Home ახალი ამბები მსოფლიო განკითხვის დღე ახლოვდება: აშშ და სამხრეთი კორეა ბირთვული საკითხების დაგეგმვის  ჯგუფს ქმნიან

განკითხვის დღე ახლოვდება: აშშ და სამხრეთი კორეა ბირთვული საკითხების დაგეგმვის  ჯგუფს ქმნიან

176

26 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატებისა და კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტების  შეხვედრის შედეგების მიხედვით, მიიღეს ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელიც ითვალისწინებს „ბირთვული საკონსულტაციო ჯგუფის“ (Nuclear Consultative Group – NCG) შექმნას გაფართოებული შეკავების გასაძლიერებლად, ბირთვული და სტრატეგიული დაგეგმვის განხილვას და  გაუვრცელებლობის რეჟიმის მიმართ საფრთხეების აღმოფხვრას, რომელიც მომდინარეობს  კორეის სახალხო- დემოკრატიული რესპუბლიკისგან“, – იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური  სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

საკითხში ჩართეს  ნატოც. ალიანსი „იმუშავებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს აშშ-ის ბირთვული საგანგებო ოპერაციების მხარდაჭერა და დაგეგმვა, გააუმჯობესოს ერთობლივი წვრთნები და სასწავლო აქტივობები  ბირთვული შეკავების გამოსაყენებლად  კორეის ნახევარკუნძულზე“.

* ამასთანავე,  სეულს ეკრძალება ბირთვული პროგრამის განვითარება. სამხრეთ კორეის ხელისუფლების ასეთი განზრახვები ადრე საჯაროდ იყო გაცხადებული, მაგრამ  არა მათი გადასაწყვეტი. ვაშინგტონის დეკლარაციაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა დაადასტურა ქვეყნის ერთგულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ. აქ ყველაფერი ნათელია. შტატებში,  საზოგადოდ, არ მიესალმებიან დაქვემდებარებული ტერიტორიების მიერ ბირთვული სტატუსის მოპოვებას. იანკებს უყვართ მათი დაჭერა მოკლე სადავით, რომელიც არ ასტიმულირებს სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვის სურვილს.

*  არის კიდევ ერთი ასპექტი: 40-წლიანი შესვენების შემდეგ განახლდება აშშ-ის ბალისტიკურ რაკეტებიანი სტრატეგიული ბირთვული წყალქვეშა ნავების  ვიზიტები  სამხრეთ კორეის პორტებში. აგრეთვე, რეგულარული გახდება ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენების ფრენები და ამერიკული ავიამზიდების ვიზიტები. ცხადია, ჩინეთი არ იქნება ამით აღფრთოვანებული  და  ეს არც რუსეთს მოეწონება. შესაბამისად, სიმეტრიული პასუხები მოჰყვება როგორც პეკინის, ასევე მოსკოვის მხრიდან,  რა თქმა უნდა, არც ფხენიანი  გადგება განზე.

ამერიკელები კიდევ ერთხელ ზრდიან ფსონებს გლობალურ დაპირისპირებაში. განკითხვის დღე ახლოვდება.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9299

                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here