Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანელთა ნახევარზე მეტი არ ენდობა  გერმანულ დემოკრატიას

გერმანელთა ნახევარზე მეტი არ ენდობა  გერმანულ დემოკრატიას

114

მოსახლეობის ნახევარზე მეტი დარწმუნებული არ არის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებში, – ამას მოწმობს  კვლევის შედეგები, რომლეიც კიორბერის სახელობის გერმანული ფონდის (Körber Stiftung) ვებგვერდზე გამოქვეყნდა. – წერს

გამოკითხვის მონაწილეთა 54% არ ენდობა გერმანულ დემოკრატიას ან ნაკლებად სჯერა მისი, 2021 წლის შემოდგომაზე კი ეს მხოლოდ 30%-მა განაცხადა. ქვეყანაში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ 9%  ენდობა 2021 წლის 20%-ისა და 2020 წლის 29%-ის წინააღმდეგ.

გამოკითხულთა 71%-ს მიაჩნია, რომ გერმანიის პოლიტიკური და მედიის ლიდერები „ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში და ზემოდან უყურებენ ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობას“. გერმანელების 86%–ის  აზრით, რიგითი მოქალაქეები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

მანამდე ცნობილი შეიქნა, რომ გერმანელების უმრავლესობა კანცლერ ოლაფ შოლცს სუსტ ლიდერად მიიჩნევს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@octgnews/39

                                                           

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here