Home რუბრიკები პოლიტიკა “ფერადი ხვრელები” და ფაშიზმის გლობალიზაცია

“ფერადი ხვრელები” და ფაშიზმის გლობალიზაცია

838

“პატიმრის დედა, ცოლი ან შვილები მიჰყავდათ და მათ თვალწინ გაუპატიურებით ემუქრებოდნენ… პატიმრის დედა მის თვალწინ გააუპატიურეს”… ეს სააკაშვილის ციხის “სიკეთეთა” აღწერა არ გეგონოთ; აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მოხსენების ფრაგმენტია ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ წამების გამოყენების შესახებ 2001-2009 წლებში.


ადრეც არაერთხელ დამიწერია და ახლაც გავიმეორებ, რომ ადამიანების წამება და ტერორი სააკაშვილის რეჟიმმა მისი ოკეანისგაღმელიდემოკრატებისგანისწავლა, რომ აშშმა სრულიად დაკარგა მორალური უფლება, ვინმეს დემოკრატია დაუწუნოს და ადამიანის უფლებების დარღვევაზე უსაყვედუროს, ხოლო ჩვენი პროამერიკული ოპოზიციის მცდელობა, შეერთებული შტატებისთვის აეხსნათ, როგორი სასტიკი რეჟიმი ჩამოაყალიბა სააკაშვილმა, მიამიტობა კი არა, სრული სიბრიყვე იყო.

დღეს უკვე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დევიდ კემერონი აცხადებს, რომ აშშ წამების გამოყენებით რისკავს, დაკარგოს “მორალური ავტორიტეტი”. მისი აზრით, უსაფრთხო მსოფლიოსთვის და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მოგება შეუძლებელია, თუ მორალურ ავტორიტეტს დაკარგავ.

ფრანგული პარტია “ეროვნული ფრონტის” თავმჯდომარე მარინ ლე პენი მიიჩნევს, რომ აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული მოხსენება ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ წამების გამოყენების შესახებ 2001-2009 წლებში საფრანგეთს კიდევ ერთ საბაბს აძლევს, რომ ნატო დატოვოს. თუ მართლაც ყველანი აღშფოთებული ვართ ამერიკელების მიერ წამების გამოყენებით, მაშინ ნატოდან გავიდეთ”, _ დაწერა მარინ ლე პენმა ტვიტერის მიკრობლოგში.

მოხსენება 6 ათას 700 გვერდს მოიცავს, მაგრამ სენატის კომიტეტმა მხოლოდ 525 გვერდი გამოაქვეყნა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, მიუხედავად წამების დახვეწილი ფორმების აღწერისა, მოხსენებაში სიტყვაწამებაერთხელაც არ არის ნახსენები. მის ნაცვლად ევფემიზმები – “დაკითხვის გაფართოებული მეთოდებიდადაკითხვის გაძლიერებული ტექნიკებიგამოიყენება.

მოხსენების ავტორები მიუთითებენ, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება და პოლიტიკოსები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტრო. გამოძიება ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 40 მილიონი დაჯდა. სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ყველაფერი იღონა იმისთვის, რომ რამენაირად გადაედო ან თავიდან აეცილებინა მოხსენების გამოქვეყნება. როდესაც ეს ვერ მოხერხდა, მოხსენების გასაჯაროების წინ აშშ-მა საზღვარგარეთ საკუთარ დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, რადგან ანტიამერიკულ საპროტესტო გამოსვლებსა და ძალადობას ელოდნენ.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ მოხსენებაში მოტანილი ცნობები ვერ გახდება სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის საფუძველი. გაეროს სპეციალური მომხსენებელი ადამიანის უფლებებისა და წამების საკითხებზე ხუან მენდესი და ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარი ზეიდ რაად ალ-ჰუსეინი კი მიიჩნევენ, რომ წამებაში ყველა მონაწილე უნდა დაისაჯოს და ყოველგვარი იმუნიტეტის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ წამებას ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებით ხსნიდნენ, მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ წამება არაეფექტიანი აღმოჩნდა. რაც შეეხება სადამ ჰუსეინის მიერალ ქაიდასმხარდაჭერას და უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციას, დღემდე უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი. 11 სექტემბრის ტერაქტებმაც ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი გააჩინა, თუმცა ამაზე სხვა დროს. წამება პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა 2002 წელს . . პატრიოტის აქტით დააკანონა. ეს ტრაგედია ჩინებული საბაბი აღმოჩნდა, როგორც სხვა ქვეყნებში ინტერვენციის, ისე წამების დაკანონების თვალსაზრისით.

ცსს-ს ყოფილმა ანალიტიკოსმა რეიმონდ მაკგოვერნმა განაცხადა, რომ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ გამოყენებული მეთოდები გესტაპოს წამების ანალოგიური იყო. “თვით ტერმინი “დაკითხვის გაძლიერებული ტექნიკები” სიტყვასიტყვით არის ნათარგმნი გერმანულიდან _ Versharfte Vernehm. ასე ეწოდებოდა გესტაპოს წამების მეთოდების სახელმძღვანელოს. წამების მეთოდებიც ერთნაირია”, _ ამბობს მაკგოვერნი.

როგორც მოხსენებიდან ირკვევა, 119 პატიმრიდან (როგორც ჩანს, ეს ციფრიც არ არის დაზუსტებული, რადგან ცსს მხოლოდ 98 პატიმრის შესახებ იუწყებოდა), სულ ცოტა, 26 ადამიანი ამერიკულმა სპეცსამსახურებმა შეცდომით ან ცრუ დასმენით გაიტაცეს. მზვერავები არა მხოლოდ პატიმრებს აწამებდნენ, არამედ მოსახლეობის დამუშავებას ეწეოდნენ. განზრახაჟონინებდნენინფორმაციას პრესაში და ჟურნალისტებს არწმუნებდნენ, რომ წამების წყალობით არაერთი მასშტაბური ტერაქტი აიცილეს თავიდან და, რაც მთავარია, ბენ ლადენის კვალს მიაგნეს. ჰოლივუდი აღფრთოვანებული იყო _ ბოევიკპირველი სამიზნეშიდახრჩობის იმიტაციის სცენა პირდაპირ არის ნაჩვენები, როგორც გარდაუვალი ბოროტება. წამება ერთობ ხარჯიანი საქმე გამოდგა. მისი ორგანიზება აშშის ბიუჯეტს 2002–2006 წლებში 300 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ თანხაში პერსონალის ანაზღაურება არ შედის.

დაკითხვები მიწაზე, ჰაერში (თვითმფრინავებში) და წყალზე (გემებზე) მიმდინარეობდა. ამ ინდუსტრიაში (დაკავებებში, პატიმრების გადაყვანაში) მსოფლიოს 54 ქვეყანა იყო ჩართული. მათი სია ჯერ კიდევ 2013 წელს გამოაქვეყნა სოროსის ფონდმა. ინფორმაცია ავღანეთში, ერაყში, ტაილანდში, მაროკოში, რუმინეთში, ლიტვასა და პოლონეთში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების შესახებ კიდევ უფრო ადრე – 2011 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

2005 წელს ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ წამების ეფექტიანი მეთოდების შესამუშავებლად ორი ამერიკელი ფსიქოლოგი დაიქირავა _ გრეისონ სვიგერტი და ჰემონდ დანბარი, რომლებმაც საგანგებოდ შექმნეს ფირმა. ამერიკის ბიუჯეტიდან მიღებული 80 მილიონი დოლარის სანაცვლოდ მათ წამების 20 სახე შეიმუშავეს. მათ შორის, ადამიანის ცოცხლად დამარხვაც იყოწამების 10 მეთოდი ცსსმაც კი მხეცურად მიიჩნია და არ გამოუყენებია. სამაგიეროდ, გამოიყენა ისეთი ხერხი, როგორიც არის ადამიანის დამწყვდევა კუბოს ზომის საკანში. პატიმარმა აბუ ზუბაიდამ იქ 266 საათი დაჰყო. დღეს იგი სასამართლოს მიერ გამართლებულია.

ხალიდ შეიზ მუჰამედს 183-ჯერ ახრჩობდნენ წყალში. პატიმრებს ერთი კვირის განმავლობაში არ აძლევდნენ ძილის საშუალებას, აშიშვლებდნენ და გაყინულ ბეტონის იატაკზე ყრიდნენ. საკნებში მუდმივად იყო ჩართული ლითონის ღრჭიალისა და ძაღლის ყეფის ხმა. ტუალეტში გასვლას (სინამდვილეში ათეულობით პატიმარზე ერთი, ჩვენში რომ ეძახიან, “პარაშაიყო) უკრძალავდნენ და დღეების განმავლობაში ერთი პამპერსით ამყოფებდნენ. ჭერზე კიდებდნენ ბორკილებით. მჟავის შხაპის  ქვეშ აყენებდნენ, რაც კანის დამწვრობას იწვევდა. გლეჯდნენ ფრჩხილებს, იარებზე შხამიან მწერებს ასხამდნენ. საკვების დაპირებით ერთმანეთზე აქეზებდნენ პატიმრებს, რომელიც გლადიატორული ბრძოლებით და პატიმრების სიკვდილით მთავრდებოდა.

ერთი პატიმარი ისე აწამეს, რომ მას ქრონიკული ჰემოროი ჩამოუყალიბდა, უკანა ტანი ერთიანად დახეთქილი ჰქონდა და სწორი ნაწლავი გარეთ უვარდებოდა. მოხსენებაში არ წერია, როგორ აწამეს ეს პატიმარი. ტექსტის საკმაოდ დიდი ნაწილი მასში რეტუშირებულია.

ხომ არაფერი გაგახსენდათ, მკითხველო, ცოცხის გამოყენებას ხომ არ ჰგავს ეს სურათი?

“იისფერი ხვრელი” _ ასე მოიხსენიებენ ცენზურირებულ მოხსენებაში ლიტვას, სადაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2009 წელს გავრცელდა. თავდაპირველად აშშ ატყუებდა ლიტვის ხელისუფლებას ობიექტის დანიშნულების შესახებ. ციხე მხოლოდ მას შემდეგ დაიხურა, რაც იქ მყოფი პატიმრის მკურნალობაზე ლიტველმა ექიმებმა უარი თქვეს და მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა და მკურნალობა მილიონები დაჯდა. როგორც ლიტველი ჟურნალისტები წერენ, 2003 წელს საიდუმლო ციხის გახსნა ლიტვას ნატოში შესვლის პირობად წაუყენა აშშმა.

ნატოს აჩრდილის ფონზე ვითარდებოდა ანალოგიური მოვლენები პოლონეთშიც. 2002 წელს იგი სულ სამი წლის შესული იყო ნატოში და, პოლონელი ჟურნალისტების აზრით, ძალა არ შესწევდა, წინააღმდეგობა გაეწია სტრატეგიული პარტნიორისთვის საიდუმლო ციხის მის ტერიტორიაზე განლაგებისთვის. ცოტა ხნის წინათ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პირველად აღიარა ევროპაში ცსს-ს საიდუმლო ციხეების არსებობა. პოლონეთში ამ მიზნით სადაზვერვო სამმართველო იყენებდა ობიექტს კოდური სახელწოდებით “კვარცი”. იქვე მდებარეობს პოლონეთის დაზვერვის სააგენტოს სასწავლო ცენტრი.

პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნიევსკიმ ახლა აღიარა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობდა ცსს-ს საიდუმლო ბაზა, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილებს, სავარაუდოდ, აწამებდნენ. კვასნევსკიმ განაცხადა, რომ თანხმობა მისცა ბაზის განლაგებაზე, მაგრამ “წამებაზე ლაპარაკი არ ყოფილა”.

პრეზიდენტი ობამა წამების ფაქტებს მოკრძალებულად უწოდებს “შეცდომას”. “ერთი რამ, რაც განასხვავებს ჩვენს ქვეყანას სხვებისგან, არის ის, რომ ჩვენ შეცდომებს ვაღიარებთ. ჩვენ ჩავიდინეთ ზოგიერთი რამ, რამაც დაარღვია ჩვენი, როგორც ერის, შესახებ წარმოდგენა”.

“ზოგიერთი რამ” არა მხოლოდ წამებაა, არამედ არაერთი ინტერვენცია, რომელიც აშშ-მა განახორციელა ბოლო 20 წლის განმავლობაში. საინტერესოა, რომ ინტერვენციებს სწორედ წამების გზით მოპოვებული “მტკიცებულებებით” ამართლებდნენ. მაგალითად, ყველას ახსოვს კოლინ პაუელი, რომელმაც თეთრფხვნილიანი პაკეტი წარადგინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე და ამტკიცებდა, რომ ეს “სადამის ქიმიური იარაღია”. ჩვენება ამის შესახებ წამების გზით მიიღეს ვინმე იბნ-ალ-შეიხ ალ-ლიბისგან, რომელიც ეგვიპტეში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს თხოვნით და ჰოსნი მუბარაქის ბრძანებით  დააპატიმრეს! მოგვიანებით იგი ლიბიის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. მუამარ კადაფიც თანამშრომლობდა ცენტრაჰლურ სადაზვერვო სამმართველოსთან. სად არიან დღეს სადამი, მუბარაქი და კადაფი, კარგად მოგეხსენებათ!

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო მხარდაჭერას აზერბაიჯანი, საქართველო, ლიტვა და უზბეკეთი უწევდნენ. ავღანეთის, პაკისტანისა და ეგვიპტის გარდა, “ფერადი ხვრელებიშვედეთის, ფინეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ისლანდიის ძალოვან სტრუქტურებშიც აღმოჩნდა.

პრეზიდენტ ობამას, დაპირების მიუხედავად, დღესაც არ აქვს ლიკვიდირებული ბუშის საიდუმლო პროგრამები. 2009 წელს მან გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ცსს-ს დაკითხვის სასტიკი მეთოდების გამოყენებას უკრძალავს, განაცხადა, რომ დახურავდა გუანტანამოს ავადსახენებელ ციხეს, რომელშიც დღემდე 130 პატიმარია. სნოუდენის წყალობით გაირკვა, რომ ობამამ არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა ეროვნული უშიშროების სააგენტოს მასობრივი თვალთვალისა და მიყურადების პროგრამა.

ეს სკანდალური მოხსენება, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ამერიკელი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების საშინაო პოლიტიკური ბრძოლის გამოხატულებაა, სხვანი მიიჩნევენ, რომ ფერგიუსონში პოლიციის მიერ შავკანიანი ახალგაზრდის მკვლელობის გამო მასობრივი არეულობების გადასაფარად გასაჯაროვდა. ასეა თუ ისე, ქართული პოლიტიკური კლასის (ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი ნაწილის) პროამერიკულობა უკვე სასაცილო ხასიათს იღებს. მისწერეთ ამერიკის სენატს და კონგრესს სააკაშვილის სისტემის დანაშაულებზე, ძალადობაზე, პოლიციელების მიერ დახვრეტილ ახალგაზრდებზე, პატიმრების წამებაზე, ცოცხებზე დადაელოდეთ მათ შეშფოთებას! კიდევ _ რუსეთის დაშლას დაელოდეთ და მერე ისიც მისწერეთ, რომგახშირდა ლეკთა თარეში”!

ამასობაშიდემოკრატიაცგაიმარჯვებს, ნატოსაც ეღირსებით და სოფელიც აშენდება!

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

  1. ნანა, როგორც ყოველთვის, მაგარია!
    ქართული პოლიტიკური კლასის პროამერიკულობა უკვე სასაცილო ხასიათს იღებს – სატირალი, რომ არ იყოს, ნამდვილად სასაცილოა ჩვენი ე.წ. ხელისუფლების ტაკი მასხარობა და დამოუკიდებლობის თამაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here