Home რუბრიკები პოლიტიკა “შარლი”, მანიქეველები და ბინქარან მაცდურის თანამეცხედრე

“შარლი”, მანიქეველები და ბინქარან მაცდურის თანამეცხედრე

983

ვიდრე დღევანდელშარლებსადა სხვა შარლატანებზე ვისაუბრებდეთ, რამდენიმე თეზისისიტყვის თავისუფლებისთვისადუღებული ამ სუბიექტებისთვის:

ტერორიზმს გამართლება არ აქვს.

არანაირი.

არასდროს.

არც ერთი საბაბით.

არც პარიზში, არც მოსკოვში და არც თბილისში.

ნუ ვიკამათებთ იმაზე, რომ ადამიანების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ არის სიტყვის თავისუფლება. ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხრა წლის განმავლობაში საკუთარი მოსახლეობის ტერორით ტკბებოდნენ. უსაგნო კამათს აზრი არ აქვს.

ნურც იმ ეჭვებზე ვისაუბრებთ, რომლებიც, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსგავსად, პარიზში Charlie Hebdo რედაქციაში ატეხილმა სისხლისღვრამ გააჩინა; ამის დროც მოვა, ახლა კი მთავარ სათქმელს დაგვაშორებს და იმავე კალაპოტში ჩაგვაყენებს, რომლისკენაც, ეს ერთი კვირაა, გლობალური მედია გულმოდგინედ მიგვერეკება.

“შარლიისტერიის” ფონით ისარგებლა და “ჩლუნგებს” სოციალურ ქსელში სიტყვის თავისუფლების სახელმძღვანელო შესთავაზა გიგა ბოკერიას თანამეცხედრემ თამარ ჩერგოლეიშვილმა. არ ღირს მისი ციტატების მოტანა, რადგან მთელი ეს ტექსტი საკუთარი უპირატესობის გრძნობით შეპყრობილი ადამიანის მიერ ნაჩქარევად ჩამოწერილი პრიმიტიული დებულებებით არის სავსე.

მხოლოდ ორიოდე ამონარიდი, რომელიც ნათლად მიანიშნებს, როდის ყოფილა შესაძლებელი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა: “საქმე ეხება მოწოდებას, რომელიც ძალადობის მყისიერ საფრთხეს შეიცავს _ მაგალითად, ვდგავარ ბევრი ტაბურეტმომარჯვებული ადამიანის წინ და მოვუწოდებ, ამ ტაბურეტებით ჩაქოლონ ის ადამიანები, რომლებიც მათ არ მოსწონთ”. და კიდევ ერთი: “რელიგიური, პატრიოტული, მამაკაცური, ქალური, დედაშვილური, მამაშვილური ან რაიმე სხვა ტიპის გრძნობების შემლახავი სიტყვა საქართველოში და თავისუფალი სამყაროს უდიდეს ნაწილში არ იზღუდება. არის მცირე გამონაკლისები ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ნაცისტური სიმბოლიკის გამოსახვის, ჰოლოკოსტის უარყოფის სახით. ზოგან მსგავსი შეზღუდვა უმცირესობების დაცვის მოტივითაა ნაკარნახევი, თუმცა მე ამგვარ შეზღუდვებს არ ვეთანხმები, ამერიკული მიდგომა მიმაჩნია სწორად”.

ვდგავარ ბევრი ტაბურეტმომარჯვებული ადამიანის წინ” _ ეს არის ყველაზე კოშმარული სიზმარი, საზოგადოდ, “თავისუფლებისთვისმებრძოლი ამ ქალბატონისა, რომელიც ამერიკულ მიდგომებს იზიარებს და მხოლოდ უმცირესობის უფლებებზე დარდობს. არ მოტყუვდეთ _ ისინი ახლა უმცირესობაში არიან (პოლიტიკურ უმცირესობას ვგულისხმობ, სხვა რამ არ ივარაუდოთ) და სწორედ საკუთარი უფლებებისთვის ზრუნავენ, თორემ უმრავლესობაში როცა იყვნენ, სულის ამოხდას გვპირდებოდნენ და როგორც შეეძლოთ, გვისრულებდნენ კიდეც დანაპირებს.

მინაწერი “ჩლუნგებისთვის” განკუთვნილ სახელმძღვანელოზე: “უცბად დავწერე. მგონი, არაფერი გამომრჩა. თუ გამომრჩა _ დავამატებ, როცა გამახსენდება. I ლოვე ყოუ ტოო!”

ახლა _ თუ რა გამორჩა “ჩლუნგების” შემგონებელს:

1. 2002 წელს, როცა სააკაშვილი, როგორც იქნა, თბილისის საკრებულოს დაეპატრონა, ჟურნალისტმა გიორგი უძილაურმა მას შენობის გარედან რამდენჯერმე დაუძახამიშუტკა”. განსაკუთრებით “ჩლუნგებმა” გაითვალისწინეთ – არც დედა შეუგინებია, არც დაუწყევლია, მხოლოდ თიკუნით მიმართა. დღევანდელმაშარლებმადა სხვა შარლატანებმა ჟურნალისტი საკრებულოს შენობაში შეათრიეს და რამდენიმე საათი ჰყავდათ დატყვევებული. სამართლის ენაზე ამას თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან მძევლად აყვანა ჰქვია, მძევლები კი სწორედ ტერორისტებს აჰყავთ. დღევანდელი “შარლები” და სხვა შარლატანები ერთ წელიწადში სახელმწიფო გადატრიალების გზით, უკვე თბილისის კი არა, მთელი საქართველოს მასშტაბით ძალაუფლებას დაეპატრონენ და მძევლებისა და უკანონო პატიმრების რაოდენობამ ათი ათასებს მიაღწია. ჩერგოლეიშვილი დუმდა.

2. 2004 წლის 19 თებერვალს, დღევანდელიშარლებისდა სხვა შარლატანების ხელისუფლებაში მოსვლიდან სამ თვეში დაიხურა ტელეკომპანიაიბერია”, გაზეთიახალი ეპოქადა ჟურნალიომეგა”. სპეცოპერაცია მოგვიანებით “ტელეიმედის” დარბევის რეპეტიცია აღმოჩნდა. ჩერგოლეიშვილი და მისი მეგობრები ამ ფაქტს იმით ამართლებდნენ, რომ ტელეკომპანიის იდეოლოგია მათთვის მისაღები არ იყო.

3. დღევანდელიშარლებისდა სხვა შარლატანების ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთ წელიწადში დაიხურა ტელეკომპანიამეხუთე არხი”.

ჩერგოლეიშვილს პროტესტი არ გამოუთქვამს.

4. დღევანდელმაშარლებმადა სხვა შარლატანებმა 2004 წელს დახურეს ტელეკომპანიაობიექტივი”, ხოლო მისი სიხშირე სააკაშვილის ჯიბის ტელეკომპანიებს – “ალანიასადა Region TV გადასცეს.

არც იმხანად გაუგია ვინმეს ჩერგოლეიშვილის ჭმუნვა სიტყვის თავისუფლებაზე.

5. დღევანდელმაშარლებმადა სხვა შარლატანებმა 2004 წელს _ ყველა პოლიტიკური თოქშოუ, ხოლო 2005 წელს ყველა საინფორმაციო პროგრამა დახურეს, ცოტა ხანში კი კომპანიარუსთავი 2”- გადასცეს.

გახსოვთ ჩერგოლეიშვილის პროტესტი? რაც არ ყოფილა, რა გემახსოვრებათ?!

6. 2005 წლის 1 დეკემბერს ტელეკომპანიარიონისპირდაპირ ეთერში აკაკი ბობოხიძემ, რომელიც იმხანად იმერეთში პრეზიდენტის რწმუნებული იყო, სცემა ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, რომელსაც ცხვირი გაუტყდა და ტვინის შერყევა მიიღო. ამ ფაქტისთვის არავის მიუცია სამართლებრივი შეფასება, სააკაშვილმა კი თავისი სურვილით თანამდებობიდან გადამდგარი გუბერნატორი რამდენიმე კვირაში საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად დანიშნა. იმნაიშვილი კი იძულებული შეიქნა, საქართველო დაეტოვებინა და ინგლისში წასულიყო.

ჩერგოლეიშვილს არ გაუპროტესტებია.

7. 2006 . 7 ივლისს ტელეკომპანიარუსთავი 2”-ის ყველაზე რეიტინგული გადაცემის _ “თავისუფალი თემისავტორმა და წამყვანმა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ეკა ხოფერიამ პირდაპირ ეთერში სანდრო გირგვლიანის შესახებ გადაცემის მსვლელობისას განაცხადა, რომ მანნაცმოძრაობისერთერთი ლიდერისგან, გიგა ბოკერიასგან, მიიღო ინსტრუქციები იმის შესახებ, რა უნდა ეთქვა და რა _ არა. ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებიდან წამოსულმა ასეთმა “რჩევებმა” უკვე რეგულარული ხასიათი მიიღო, ამიტომაც ის პროტესტის ნიშნად ტოვებს ტელევიზიას. ბოკერიას თანამეცხედრეს არც ამ შემთხვევაში ჰქონია რეაქცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე. შესაძლოა, საძინებელში უსაყვედურა ქმარს, მაგრამ საზოგადოებისთვის ეს უცნობი დარჩა.

8. 2006 წელს დღევანდელიშარლებისადა სხვა შარლატანების უშუალო მონაწილეობით დაიხურა ტელეკომპანია “202”. ტელეკომპანიის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი დააკავეს და ციხეში გაამწესეს.

ჩერგოლეიშვილს ძალიანაც არ უდარდია ეს ამბავი.

9. 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილისა და მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირების გამო ამშარლებმადაარბიეს და დახურეს ტელეკომპანიაიმედი”, რომელსაც შემდგომში კიდევ ერთიშარლი” _ გიორგი არველაძე მართავდა. მისი მართვა დაუვიწყარიიმიტირებული ქრონიკითაღინიშნა.

ჩერგოლეიშვილი რას ამბობდა ამ დროს? _ იხ. წინა პუნქტი.

10. 2008 წლიდან ნაციონალური მასშტაბის სამივე ტელეარხი (“საზოგადოებრივი მაუწყებელი”, “რუსთავი 2”, “იმედი”) სახელმწიფო ცენზურას საბოლოოდ დაექვემდებარა. კონტროლს კინაციონალური მოძრაობისსხვადასხვა ლიდერიგიგი უგულავა, ლევან რამიშვილი, გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი არველაძე ახორციელებდნენ. ჩერგოლეიშვილი ცენზურას არ იმჩნევდა.

11. დღევანდელმაშარლებმადა სხვა შარლატანებმა 2009 და 2010 წელს ორჯერ დაარბიეს იმ გაზეთის რედაქცია, რომელსაც ახლა თქვენ კითხულობთ. “საქართველო და მსოფლიოსმთელი ტექნიკური ბაზა და მასთან ერთად, გამოცემაუუფლებობის ზონისმთელი ტირაჟი გაანადგურეს.

ჩერგოლეიშვილს აღშფოთება არ დასტყობია.

12. 2011 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიამაესტროსსაკაბელო კომპანიებთან შეექმნა პრობლემა, თელავში, რუსთავში, ახმეტაში და ბევრ სხვა ქალაქშიმაესტროსგავრცელება შეიზღუდა. ხშირად საკაბელო კომპანიების თანამშრომლები კერძო საუბრებში აღიარებდნენ, რომ მათ ამ სახის დავალება სახელისუფლებო წრეებიდან მიიღეს.

ჩერგოლეიშვილს ეს შეზღუდვა კანონიერად ეჩვენებოდა.

13. 2011 წლის აგვისტოში სააკაშვილის ხელისუფლების დახმარებით ფავორიტი ბიზნესმენების _ ძმები შარანგიების ხელში აღმოჩნდა ორი ინტერნეტპორტალი _ “სილქნეტიდაკავკასუს ონლაინი”. ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ITV.გე და პრესა.გე კირეალტივისგადაეცა, რომლის პატრონადაც ვანო მერაბიშვილს განიხილავდნენ.

სად იყო ჩერგოლეიშვილი?

14. 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ევროპის პრესისა და ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, ასევე მისი ფოტოგრაფი მეუღლე, ნათია გედენიძე, და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაზეთალიასფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე.

ჩერგოლეიშვილს არც ეს მიუტანია გულთან.

15. 2009 წლის აპრილიდან 2011 წლის ივლისამდე თბილისის მერიამ ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ჯიხურის განთავსებაზე 739 ნებართვა გასცა. აქედან, ნახევარზე მეტი _ 387 ჯიხურის განთავსების უფლება იმ კომპანიებმა მიიღეს, რომლებიც მმართველი ელიტის წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების საკუთრებაში იყო. მათ შორის, _ “უაით დისტრიბუშენი” (185 ჯიხური), “აუთდორ ჯი” (50), “მაგი მედია”(50), “ნუგეში”(85) და ლატარიის კომპანია (17). აქედან “უაით დისტრიბუშენს”, “აუთდორს” და “მაგი მედიას” ერთი და იგივე მეპატრონე ჰყავდა, ძირითადი _ “ბლექსთაილ მენეჯმენტი”, რომელიც ვირჯინიის კუნძულებზე _ ოფშორშია რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის მიხედვით, ამ კომპანიებში წილებს ასევე ფლობენ: კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი გოგი გეგეშიძე და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის _ ჭარხალაშვილის მეუღლე სოფია ბრიტანჩუკი. ამ კომპანიებს კი მართავდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრის _ დავით კეზერაშვილის ცოლისძმა და უშიშროების საბჭოს მდივნის _ გიგა ბოკერიას ცოლისდა.

მეც უცბად დავწერე. თუ რამე გამომრჩა, თქვენ დაამატეთ. მინდოდა, დამეწერა, რომ ჩერგოლეიშვილი განზოგადებული სახელია ამშარლებისადა სხვა შარლატანების, მაგრამ არც ეს გამოდის, რადგან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ყველაზე ხშირად სწორედ მისი მეუღლე გიგა ბოკერია ფიგურირებს და ბოლო ეპიზოდში მის ღვიძლ დასაც უნახავს მოგება მედიის შევიწროებისგან! ასეა თუ ისე, ვამბობთ ჩერგოლეიშვილი და ვგულისხმობთ ერთ კონკრეტულ პარტიას, ან _ პირიქით!

ახლა _ თვითონ ტერაქტსა და მის გამო ორად გაყოფილ საზოგადოებაზე: როცა არჩევანი სამარცხვინო კარიკატურების ავტორებსა და ტერორისტებს შორის კეთდება, ეს არ არის არჩევანი. ეს არის არჩევანი ძალიან ცუდსა და მასზე უარესს შორის. ეს არის ხელოვნური კონსტრუქცია, რომელიც ნორმალურ ადამიანებში პროტესტს ბადებს. ეროვნული ან ევროპული ერთიანობის იმიტაცია პარიზში შეშინებული პოლიტელიტის მიერ საკუთარი თავის გამხნევებას უფრო ჰგავს, თორემ იმ ქუჩებს მეტი ადამიანიც ახსოვს, რომელთა ხმა ამ ელიტას არ შეუსმენია! იმ ადამიანების, რომლებიც არცშარლიარიან და არც ტერორისტები!

ამ საყოველთაოშარლიზაციისპროცესში საფრანგეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა ჰერცოგმა ანჟუმ განცხადება გაავრცელა: “ემოციური ნაკადის წინააღმდეგ წავალ და გავემიჯნები მოძრაობასმე შარლი ვარ”. არა, მე შარლი არა ვარ, რადგან არასოდეს მიყვარდა ეს მანიქეველთა გაზეთი. Charlie Hebdo ჩვეულებრივი ქაღალდია, რომელსაც ეზიზღება ნებისმიერი აზრი, საკუთარის გარდა. იგი გამოხატვის თავისუფლების საფარქვეშ პროვოკაციულ ქმედებებს მიმართავს. Charlie Hebdo აგრესიული გაზეთია, რომელიც რელიგიებს შორის შუღლს და სიძულვილს აღვივებს თითქოსდა იუმორის გამოყენებით. Charlie Hebdo ევროპული ათეისტური საზოგადოების სახეა, რომელიც ხალხებსა და ადამიანებს შორის ურთიერთპატივისცემისა და ძმობის ნაცვლად მტრებსა და წყენას ბადებს, განურჩევლად მათი რასისა, კანის ფერისა და რელიგიისა. ასე რომ, უარს ვამბობპროშარლურმოძრაობაში მონაწილეობაზე, რადგან, უბრალოდ, არ მესმის, რა უნდა დავიცვა. უპატივცემულობას როდი გამოვხატავ დაღუპული მხატვრების მიმართ. სიტყვები არ მყოფნის გაზეთის რედაქციაზე თავდასხმის საშინელების გამოსახატად. ვგმობ ამ ბარბაროსულ აქტს და გარდაცვლილთა ოჯახებს ღრმა სამძიმარს ვუცხადებ.

ვგმობ ეროვნული ერთიანობის ამ მცდელობას და იმ მოქალაქეთა ფარისევლობას, რომლებსაც არასოდეს წაუკითხავთ ეს იუმორისტული ყოველკვირეული.

პატივს მივაგებ მსხვერპლთ.

Charlie Hebdo-ს _ ვერ მივაგებ!”

ყურადღება მიაქციეთ გამონათქვამს მანიქეველთა გაზეთი”. იგი ბევრ რამეს ხსნის. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს კახა კაციტაძეს, რომელმაც მანიქეველობაში ჩვენებური დღევანდელი “შარლები” და სხვა შარლატანები ჯერ კიდევ 2011 წელს პირველმა ამხილა. თამარ ჩერგოლეიშვილის კიდევ ერთი, “ჩლუნგებისთვის” განკუთვნილი მაშინდელი შეგონების პასუხად კახა წერდა: მოძღვრებას, რომელიც ამტკიცებს, რომ უმაღლეს და საბოლოო ჭეშმარიტებას ფლობს და ამბობს, რომ სამყარო ნათელი და ბნელი ძალების ბრძოლის ასპარეზია, სადაც თვით ისინი ნათლის მხედრების არიან, ხოლო ოპონენტები _ ბნელები; რომ მიდის გადამწყვეტი ბრძოლა მათ შორის და კეთილებმა ნებისმიერი, თუგინდ უღირსზე უღირსი საქციელის ფასად უნდა გაიმარჯვონ, მანიქეველობა ეწოდება.

“ტაბულას” რედკოლეგიაში, კიდევ უნდა იყვნენ ფილოსოფოსები, რომლებსაც სამეფო კარზე ტაკიმასხარებად მუშაობის პერიოდში კვალიფიკაცია ბოლომდე არ დაუკარგავთ.

აღმოსავლეთში ჭეშმარიტების დაუფარავად მთქმელნი, ანუ ფილოსოფოსები, ჩვეულებრივ, სამეფო კარის მასხარები არიან. ჩვენთან, სამწუხაროდ, ფილოსოფოსთა მოზრდილი ნაწილი საკუთარი სურვილით იქცა სამეფო კარის მასხარად.

ჰოდა, ამ ფილოსოფოსყოფილმა ადამიანებმა ქალბატონ ჩერგოლეიშვილს უნდა აუხსნან, ვინ იყო მანიქეველთა სექტა და რა სახით ვრცელდებოდა ის საქართველოში.

ჩვენში მანიქეველობა გავრცელებული ყოფილა დაახლოებით IV-V საუკუნეებში, ცნობილია მათი ერთერთი ლიდერის _ ბინქარან მაცდურის შესახებ. ახლა მანიქეველობის ლიდერობაზე პრეტენზიას გიგა ბოკერია აცხადებს. ჯანმრთელობის გაუმჯობესების პარალელურად გადაწყვეტილი მაქვს, დავწერო ისტორიული ბესტსელერი დენ ბრაუნის სტილში: ქართული მანიქეველობა – ბინქარან მაცდურიდან გიგა ბოკერიამდე. ვიმედოვნებ, მკითხველი ხელს გამიმართავს.

კახა კაციტაძეს არ დასცალდა ქართველ მანიქეველთა შესახებ ვრცელი კვლევის დაწერა, მანიქეველები კი კვლავაც აქ არიან და მეცშარლივარო, _ გაიძახიან. ისინი მართლაც ერთნი არიან: ყველას შეურაცხყოფის უფლება აქვთ და მხოლოდ თვითონ უნდა იყვნენ ხელშეუხებელნი. ჩვენი ხელისუფლებაც ამ თამაშს არის აყოლილი და გიგა ბოკეჰრიას სიტყვებს იმეორებსსიტყვის და, ზოგადად, თავისუფლებისშესახებ. არადა, იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ გიგა ბოკერიას, მისი მეუღლისა და სხვა დიდი თუ მცირეშარლებისსიტყვების გამეორება თუნდაც იმიტომ არ ღირს, რომ ისინი მანიქეველები არიან.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. არსებობს ადამიანის უფლებათა ორი ვერსია რომელთა შორის პრინციპული განსხვავებაა. ერთია ამერკული უფლებათა დეკლარაცია და მეროე გაეროს ადამიანთა უფლებები. განსხვავება მდგომარეობს იმაში თუ ვინ ანიჭებს ამ უფლებებს ადმიანს. ამერიკული უფლებათა დეკლარაციით და კონსტიტუციით ეს უფლებები ადამიანს ღმერთისაგან აქვს მინიჭებული და ეს უფლებები ხელშეუხებელია. მთავრობა არსებობს მხოლოდ იმისთვის რომ დაიცვას ეს უფლებები. ამერიკულ სისტემაში ეს უფლებებია თავდაცვის უფლება, სიტყვის თავისუფლება, რელიგიური თავისუფლება, მსაჯულთა სასამართლო, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, საკუთრების ხელშეუცებლობა, იარაღის საკუთრება, სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება. ეს უფლებები ღმერთის მიერ არის ნაბოძები ყველა პიროვნებისთვის. განსხვავებით ამისგან გაეროს უფლებათა სისტემის მიხედვით ადამიანებს უფლებებს ანიჭებენ მთავრობები, სახლმწიფო, ხელშეკრულებები და დადგენილებები. ის უფლებები რომლებსაც იძლევა მთავრობა ნებისმიერი მიზეზით შეიძლება ისევ ჩამოართვას ადამიანს და ეს უფლებები არ არის ხელშეუხებელი

  2. "არავის შეუძლია იცინოს რწმენაზე. ის კი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა ელოდოს საპასუხო დარტყმას,არ შეიძლება პროვოცირება, არ შეიძლება სხვისი რწმენის დამცირება, არ შეიძლება რწმენის დაცინვა. არსებობს ზღვარი. ყველა რელიგიას თავისი ღირსება აქვს. სიტყვის თავისუფლება სასიკეთოდ უნდა არსებობდეს – განაცხადა რომის პაპმა. ეხლა თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ ეს რომ ჩვენს უწმინდეს პატრიარქს ეთქვა რა მოხდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here