არა, უბრალოდ, საკუთარ თავს უშენებენ…

XVIII საუკუნის ევროპა, უფრო ზუსუტად, მისი ინტელექტუალური ნაწილი, მონდომებით უწევდა წინააღმდეგობას ნუვორიშიზმს, რადგან ითვლებოდა, რომ ისინი ქალაქის მოსახლეობის გემოვნებისთვის მიუღებელი, ასე ვთქვათ, “გოიმური” გემოვნებით აკეთებდნენ ყველაფერს.

იმჟამინდელ ევროპას ეს წინააღმდეგობა გაუვიდა, რადგან აზრადაც არავის გაუვლია, რომ “დიდი ფულის შოვნა” რამენაირად “დიდ ინტელექტთან” დაეკავშრებინა და ნუვორიშები ამაოდ შეეცადნენ, ელიტაში ადგილის დამკვიდრებას…

მხოლოდ ნუვორიშთა შთამომავლებმა შეძლეს, ნელ-ნელა შერეოდნენ ინტელექტუალთა და მაღალი წრის საზოგადოებას და ისიც გემოვნების დახვეწის გზით და არა პირიქით _ საკუთარის თავსმოხვევით.

XXI სუკუნის საქართველოში ნუვორიშებთან რაიმე სახის წინააღმდეგობა კი არა, თითქმის ყველა ქართული მედიასაშუალება და საზოგადოების  გარკვეული ნაწილიც მხოლოდ იმით არის დაკავებული, როგორმე დაგვაჯეროს, _ “ვისაც შენზე მეტი ფული აქვს, ის შენზე ჭკვიანი და ინტელქტუალურიც არის!”

ამ ლოგიკით ხომ ცნობილი მელიქ კაზარიანცი ყველა ქართველ ინტელექტუალზე “ჭკვიანი” და “ინტელექტუალი” ყოფილა. ეგ ამბავი კიდევ იქით იყოს და, თანამედროვე ქართველი ნუვორიშები ისეალამაზებენდააღაშენებენთბილისსაც და სხვა ქალაქებსაც, რომ არც კი ეკითხებიან ვინმეს რამეს

მერე კი, ასე უკითხავად და ჩვენი აზრის სრული იგნორირებით, როგორც უყვართ ხოლმე თქმა, “განხორციელებულ პროექტებს” ადგებიან და აქეთ გვაყვედრიან _ აი, ნახეთ, ამდენი რამე ავაშენეთ, თქვენ კი უმადურები ხართ და არ გვიფასებთო!

აგერ ნათელი მაგალითიც:-

თბილისის საკრებულოს წევრმაქართული ოცნებიდანნუგზარ მალაღურაძემ განაცხადა, რომ პროექტპანორამა თბილისისგანხორციელება აუცილებელია, ხოლო ოპონენტები მას მხოლოდ იმიტომ ეწინააღმდეგებიან, რომ შურთ ხელისუფლების წარმატებისა(საინფორმაციო სააგენტოების ცნობა).

ესეც თანამედროვე ნუვორიშთა მუდმივი ატრიბუტი _ საკენკის მომლოდინე მეხოტბეები, რომლებსაც ნებისმიერი კრიტიკის საპასუხოდ მზად აქვთ ქვისგამხეთქი “არგუმენტები” _ “შურიანებო! დაბოღმილებო! წარუმატებლებო!”.

ეს ტერმინებიც ხომ, უკვე 12 წელიწადია, გვესმის და ეფექტიანად გამოიყენება თავისი “ხოშის” გასწორებით დაკავებულ ნუვორიშთა გასაპრავებლად…

თუმცა “გასაპრავებელი ჯერ კიდევ ბევრია!” …

და “არგუმენტებიც” უამრავი!

აი, მაგალითად, ასეთი _ როდესაც ბატონი ვახტანგ გორგასალი ნადირობდა, მაშინ მთელი თბილისი რეკრეაციული ზონა იყო!” (იმავე საკრებულოს წევრის განცხადებიდან)…

ასეთი “არგუმენტები”, როგორც წესი, ქვას ვერა და საზოგადოებას მართლაც “ხეთქავს” და “ხლეჩს” ორ, სამ, ათ ან მეტ ნაწილად.

თუმცა ნუვორიშები არც ამას დაგიდევენ და სულ მალე, 2016 წლის არჩევნებზე, მიუხედევად იმისა, რომ თქვენთვის არც კი უკითხავთ, გჭირდებოდათ თუ არა ეს, საარჩევნო ბუკლეტებში აუცილებლად იქნება შეტანილი: ჩვენ ავაშენეთ “პანორამა-თბილისი”, ავაშენეთ ურეკის 10-ათასკაციანი საკონცერტო დარბაზი, საბაგიროები, დაკიდული ბაღები, შადრევნები…  ბოლოს ნაგულისხმები იქნება: “და ამ ყველაფრის შემდეგ ხმა არ უნდა მომცე, შე, უმადურო?”

სინამდვილეში რატომ და რისთვის აკეთებენ, აშენებენ დაქველმოქმედებენნუვორიშები, ამაზე ყველაზე კარგად მეტყველებსფეისბუქგვერდის” _ “ოლდ სიტი დეველოპმენტ”-ის მიერ დიდი სიამაყით გამოქვეყნებულიპანორამათბილისისგრაფიკული მაკეტი, რომელსაც 10 დღის განმავლობაში თბილისელებისგან მთელი… 16 (თექვსმეტი) მოწონება აქვს!

 ეს მაშინ, როდესაც თბილისში გახსნილი “დონატების” რესტორნის “ფეისბუქგვერდს” ერთ კვირაში ასიათასობით “ლაიქი” დაუგროვდა…

ახლა კი თავად განსაჯეთ, ვინგადაუარა”, “გადაჯეგადაწალეკასაქართველო _ ჩინელებმა, თურქებმა, ინდოელებმა, არაბებმა, მონღოლებმა თუ ქართველმა ნუვორიშებმა?

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here