Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაციონალი” არგონავტები და ფაშიზმის ექსპორტი უკრაინაში

“ნაციონალი” არგონავტები და ფაშიზმის ექსპორტი უკრაინაში

500

უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს, ალბათ, ოქროს საწმისის ორდენი უნდა გადავცეთ, ხოლო პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკს _ საპატიო სიგელი. ზოგს ეს იდეა შეიძლება მანიაკალურად მოეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორი ადამიანი ბოლო დღეებში საქართველოსთვის გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე ყველა უცხოელი პარტნიორი, ერთად აღებული. კერძოდ კი, საქართველოში სადისტური დიქტატურის რესტავრაციაზე ორიენტირებული ყოფილი ჩინოვნიკები და “ნაცმოძრაობის” ლიდერები უკრაინაში მიჰყავს, მოქალაქეობას აძლევს და ასაქმებს. როგორც ცნობილია, ოქროს საწმისის ორდენით აჯილდოებენ უცხოელებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს ეროვნული უშიშროების ინტერესების დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში და ა. შ. ქართველების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ, რაც უფრო შორს იქნებიან “ნაციონალები” საქართველოდან, მით უფრო დიდი პროგრესი გვექნება ორივე მიმართულებით. ასე რომ, დიდი მადლობა, პეტია, შენ გაიხარე, არსენი!

საუბარი ზიმბაბვეს ან ჰონდურასს რომ ეხებოდეს, მას, ალბათ, აქვე დავასრულებდით, მაგრამ ვინაიდან უკრაინის მიმართ გამორჩეულად თბილი დამოკიდებულება გვაქვს, ნაცებისმიგრაციით გამოწვეულ სიხარულს შეიძლება სევდა შეერიოს, რადგან არც ისე ძნელი ამოსაცნობია, რა ამბებს დაატრიალებენ ისინი უკრაინაში. თუ პოროშენკო თანამდებობებს თუნდაც 10-15 ყოფილ ქართველ მაღალჩინოსანს შესთავაზებს, მათ აუცილებლად მიჰყვება ასეულობით საშუალო და დაბალი რგოლის “ნაციონალი” და ისინი უკრაინაში სწორედ იმ იდეებსა და სულისკვეთებას გაავრცელებენ, რომელთა გამო საქართველოს მოსახლეობამ შეიძულა და პოლიტიკურ იზოლაციაში მოაქცია.

ნებისმიერი ფაშისტური რეჟიმი განსხვავებულ აზრს განიხილავს, როგორც დანაშაულს, და უკრაინელებმა უნდა იცოდნენ, რომნაციონალები”, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ მიდგომას შესთავაზებენ. ყურადღება მივაქციოთ ძებნილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, რომელიც ამ მხრივ ერთ-ერთ “პირველ მერცხალს” წარმოადგენს: “სამხედრო თვალსაზრისით, ის (პუტინი) გააგრძელებს შეტევებს, მაგრამ ამ ეტაპზე კიევს არა ტანკებით, არამედ ახალი მეხუთე კოლონით შეუტევს” (“უკრაინსკაია პრავდა”). შემდეგი ეტაპი (საქართველოში ასე მოხდა) ხსენებული “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლებად იმ უკრაინელი პოლიტიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების გამოცხადება იქნება, რომელნიც მოქმედი მთავრობის კურსს არ ეთანხმებიან და  რბილად აკრიტიკებენ მას. მნიშვნელობა არ აქვს, რა შეხედულებები აქვთ მათ, იდგნენ თუ არა “მაიდანზე” და რა განცხადებებს აკეთებენ პუტინის მისამართით, რადგან ამ მოდელის ფარგლებში განსხვავებული პოზიციის ნებისმიერი გამოხატულება განიხილება, როგორც მტრული დივერსიული აქტი. სააკაშვილის მმართველობის წლებში საქართველოში არ დარჩა არც ერთი ოპოზიციური ჯგუფი (ხელისუფლების აშკარა მარიონეტების გარდა), რომელსაც კრემლის ინტერესების გამტარებელი არ უწოდეს დანაციონალები”, სავარაუდოდ, შეეცდებიანპოროშენკოს ხელისუფლებას ამავე მიმართულებით უბიძგონ. საზოგადოების ხელოვნური გახლეჩა, მისი დაყოფა “თავისიანებად” და “მტრებად”, მოკლედ, ყველა ის “სიამოვნება”, რომლებმაც საქართველო შეაძრწუნა, უკრაინას, სავარაუდოდ, წინ აქვს.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი _ ქართველინაციონალებიუკრაინაში, 99%-იანი ალბათობით, მხარს დაუჭერენ დონბასის კონფლიქტის ძალისმიერ გადაწყვეტას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა უკრაინის არმიას ამის შესაძლებლობა და რამდენად გონივრულია ეს პოლიტიკური თვალსაზრისით (იხ. მათი პუბლიკაციები მედიასა და სოცქსელებში, ასეთ იდეებს საჯაროდ გიმლერიც კი არ ახმოვანებდა). მათთვის, სავარაუდოდ, პრიორიტეტულია არა უკრაინის ეროვნული ინტერესები (ან საქართველოს ეროვნული ინტერესები ცხინვალის კრიზისის დროს), არამედ რუსეთისთვის ზიანის მიყენების, მასთან “უკანასკნელ უკრაინელამდე” (ქართველამდე) ომის იდეა, ქვეყნის გადაქცევა ერთგვარ ტორპედოდ ან კამიკაძედ, რომელმაც თავი უნდა აიფეთქოს, რათა მოწინააღმდეგის ხომალდი ჩაძიროს. ეს ეროვნული სუიციდის ტაქტიკაა, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი ნიუანსი _ თუ 1945-ში იაპონელი გენერლები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები მზად იყვნენ გაეზიარებინათ კამიკაძეთა ბედი, 2008-ში “ნაციონალების” თავკაცები კრიტიკულ მომენტში აზერბაიჯანის საზღვრისკენ გაიქცნენ და, სავარაუდოდ, უკრაინაშიც იმავეს გააკეთებენ.

საუბარი სამხედრო თემაზე, ალბათ, სააკაშვილის კიდევ ერთი, სრულიად უპრეცენდენტო ციტატით უნდა დავასრულოთ: უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის ქართველი ოფიცრები, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაიჰნის არმიაში მოღვაწეობას, ყველა მიიღებს უკრაინის მოქალაქეობას. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრს დაუნიშნეს მოადგილე ბურჯანაძის პარტიიდან, ვფიქრობ, ბევრ ქართველ ოფიცერს სხვა გამოსავალს არ უტოვებენ, თუ არა წავიდნენ და გააგრძელონ სამსახური მეგობრულ უკრაინაში”. არსებითად, ეს განცხადება ყველა ქართველი ოფიცრის მძიმე შეურაცხყოფაა, მოწოდება სამშობლოსა და ჯარის მიტოვებისკენ (თანაც აშკარად თითიდან გამოწოვილი პრობლემის გამო; სააკაშვილს, უბრალოდ, ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება დაინიშნოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე სხვა პარტიის წევრი). საინტერესოა, სურთ თუ არა უკრაინელ სამხედროებს, ვინმე ოდესმე ასე დაელაპარაკოს? “ვინაიდან მინისტრის მოადგილედ ტიმოშენკოს (კლიჩკოს, ტიგიპკოს _ მნიშვნელობა არ აქვთ) პარტიის წევრი დაინიშნა, დატოვეთ უკრაინა, თავი დააანებეთ ჯარს და პოლონეთში (ჰონდურასში, ზიმბაბვეში _ ამასაც არ აქვს მნიშვნელობა) წადით. შემდეგ იქაც დანიშნავენ ვინმეს და სხვაგან გადადით და ასე იარეთ მთელი ცხოვრება, როგორც მთელი მსოფლიოსგან დაწყევლილი ჰესენელი დაქირავებული ჯარისკაცები”. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ლაჩარი და დეზერტირი, რომელმაც ქართულ ჯარს უღალატა, უკრაინულ ჯარსაც კარგს არაფერს მოუტანს.

დღეს ქართული სოცქსელების ერთერთი ყველაზე აქტუალური კითხვა დაახლოებით ასეთია: “არის თუ არა პეტრე პოროშენკო კლინიკური იდიოტი?”

მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს, თავს უფლებას მივცემ, საპირისპირო მოსაზრება დავიცვა _ პეტრე იდიოტი არ არის (და არც მისი დასავლელი მრჩევლები)! უკრაინა სოციალურ-ეკონომიკური კატასტროფის პირობებში ცხოვრობს და ამავე დროს ტოტალური მილიტარიზაციის გზას ადგას (იგივე ხდებოდა საქართველოში ათიოდე წლის წინათ). ასეთ სიტუაციაში ხელისუფლებას არ აქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფოს მოსახლეობის დაუცველი ფენების წინაშე სოციალური პასუხისმგებლობის ნარჩენები ჩამოაშოროს და ე. წ. ოპტიმიზაცია მოახდინოს. ამასთანავე, სწრაფად, თუნდაც ჩალის ფასად გაყიდოს ყველაფერი, რაც, ოცწლიანი ძარცვის მიუხედავად, საბჭოთა მემკვიდრეობისგან დარჩა და აიღოს რაც შეიძლება მეტი ვალი. სამი საკვანძო (ამ თვალსაზრისით) პოსტი პოროშენკომ და იაცენიუკმა (და მათმა მრჩევლებმა) უცხოელებს შესთავაზეს: ეკონომიკა და ვაჭრობა _ ლიტველ აივარას აბრომავიჩუსს, ჯანდაცვა _ ქართველ ალექსანდრე კვიტაშვილს და ფინანსები _ ამერიკელ ნატალია იარესკოს (ეთნიკური უკრაინელი კია, მაგრამ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი შტატებს უკავშირდება). სწორედ მათ მოუწევთ იმის გაკეთება, რაც ნებისმიერი უკრაინელი პოლიტიკოსისთვის ჰარაკირის ტოლფასი იქნებოდა და პასუხისმგებლობაც მათ დაეკისრებათ. ყველაფრის გადაბრალება უცხოელებზე, ზოგიერთ შემთხვევაში, ძალზე მოსახერხებელია, თანაც საწყის სტადიაზე ნდობისა და, შესაბამისად, დროის ლიმიტი უფრო დიდი აქვთ, ვიდრე ადგილობრივებს. ასე რომ, პოროშენკო იდიოტი არ არის, რაც, თავისთავად, არ გამორიცხავს იმას, რომ ის უსინდისო მაქინატორია.

უკრაინის ჯანდაცვის სისტემა, დიდი ალბათობით, მალე გადაიქცევასიკვდილის კონვეიერად”, სადაც ღარიბს გადარჩენის შანსი არ აქვს, რასაც დაემატება სამეცნიეროკვლევითი ინსტიტუტების სწრაფი და დაუნდობელი განადგურება, როგორც ეს საქართველოში მოხდა. უკრაინელმა კომენტატორებმა, ალბათ, ყურადღება მიაქციეს იმას, რომ ჯანდაცვაში სიტუაციის შეცვლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო კოზირი იყო, რომელმაც არაერთი ამომრჩეველი მოიზიდა და უკვე დაფიქრდნენ, თუ რატომ მოხდა ეს (თუ არ დაფიქრდნენ, მათი პრობლემაა).

რაც შეეხება სხვა უწყებებს, იქ მოადგილეებად და მრჩევლებად დანიშნულინაციონალებიმალე ასწავლიან უკრაინელ კოლეგებს, თუ როგორ უნდა აწამონ პატიმრები, გააუპატიურონ ახალგაზრდა მამაკაცები ოჯახის წევრების თვალწინ და პროცესი ვიდეოზე გადაიღონ, დაბეჭდონ ყალბი პირადობის მოწმობები, რათა არჩევნები გააყალბონ, დაარბიონ მიტინგები და მათი მონაწილეები გადატრიალების მოწყობის ბრალდებით გაასამართლონ, მოიპარონ ბიუჯეტის ფული და დააყაჩაღონ ბიზნესმენები ისე, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლად გამოაცხადონ, გადააქციონ ძალოვნები ცივსისხლიან მკვლელებად და .. ყველა ნიუანსს აქ რა ჩამოთვლის. საქართველო მათ წასვლას კმაყოფილებით კი ხვდება, მაგრამ უკრაინაში შეიძლება ისეთი ამბები დაატრიალონ, რომ მონღოლთა ურდოების შემოსევა ჰუმანიტარულ აქციად მოეჩვენებათ. ამიტომ უკრაინელები, ალბათ, წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ: ის, რაც “ნაციონალებს” უკრაინაში მიაქვთ, არც რეფორმებია და არც მოდერნიზაცია, არამედ ჩვეულებრივი ფაშიზმი, რომელმაც საქართველოში ასობით ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით სული დაამახინჯა.

საბოლოო ჯამში, საქმე ზნეობრივ დილემასთან გვაქვს. ერთი მხრივ, სააკაშვილის მიმდევართა ნებაყოფლობითი გადასახლება უკრაინაში საქართველოს ეროვნული უსაფრთოხების ინტერესებს შეესაბამება და მას თითქოს ხელი უნდა შევუწყოთ, მაგრამ, მეორე მხრივ, საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა სხვისი უბედურების ხარჯზე არსებითად ამორალურია. ამიტომ, ალბათ, მაინც ხმა უნდა მივაწვდინოთ უკრაინელ მეგობრებს, რომლებიც თითოეულ ჩვენგანს ჰყავს, და გადავუგზავნოთ მათ დოკუმენტური მასალები, რომლებიც საქართველოში სააკაშვილის ჯგუფის ცხრაწლიან მმართველობას ასახავს (მხოლოდ ფაქტები, შეფასებების გარეშე). ამას მოითხოვს ანტიფაშისტური სოლიდარობა, რომელიც აერთიანებს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს, მიუხედავად იმისა, კონსერვატორია ის თუ ლიბერალი, მემარცხენე თუ მემარჯვენე, ქართველი თუ უკრაინელი.

ამ ისტორიის ფინალი წინასწარ ცნობილია: თუ პოროშენკოს ხელისუფლება მართლაც იხელმძღვანელებს ქართველინაციონალებისრჩევებით და შესაბამის რეჟიმს ჩამოაყალიბებს. უკრაინის ხალხი არ შეეგუება უსამართლობას, ადრე თუ გვიან, აღდგება და მას სარზე გასვამს, მაგრამ იქამდე ბევრი უბედურება მოხდება და უამრავი ადამიანი დაიღუპება ციხეების საკნებსა თუ სანგრებში ან თუნდაც კვიტაშვილის მიერრეფორმირებულსაავადმყოფოებში. ამიტომ ანტიფაშისტურმა ძალებმა საქართველოსა და უკრაინაში ინფორმაციის გაცვლისა და ძალისხმევის კოორდინაციის გაცილებით მაღალ ხარისხს უნდა მიაღწიონ, ვიდრე მათმა მოწინააღმდეგეებმა მოახერხეს (არადა, ამ ვარდისფერ-ნარინჯისფერმა ინტერნაციონალმა უკვე ბევრი რამ მოახერხა). ქართველების გამოცდილება ამ მხრივ შეიძლება ფრიად სასარგებლო გამოდგეს, რადგან ჩვენ, ყველა დაშვებული შეცდომის მიუხედავად, მოვახერხეთ ამ ბოროტების დამარცხება და შეგვიძლია, ნებისმიერ მსურველს მოვუთხროთ, თუ როგორ და, რაც მთავარია, რატომ გავაკეთეთ ეს.

დიმიტრი მონიავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here