Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინელებმა პენტაგონის ბიოლაბორატორიების საიდუმლო  გამოავლინეს

ჩინელებმა პენტაგონის ბიოლაბორატორიების საიდუმლო  გამოავლინეს

ამერიკელებმა ბიოლოგიური იარაღის დამზადება იაპონელებისგან ისწავლეს

202
მუზეუმში სტუმრები ათვალიერებენ ექსპოზიციას, რომელიც ეძღვნება ომის პერიოდში იაპონური სამხედროების, „რაზმ 731“-ის მიერ ჩადენილ სისასტიკეს ჰარბინში- ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის პროვინცია ჰეილუნძიანის დედაქალაქში

ჩინელმა მეცნიერებმა მეორე მსოფლიო ომის დასავლეთისთვის არასახარბიელო  ისტორიის ფურცლები იპოვეს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მიწისქვეშა ბუნკერი, რომელსაც იაპონელი მეცნიერები ადამიანებზე საშინელი ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებდნენ. ამ  ექსპერიმენტების შედეგად 300 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჰიტლერზე საშინელი. იმპერატორ ჰიროჰიტოს  ნახევარი მილიარდი ჩინელის განადგურება სურდა

პოლიგონი განლაგებული იყო  ანდაში. მას იყენებდა  სისასტიკით  განთქმული  „რაზმი 731″, რომელსაც იმპერიული იაპონიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი შირო იიი მეთაურობდა. რაზმს ოფიციალურად ეწოდებოდა  კვანტუნის არმიის ანტიეპიდემიური დაცვისა და წყალმომარაგების ოფისი. იგი შექმნა იაპონიის იმპერატორმა ჰიროჰიტომ ქალაქ ჰარბინთან ახლოს, სადაც იაპონელმა დამპყრობლებმა ნაგებობების გიგანტური კომპლექსი ააშენეს.

არაადამიანური ექსპერიმენტებისთვის აქ მოჰყავდათ სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ტყვეები  – არა მხოლოდ ჩინელები, არამედ საბჭოელები, კორეელები, მონღოლები, ამერიკელები. ექსპერიმენტები ტარდებოდა ქალებსა და ბავშვებზეც. იაპონელი დამპყრობლების ექსპერიმენტებს, რომლებიც  13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ათიათასობით  ადამიანი  ემსხვერპლა. „რაზმი 731“ დაყოფილი იყო  რამდენიმე სექციად და  თითოეული დაკავებული  იყო მკაცრად განსაზღვრული სახეობის ექსპერიმენტით.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბაქტერიოლოგიური იარაღის წარმოებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი იაპონური ობიექტის ნანგრევები ქალაქ ჰარბინში

იაპონელმა მეცნიერებმა, მაგალითად, ჩაატარეს ოპერაციები ანესთეზიის გარეშე, რათა შეეფასებინათ ადამიანის გამძლეობის ზღვრი. შეისწავლიდნენ, როგორ მოქმედებს სასიკვდილო ინფექციები ორგანიზმზე. სამხედრო  ტყვეებ აინფიცირებდნენ  შავი ჭირით, ჩუტყვავილათი, ჯილეხით, მუცლის ტიფით, ქოლერით…

იაპონელებმა  მსოფლიოში პირველებმა შექმნეს ბიოლოგიური იარაღი: მუცლის ტიფი,  ქოლერა და შავი ჭირი მთელ ჩინეთში გავრცელდა. სულ ცოტა,  300 000 ჩინელი დაიღუპა ინფექციებისგან. იაპონური არმიის ამოცანა იყო  ჩინეთის მოსახლეობის სრული განადგურება – იმხანად ეს გახლდათ  თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანი. ჰიროჰიტოს სურდა,  ჰიტლერის  Generalplan Ost-იც კი გაფერმკრთალებულიყო  ამ საშინელ გეგმასთან შედარებით.

შეერთებულმა  შტატებმა შეიფარა და გამოიყენა  იაპონელი ომის დამნაშავეები. ანდის მიწისზედა შენობების უმეტესობა  1945 წელს განადგურდა. შეშინებული იაპონელები ცდილობდნენ, წაეშალათ თავიანთი სისასტიკის მტკიცებულებები. „რაზმ 731“-ის ბევრი წევრი საბჭოთა ჯარებმა დააპატიმრეს. ისინი 1949 წლის დეკემბერში ხაბაროვსკის სასამართლოს წინაშე წარდგნენ. კვანტუნის არმიის ყველა წევრი დამნაშავედ ცნეს. ძალიან განსხვავებულია სსრკ-ისა და აშშ-ის მიდგომები იაპონელთა მხეცობებზე . „რაზმ 731“-ის იმ წევრებმა, რომლებიც ამერიკელებმა დაატყვევეს, იმუნიტეტი მიიღეს  საოკუპაციო ხელისუფლების სასამართლო დევნისგან. ეს მოხდა ექსპერიმენტების შედეგების  სანაცვლოდ. ამერიკული  იმუნიტეტი  რაზმის ლიდერმა შირო ისიიმაც მიიღო. ომის შემდეგ მას საშუალება მიეცა, იაპონიაში განეგრძო სამედიცინო კვლევები  და 67 წლისა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 1959 წელს. რამდენიმე სხვა იაპონელმა დამნაშავემაც ასევე განაგრძო  წარმატებული კარიერა აშშ-ის ზედამხედველობით. ამასთანავე,  იაპონელებმა გაასაიდუმლეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა. იაპონიამ  სიგას სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორ კაცუო ნისიამას მოთხოვნის საპასუხოდ მხოლოდ 2018  წელს გაასაჯაროა  „რაზმ  731“-ის  3607  წევრის სახელები.

მილსადენის ნაწილი ჰარბინში იაპონელთა  „რაზმ 731“-ის განლაგების ძირითად ტერიტორიაზე. ობიექტი შედგება ბაქტერიული ლაბორატორიისა და ციხისგან, რომელშიც გამომწყვდეული ჰყავდათ  ადამიანები ბიოლოგიური ექსპერიმენტებისთვის.

ასეთი გასაიდუმლოება გასაგებია. ამერიკელებმა შირო  ისიის  ექსპერიმენტების შედეგები საკუთარი ბიოლოგიური იარაღის შესაქმნელად გამოიყენეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პროგრამა 1943 წელს დიწყო ბიოლოგიური იარაღის გამოყენებით კორეის ომში და ასევე – კუბაში შეჭრისას. ახლა პენტაგონის ბიოლაბორატორიები სრულიად მსოფლიოშია მიმოფანტული.  ჩინელი სამხედრო ისტორიკოსები, მრავალი წელია, მუშაობენ იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოსავლენად. ერთ-ერთი  კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალ Northern Cultural Relics-ში. ჰეილუნძიანის კულტურული რელიკვიებისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს და შეისწავლეს ანდის მიწისქვეშეთი; სწორედ  ის, რომლის  აფეთქებაც  ვერ მოასწრეს  იაპონელებმა უკანდახევისას.  იქ   ერთი უზარმაზარი ბუნკერია. U- ს ფორმის ნაგებობა  დაახლოებით 33 მეტრის სიგრძისა და 20  მეტრის სიგანისაა. შიგნით  არის რამდენიმე გვირაბი და დიდი კამერები. ლაბორატორიიდან სწორედ ამ კამერებში მიჰყავდათ ადამიანები, რომლებსაც სასიკვდილო  ვირუსები, ბაქტერიები ან ქიმიური შხამები შეუყვანეს. შემდეგ სამხედრო ტყვეებზე  დამკვირვებელი მეცნიერები  ყველაფერს  ჟურნალებში წერდნენ. ეს ჟურნალები ბრალდების მხარის მტკიცებულება იყო ხაბაროვსკის სასამართლო პროცესზე.

                 იაპონიის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მუზეუმში 100 ათასზე მეტი უდავო ფაქტია

ჩინელი არქეოლოგების აღმოჩენები  შეავსებს „რაზმ 731“ -ის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების მტკიცებულებათა მუზეუმის ექსპოზიციას, რომელიც მოქმედებს ჩინეთის პროვინცია ჰეილუნძიანში. ახლა მუზეუმში გამოფენილია 100 000-ზე მეტი ისტორიული მასალა, მათ შორის  6 000 სამხედრო არტეფაქტი, ფაილების 23 000 გვერდი  და 810 წუთი ვიდეოჩანაწერი. მუზეუმი 10000 კვ მეტრი ფართობით დაყოფილია 6  საგამოფენო დარბაზად. ახალი ექსპონატები მიიღება ჩინეთში არქეოლოგიური გათხრების წყალობითა და კერძო კოლექციონერების დახმარებით.  ცოტა ხნის წინათ მუზეუმში პირველად გამოიფინა „731-ე რაზმის“ ყველა წევრის დაწვრილებითი დოსიე.

სტუდენტები ათვალიერებენ  საგამოფენო დარბაზს, რომელშიც წარმოდგენილია ჰარბინში იაპონიის იმპერიული არმიის „რაზმ 731“-ის მიერ ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულები

„ჩვენ გავარკვიეთ ყველა ინფორმაცია, მათ შორის „რაზმ 731“-ის  3497  წევრის სახელები, დაბადების  ადგილი,  პროფესია და წოდება“, – ამბობს მუზეუმის კურატორი ძინ ჩენმინი. მისი თქმით, მუზეუმი დაფუძნებულია ჩინელი მეცნიერების მიერ სამი ათწლეულის განმავლობაში  ჩატარებულ კვლევებზე.  ექსპოზიცია ასევე ივსება უცხოელთა  მიერ ჩატარებული კვლევების  შედეგად: ჩინეთისადმი მეგობრულად განწყობილი ბევრი ქვეყანა ადასტურებს იაპონელი და ამერიკელი სამხედროების მიერ ჩადენილ  ომის დანაშაულებს.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ     

https://svpressa.ru/world/article/375135/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here