Home რუბრიკები პოლიტიკა ოლიგარქის სინდრომი

ოლიგარქის სინდრომი

651

სამი წლის წინათ, როცა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გაავრცელა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, უკიდურესი ნიჰილიზმით შეპყრობილმა ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა გულუბრყვილოდ დაიჯერა, რომ საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე ჭეშმარიტი მესია გამოჩნდა.


ხბოს აღტაცებაში მყოფმა ხალხმა მილიარდერს ისიც კი არ გაუპროტესტა, რომ კოალიციაში წამყვან ძალას სამპროცენტიანი რესპუბლიკელები წარმოადგენდნენ. ყველა ერთსა და იმავეს გაიძახოდა: “ოღონდ სააკაშვილი არა და ვინც გინდა”. ჰოდა, წამოვიდნენ ნაირ-ნაირი “სააკაშვილები”, შეფარულები, პირდაპირები, ირიბები… მოკლედ, დოლურაში შემხტარი ციყვივით დაგვემართა, ვიტრიალეთ, ვიტრიალეთ და ბოლოს აღმოჩნდა, რომ წინ ერთი ნაბიჯითაც არ წავწეულვართ. არადა, ყველას კარგად გვახსოვს (ან რა დაგვავიწყებს) ოლიგარქის დაპირებები: 220-ლარიანი პენსია (ეს დაპირება დავით ონოფრიშვილმა უსინდისოდ უარყო, _ მსგავსი არაფერი გვითქვამსო), საწვავის გაიაფება ერთი ლარით, 60 ქარხნის აშენება 2013 წლის ბოლომდე და . .

საუბედუროდ, მივიღეთ რა _ როგორც კი ცნობილი შეიქნა არჩევნების შედეგები, ოლიგარქმა განაცხადა: ყველანაციონალიერთნაირი არ არის და ზოგიერთთან სიამოვნებით ვითანამშრომლებო. ის კი არა, იმის თქმასაც არ მოერიდა, სააკაშვილიც ამ ქვეყნის შვილია და შანსი მასაც უნდა მივცეთო. ფაქტობრივად, ეს იყო პირველი სიგნალი “ყოვლისშემძლე” მილიარდერისგან, რომ საზოგადოების აზრი ფეხებზე ეკიდა. საუბედუროდ, ქართველმა ხალხმა იყუჩა და მერე, აი, რა მივიღეთ:  ოლიგარქმა თავისი ალუმინის სასახლე “რაზბორკების” ადგილად აქცია: ჯერ იყო და, ჟურნალისტები დაიბარა _ რანაირ შეკითხვებს სვამთ, მასტერკლასი უნდა ჩაგიტაროთო, მერე ექსპერტებს აყარა შავი დღე და ბოლოს . . არასამთავრობოებსაც გადასწვდა ერთ-ერთ კონფერენციაზე ეკლესიაზეც ისაუბრა და, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ განაცხადა: პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს, ამიტომ ისევე შეიძლება კრიტიკა. იქაც შეიძლება შეეშალოთ, იქაც შეიძლება მოხდეს ცუდი ამბები, გაუგებრობა, დარღვევები ეკლესიაში და არის კიდეც, ჩვენ ეს კარგად ვიცით. იქაც არის და ნუ გეშინიათ ამაზე საუბრის. თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, ჩვენ უნდა ვისაუბროთისინი საჭიროებენ კრიტიკას, ისინი საჭიროებენ მითითებას”.

საერთოდ, ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთანავე ყველას და ყველაფრის კრიტიკა დაიწყო, რესპუბლიკელების გარდა. ის ყოველთვის მწვავედ რეაგირებდა, როცა რამე შეკითხვას დაუსვამდნენ ხიდაშელზე, უსუფაშვილზე ან რომელიმე სხვა “რესპზე”. ეს უკვე ნამდვილად იყო სიგნალი, რომ ოლიგარქს ფეხებზე ეკიდა ქვეყანაც და ხალხიც, მაგრამ საზოგადოებამ ამ შემთხვევაშიც იყუჩა. აი, როგორ გაგრძელდა მერე პროცესი: ოლიგარქმა, მისი აზრით, მთავარი დაპირებაც პირნათლად შეასრულა და სამართლიანობა აღადგინა, ანუ ის 80 მილიონი, რომელიც წინასაარჩევნო ბატალიების დროს სააკაშვილმა “აახია”, მისხალ-მისხალ დაიბრუნა და მორჩა. სხვა დაზარალებულებს რაც შეეხება, გახსოვთ, რა განაცხადა მან ერთ-ერთ კონფერენციაზე ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენებზე: გასაგებია, ამ ხალხის მიმართ კანონი დაირღვა, მაგრამ დღეს ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხები, რომ მათ ეს დანაკარგები ავუნაზღაუროთო(!).

ამასობაში გავიდა ერთი წელიც. მოახლოვდა ის დრო, როცა ხალხს, დაპირებისამებრ, “მეოცნებეთა” პოლიტიკის სიკეთეები უნდა ეგრძნო. მწვავე შეკითხვებმა იმატა. მოსახლეობამ სანთლით დაიწყო დაპირებული ქარხნების ძებნა და… 220-ლარიან პენსიაზე ხომ, საერთოდ, საუბარიც ზედმეტია. აი, აქ უკვე ოლიგარქს სალაპარაკო აღარაფერი ჰქონდა. ჩაიკეტა ლოკოკინასავით ალუმინის სასახლეში და დაახლოებით 2-3 თვის შემდეგ პოლიტიკიდანაც წავიდა. უფრო ზუსტად, ფორმალურად წავიდა, თორემ რეალურად რუხი კარდინალი პოლიტიკური მემკვიდრეჰების მართვას ჩვეულებრივად განაგრძობდა. მაგალითად, 2 მაისს პარლამენტში მსხდომ თავის 104-მანდატიანშნირსანტიდისკრიმინაციული კანონი ერთსულოვნად მიაღებინა. ამითდემოკრატიულ დასავლეთსდაანახვა, რომ მისთვის . . ევროპული ღირებულებები  “იდეოლოგიურ წყვდიადშიმყოფ ქართველ ხალხზე უფრო მნიშვნელოვანია

მოკლედ, ხელისუფლების შეცვლიდან ორი წლის თავზე მივიღეთ: ისევ გამრუდებული სამართალი და დაუსჯელინაციონალები”, რომლებიც მთავარ ოპოზიციურ ძალად იწოდებიან; მასობრივი უმუშევრობა და სიღატაკე; ბანკების მიერ ასობით და ათიათასობით გარეთ გამოყრილი მოქალაქეები; გაზრდილი კომუნალური გადასახადები და ინფლაცია; 220 ლარის ნაცვლად ისევ 150-ლარიანი პენსია, უმძიმესი სოციალური ფონი და, რაც მთავარია, ხელისუფლების სათავეში არალეგიტიმური ძალა _ რესპუბლიკური პარტია. წესით, ეს ყველაფერი საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური რეალობის მთავარ შემოქმედს, ბიძინა ივანიშვილს, რქები მომტვრეოდა და განდიდების ნირვანიდან ნაწილობრივ მაინც გამოსულიყო, მაგრამ ოლიგარქის ამბიციებს, როგორც ჩანს, საზღვარი არ აქვს. კაცი უკვე იქამდე მივიდა, რომდისკუსიაში შედისნიცშესთან, აკრიტიკებს ეკლესიას და კათოლიკოსპატრიარქის განქიქების მსურველებს მწვანეს უნთებს. ის კი არა, გამოჰყავს ხელისბიჭი ღარიბაშვილის სიმამრი _ თამაზაშვილი _ პირდაპირ ეთერში და ალაპარაკებს, რომ ილიას მერე ივანიშვილის დონის ინტელექტუალი საქართველოს არ ჰყოლიაო. ახლა მავანი, ,ალბათ, შემედავება, რა შუაშია ბიძინა, თამაზაშვილმა ეს სისულელე თავისით დააბრეხვაო, მაგრამ რეალურად ყველამ ვიცით, როგორც არის, _ თამაზაშვილი, ღარიბაშვილი და მთელი ეს პოლიტიკური ბალაგანი მთაწმინდის ლომთან შეუთანხმებლად, განცხადების გაკეთებას კი არა, დაცემინებას ვერ ბედავს; ასე რომ, გასაგებია, სად და ვის მიერ იწერება ესშპარგალკები…”

აქვე ივანიშვილის კიდევ ერთ განცხადებას მოვიყვან, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 21 დეკემბერს გააკეთა: მე ხომ მისაბაძი ვიყავი, სულ ელოდნენ, ივანიშვილი რაღაცას გააკეთებსო, მე არ ვარღვევდი არასოდეს კანონს, მივდიოდი იდეურად და ვაკეთებდი ბიზნესს, ირგვლივ ყველა ხედავდა, რაც ხდებოდა, როგორ ხდებოდა დიდი ფულის კეთება. ვერც ერთი კაცი ვერ იტყვის, რომ კანონი დავარღვიე. მახსოვს, სოფლის მეურნეობაში რომ წავედი, პანიკა ატყდა, რაღაცას მიაგნოო, თან მე მილიონ ჰექტრამდე მიწა შევიძინე რუსეთში, ვერ გავაგებინე მთავრობას, თორემ იქაც წარმატებას მივაღწევდი. აბრამოვიჩმა დაიწყო ჩემზე გაცილებით გვიან და მე მასზეც და სხვებზეც ძალიან დიდი გავლენა მოვახდინე”. იმავე გადაცემაში ოლიგარქმა ამაყად დასძინა: მთელი რუსეთი ხელოვნებაზე მე გადავიყვანეო, მოკლედ, პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ, ავე, ბიძინა!..

თანამედროვე მედიცინამ მრავალი სინდრომი იცის და მეტ-ნაკლებად ყველა შესწავლილია. მაგალითად, არსებობს ყველასთვის ცნობილი დაუნის სინდრომი, რომლის დროსაც, ნაცვლად 46 ქომოსომისა, ადამიანს დამატებით კიდევ ერთი ქრომოსომა აქვს 21-ე წყვილში. ასევე არსებობს აჰასფერის სინდრომი, როცა პაციენტი ფსიქიკურად აშლილია, დადის საავადმყოფოდან საავადმყოფოში და თხზავს ანამნეზის დრამატულ სურათებს; არსებობს მენეჯერის სინდრომი, რომელიც უმეტესად აღენიშნებათ ხელმძღვანელ პირებს (და რომლისთვისაც დამახასიათებელია შრომისუუნარობა) და არსებობს ვან გოგის სინდრომი, როცა ადამიანი მიმართავს თვითდაზიანებას.

როგორც ხედავთ, ივანიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ზემოჩამოთვლილი არც ერთი პათოლოგიის სიმპტომებს არ შეესაბამება. ეს არის სრულიად ახალი, თანამედროვე მედიცინისთვის უცნობი რამ, რომელსაც შეუძლებელია, სხვა სახელი დავარქვათ, თუ არა ოლიგარქის სინდრომი. ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: შუბლის ძარღვის გაწყვეტა ან, უკეთეს შემთხვევაში, დაჭიმვა და უკიდურესად დაწვრილება, ტვინის გახურების კოეფიციენტის კატასტროფულად მომატება, რეალობის აღქმის უნარის დაკარგვადაქვეითება და . . აი, ზუსტად ამ პათოლოგიით შეპყრობილი ადამიანია დღეს “კულისებს” მიღმა, საიდანაც იმართება სახელმწიფო და რა გასაკვირია, რომ საქართველო დაუნიზმის გზას ადგას. საუბედუროდ, აშკარაა, რომ ეს პათოლოგია პროგრესირებს, ოლიგარქის ენას ახლა გაცილებით მეტად აქვს ლაგამი მოშვებული, ვიდრე 2-3 წლის წინათ. თუმცა ჯერ სად ვართ, დაუნები და შეპყრობილები მერე ნახეთ, თბილისში ევრომაიდანს რომ მოგვიწყობენ და ხელისუფლებაში ისევ დორბლიან სააკაშვილის ვიხილავთ. ყოველ შემთხვევაში, მედასავლეთელიბერასტებირომ ამის გაკეთებას მაქსიმალურად ეცდებიან, წყალი არ გაუვა. დანარჩენი, ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო, ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები და რა ზნეს მიიღებს მომავალში ახალი პათოლოგია _ ოლიგარქის სინდრომი…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here