Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა _ დიდი ინტელექტუალი? რატომ, ბატონო? ანუ რას ვერ იტყოდა ზარათუშტრა?

ბიძინა _ დიდი ინტელექტუალი? რატომ, ბატონო? ანუ რას ვერ იტყოდა ზარათუშტრა?

707

აი, ასეთი მეცნიერული განწყობები მომიტანა გასულ კვირაში სხვადასხვა ტელევიზიაში ნანახისა და მოსმენილის გააზრებამ. განწყობა იყო საერთო, თორემ მეცნიერებათა დარგები, იცოცხლე,  მრვალფეროვანი _ დაწყებული არქეოლოგიითა და დამთავრებული ღრმა ფილოსოფიით, მაგრამ მე მაინც ფიზიკით დავიწყებ.


ადამიანმა ფიზიკურად რომ იარსებოს, საჭიროა იკვებოს. თქვენ წარმოიდგინეთ, კვება სჭირდება ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი პროფესიისა. მართალია, ჩვენი ე.წ. ბომონდის წარმომადგენლებს ხშირად ზეწარმოშობის ფენომენად მოაქვთ ხოლმე თავი, მაგრამ საახალწლო დღეებში მაინც შეეპარებათ ხოლმე ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეები და ახსენდებათ, რომ სრულიად ჩვეულებრივი ადამიანებივით სჭირდებათ გარკვეული თანხა საახალწლო სუფრისა თუ კიდევ სხვა “ჩვეულებრივადამიანური” მოთხოვნილებებისთვის…

და მოხდა კიდეც “დიდი აფეთქება” ამ საახალწლოდ ქართულ პოპბომონდში.

ფიზიკოსთა ნაწილი ამტკიცებს, “დიდმა აფეთქებამ” შექმნა სამყაროო. მანამდე მხოლოდ “მტვერი” იყოო და ეს მტვრის ნაწილაკები ისე “ამბიციურად” შეეჯახნენ ერთმანეთს, ამხელა სამყარო წარმოქმნესო… არა, კაცო, რა ღმერთი და რისი ღმერთიო!

რატომღაც ყველა უპასუხოდ ტოვებს კითხვას _ აი, ეგ მტვერი ან თუნდაც მისი ნაწილაკები ვინ შექმნა და საიდან მოვიდა?

ეს კითხვა წლების განმავლობაში უპასუხოდ არის დატოვებული როგორც ფიზიკაში, ასევე ქართულ ბომონდში, ანუ მართლაც არავინ იცის, საიდან მოვიდა მთელი ეს მტვერი თავისი ნაწილაკებიანად, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი, აი, ასე _ ხმაურიანად ეჯახებიან ხოლმე ერთმანეთს და გარკვეულ “სამყაროებს” წარმოქმნიან…

ამჯერად “ნაწილაკთა დაჯახება” მოხდა თემაზე: ვინ უნდა იმღეროს ბიუჯეტით დაფინანსებულ კონცერტებზე და ვინ _ არა…

საზოგადოდ, როგორც ფიზიკაში, ქართულ ბომონდშიც დადასტურდა, რომ ეს მტვრის ნაწილაკები უწესრიგოდ მოძრაობენ ხოლმე და როდის, რატომ და რა მიზეზით დაეჯახებიან ერთმანეთს, არავინ იცის.

აბა, დაუკვირდით, ამავე მიზეზით ისინი გასული 10 წლის განმავლობაში არ დაჯახებიან ერთმანეთს, ხმაც კი არავის ამოუღია, “აფეთქებაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ! აი, ასე მშვიდად იგებდნენ სახელმწიფო ტენდერებსნაციონალებისმომხრე და ტაშისმკვრელი მომღერლების შპსები და მერე ბიუჯეტის ფულით ამღერებდნენ ასეთივეპოლიტიკურად მისაღებმომღერლებსდა იყო სრული სიმშვიდე და ჰარმონიაარავინ ინტერესდებოდაპოლიტიკურად მიუღებელმომღერალთა ბედით და, თუკი ისინი პრეტენზიას გამოთქვამდნენ, არც ჟურნალისტები და ტელევიზიები აქცევდნენ ყურადღებას და შესაბამისად, არც არანაირიდიდი აფეთქებებიარ ხდებოდა

ასეა თუ ისე, საინტერესოა, რატომ უნდა იზრუნოს ბიუჯეტმა ყველა იმ ადამიანზე, რომლებსაც უცებ მომღერლობა, მსახიობობა, პოეტობა, მხატვრობა ან რამე მსგავსი მოუნდება? რატომ დამკვიდრდა საქართველოში ეს, ცოტა არ იყოს, უცნაური ტენდენცია, რომ ყველა, ვისაც თავი “ხელოვანად” მიაჩნია, სახელმწიფოს და ბიუჯეტს აუცილებლად რაღაცას სთხოვს?

ხვალ საქართველოს მოსახლეობამ პრეტენზია რომ განაცხადოს, _ ხელოვანი ვარო _ ეს საწყალი ბიუჯეტი უნდა ადგეს და ყველა მათგანი დააფინანსოს?

თუ არადა, მაშინ რა კრიტერიუმით უნდა დავადგინოთ, ვინ არის რეალურადხელოვანი”? _ ის ვისაცხალხი აღიარებს”, თუ ის, ვისაც ტელევიზიები გამოაჩენენ ხშირად ეთერში?

რა ვიცი, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის “ხელოვანთა დაფინანსების” მოთხოვნა ელემენტარული სისულელეა…

აქვე მიჩნდება ასეთი უცნაური კითხვა _ ნეტავ, რას იტყოდა ამ ყველაფერზე ზარათუშტრა?

ეს კითხვა კიდევ ერთმა ქართულმა დიდმა აფეთქებამ გამიჩინა!

საქმეც ის არის, რომ ზარათუშტრა გასული კვირა დღის შემდეგ კიდევ დიდხანს ვეღარაფერს იტყოდა, რადგანპირველ არხზეგასული გადაცემის შემდეგ აუცილებლად გაოგნდებოდა და ჩაუვარდებოდა ენა!

“მე ვკითხულობ ნიცშეს, მის კრიტიკას, ადამიანზე ბევრი აქვს დაწერილი. სიმართლე გითხრათ, ბევრ რაღაცეებში არ ვეთანხმები მას და ვფიქრობ, დავწერო წიგნი, სადაც ამ ყველაფერს ჩამოვაყალიბებ, რაში არ ვეთანხმები მე ნიცშეს”.

აქ, მოდით, თავი დავანებოთ ახუნტრუცებულ-აღფრთოვანებულ წამყვან ქალბატონს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის ამ ფრაზით თავისი აღმაფრენა რაღაც ფრანგული ფრაზის წამოყვირებით გამოხატა და ბიძინას ისეთი თვალებით შეხედა, ზარათუშტრა, ალბათ, რამეს იტყოდა კი არა, გული წაუვიდოდა ზედმეტი მღელვარებისგან…

სიმართლე გითხრათ, ამ ზეინტელექტუალურმა საუბარმა ელიავას ბაზრობა გამახსენა

პარადოქსია? ახლავე აგიხსნით _ ამ ბაზრობის მიმდებარედ მანქანით თუ გაივლით და ოდნავ შეანელებთ სვლას, იმ წამსვე შემოგეხვევიან ადამიანები, რომლებიც  სარემონტო სამუშაოებს გთავაზობენ. კერძოდ, რომელ სარემონტო სამუშაოებს? სად _ ინტერიერში თუ ექსტერიერში? რა ტიპის _ სანტექნიკის, თერმო და ჰიდროიზოლაციის თუ “მალიარკის”? უფ! მოგცლიათ ერთი! ნებისმიერის! ანუ, ისინი თბილისში ასე ძალიან ცნობილი “ყველაფერშიკები” გახლავან…

თუმცა მათი მაინც მესმის _ ადამიანებს უკიდურესად უჭირთ, ორი კაპიკის შოვნა უნდათ და ყველაფერზე მიდიან.

მაგრამ, ვერაფრით გავიგე, ადამიანს, რომელსაც აქვს 7 (ან მეტი) მილიარდი, რომელმაც ჩამოიშორა მთავარი პოლიტიკური მტერი და არ აწუხებს არავითარი პრობლემა, რაში სჭირდება ესყველაფერშიკობა”?

ბიძინა _ ბიზნესმენი? კი, ბატონო!

ბიძინა _ ლიდერი? კი, ბატონო!

ბიძინა _ უნარიანი “ფულისმშოვნელი”? კი, ბატონო!

ბიძინა _ ექსპერტი ეკონომიკასა და ფინანსებში? კი, ბატონო!

ბიძინა _ დიდი ინტელექტუალი? რატომ, ბატონო?

რისთვისღა გჭირდება, შე კაი დედმამიშვილო, ეს ხელოვნების, ფილოსოფიური მეცნიერების, ფსიქოლოგიის, პედაგოგიკისა და მომავალში, შესაძლოა, გეოგრაფიაგეოდეზიის, კვანტური ფიზიკის, არქეოლოგიის ექსპერტისა თუმარკშეიდერისანდაგაფანტულ მეცნიერებათა მაგისტრისსტატუსი?

არადა, აუდიტორია, საზოგადოება აფეთქდა! ასეთი “დიდი აფეთქებები”, ფაქტობრივად, ყოველთვის მოჰყვება ხოლმე ქართველი ხალხის მორიგი “ბელადისა” და კერპის სადმე გამოჩენას!

ვაიმე, რა კარგი რესპონდენტია!” _ აღფრთოვანებული არიან მის მიერ დასაქმებულპატივნაცემი ჟურნალისტები! “ვაიმე, რა ღირსეული მოქალაქეა!” _ გიჟდებიან არც ისე ღირსეული მოქალაქენი! “ნახეთ რა საყვარელიაააააა!” _ შესძახებენ ისინი, ვისთვისაც, საზოგადოდ, “საყვარელიახოლმე ყველა, ვინც ხელისუფლებაში მოდისვიდრე რაიმე პრობლემა პირადად მათ ან მათ ოჯახებს არ შეეხება

და ეს გოიმური _ “უცხო ენები იცის!” “პიანინოზე უკრავს” _ აღფრთოვანებები, უკვე 25 წელიწადია, მოსდევს და მოსდევს ქართულ საზოგადოებას… თავისივე ბუნებრივი გაგრძელებით _ რამდენიმე წელიწადში მძიმე იმედგაცრუებითა და დეპრესიით!

არადა, გაცილებით სწორი იქნებოდა, საზოგადოება უფრო მარტივად უდგებოდეს ასეთ თემებს დალიდერებისგანსულ ხვა, პრაქტიკულ პასუხებს ითხოვდეს და არაროიალზე დაკვრისცოდნას ანდა რომელიმემძიმეფილოსოფოსის ნაშრომებში ღრმა წვდომას.

მაგალითად, საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ქართველი საზოგადოება ამ უმარტივესი ამოცანის ამოხსნას: არის ერთი კაცი, რომელიც ნიცშეს კითხულობს და არ ეთანხმება, ამიტომ აპირებს დაწეროს თავისი წიგნი და შეცვალოს ნიცშეს მოსაზრებები.

იგივე კაცი კითხულობსნაციონალებისმიერ დატოვებულ საშინელ საარჩევნო კანონს, ასევე, სხვა კანონებსაც და ეთანხმებაყოველ შემთხვევაში, არც შეუცვლია და არც მომავალში აპირებს მათ შეცვლას

აბა, ვინ არის ეს კაცი?

პრიზიც შესაბამისია: სწორი პასუხის ავტორს მაგრად “დაერხევა” და ვერასოდეს დაიწყებს მუშაობას ვერც ერთ საჯარო უწყებაში!

აბა, როგორ ფიქრობთ, გაბედავს ქართველი საზოგადოება ამ ამოცანაზე სწორი პასუხის გაცემას? ან სულაც, ასეთი ამოცანის თქმას მაინც გაბედავს? ან სულაც იმას მაინც მიხვდება, რომ ასეთი “ამოცანები” უნდა დასვას საზოგადოებამ და არა რომელიმე ლიდერის მიერ “პოსტმოდერნიზმისა” თუ “იმპრესიონიზმის” კარგი ცოდნით, “როიალზე დაკვრით” ან “ბალგარკის” ოსტატურად გამოყენებით მოიხიბლოს!

აი, მასას, ხალხს თუ ბრბოსაც მხოლოდ მაშინ დაერქმევა “საზოგადოება”, როდესაც ის ასეთ რაღაცებს გაიაზრებს, მიხვდება და შესაბამისად იმოქმედებს!

მანამდე კი, ვიდრე ქართველიობივატელი”  მხოლოდ ხბოს აღტაცებას გამოხატავს, აბა, ზარათუშრტამ რაღა უნდა თქვას?

ამიტომაც, სტატიის ბოლოს, ყოველგვარი განხილვისა და თემის გაშლის გარეშე, მხოლოდ შეგახსენებთ: საქართველოში მომხდარი ერთადერთი მართლა დიდი აფეთქება, ეს ჩვენი საამაყო კულტურული მემკვიდრეობის _ საყდრისის ვანდალური აფეთქება იყო!

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here