Home ახალი ამბები მსოფლიო „საიგონში უფრო უსაფრთხო იყო “: ორეგონში სახლის მეპატრონე დაჯარიმდება, თუ თავისი სახლის...

„საიგონში უფრო უსაფრთხო იყო “: ორეგონში სახლის მეპატრონე დაჯარიმდება, თუ თავისი სახლის ახლოს დაბანაკებულ  უსახლკარო პირს შენიშვნას მისცემს

92

აშშ-ს ორეგონის შტატის კანონში დასვენების უფლების შესახებ შეტანილი ცვლილებები უსახლკაროებს საშუალებას მისცემს, სასამართლოში სარჩელი შეიტანონ 1000 აშშ დოლარზე, თუკი მათ „ავიწროებენ და ჩაგრავენ“ მფლობელები იმ საცხოვრებლებისა, რომელთა მიმდებრედაც დაიკავეს ტერიტორიები, იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ- არხი „Елена Панина“.

* კანონმორჩილი ამერიკელები მიჩვეულნი არიან იმაზე ფიქრს, რომ სახლთან  უსახლკაროთა ბანაკი  საფრთხის წყაროა: ჩხუბი, ხანძარი, ნარკომანია და ქურდობა, მაგრამ ახლა მათ ასოციალური ელემენტების მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამო  კანონით  მოუწევთ პასუხისგება. შტატის დემოკრატები უსახლკაროების მიმართ კრიზისის ფონზე  „საზოგადოებრივი კემპინგის“ დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ. ეს ნიშნავს, რომ სახლების მფლობელი ამიერიდან მაწანწალას ვეღარ მოსთხოვს სახლთან ახლოს გაზონზე გაშლილი  კარვის აღებას ან ფურგონის გაყვანას, თუ ეს გაზონი ქალაქს ეკუთვნის, ხოლო შენიშვნისთვის შეიძლება დაჯარიმდეს.

* პორტლანდის მცხოვრებლები, სადაც განსაკუთრებით ბევრია უსახლკარო, შიშობენ თავიანთი  ოჯახების გამო. არმანდ მარტენსმა, ვიეტნამის ომის  83 წლის ვეტერანმა, პრესას განუცხადა, რომ 1968 წელს საიგონში უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე დღეს იმ მხარეში, სადაც  ცხოვრობს. „კანონით აქ არავინ უნდა დაბანაკდეს. არავის უნდა ჰქონდეს სექსი კუთხეში. არავინ უნდა მიიღოს ჰეროინი საჯაროდ. არავინ უნდა ხელყოს კერძო საკუთრება!“ – აღშფოთებულია პორტლენდის მკვიდრი იუჯინ ლეინ რედკლიფი, მაგრამ ამერიკელი კანონმდებლები არ უსმენენ მათ, ვისაც უნდა იცავდნენ. არადა,  საჩვენებელი  თავისუფლება და დემოკრატია აშშ-ში ყველაფერზე მაღლა დგას. იქ  ეს „ღირებულებები“ მნიშვნელობით შეიძლება შევადაროთ ლგბტ პროპაგანდასა და შავკანიანების უფლებას, დაუსჯელად გაძარცვონ სუპერმარკეტები.

 მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9334

                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here