Home ახალი ამბები მსოფლიო მაკკინონი: გაიქცევიან კლიენტები ბანკიდან სახელწოდებით აშშ?

მაკკინონი: გაიქცევიან კლიენტები ბანკიდან სახელწოდებით აშშ?

ეს სცენარი, ექსპერტის თქმით, სავსებით სავარაუდოა

132

დუგლას მაკკინონი რეიგანისა და ბუში-უფროსის ადმინისტრაციების ყოფილი თანამშრომელი, დღეს პოლიტიკური ანალიტიკოსი. ვფიქრობ, The Hill-ში  გამოქვეყნებული მისი სტატია საკმაოდ საინტერესოა. აქ არის სტატიის ნაწილის თარგმანი.– წერს პოლიტოლოგი დიმიტრი დრობნიცკი  ტელეგრამ-არხ „ДРОБНИЦКИЙ“-ზე.

„ამ კვირაში მეგობართან საუბრისას იმის შესახებ, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები, როგორ ჩანს, ბევრ სექტორში შიგნიდან იშლება, ჩემმა მეგობარმა ხაზგასმით აღნიშნა: „ეს მხოლოდ შიგნიდან არ ხდება. აშშ-ზე მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა და საქმიანი წრეებიც ზემოქმედებენ. ზუსტად ისე, როგორც სილიკონის ველის ბანკის (SVB) კრახის შემდეგ მოხდა ბანკების „გატანა“, ბევრი ქვეყანა ან ფიქრობს, გადაიტანოს, ან, ფაქტობრივად, იწყებს ამის გაკეთებას – თავიანთი ლოიალობის, აქტივებისა და ვალდებულებების, სულ მცირე ნაწილი მაინც „ბანკ აშშ “-დან  „ ბანკ ჩინეთში“ ან სადმე სხვაგან“ გადატანას. ეს არ ყოფილა, უბრალოდ, ვიღაც ადამიანი, რომელიც პარმაღზე  იჯდა და დაუდევრად  საუბრობდა მიმდინარე მოვლენებზე, თან  ჯოხს თლიდა იმის მოლოდინში, როდის მოხვდებოდა საფოსტო ყუთში მისი სოციალური დაზღვევის ჩეკი ან პენსია. ეს არის აშშ-ის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამჟამად  გენერალური დირექტორი, ადამიანი, რომელიც შედის რამდენიმე კომპანიის საბჭოს წევრია. მას აქვს რეალურ სამყაროსა და ბიზნესში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება და მიაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, შესაძლოა, კოლაფსის ზღვარზე. და ის სულაც არ არის ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობს. ზოგიერთი შიშობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კარგავს კონტროლს ჩვენს სამხრეთ საზღვარზე; კარგავს კონტროლს ჩვენს გახრწნილ, დანაშაულით სავსე დიდ ქალაქებზე; აახლოებს რეცესიას; საჭიროების გარეშე  ანადგურებს წიაღისეული საწვავის ინდუსტრიას საეჭვო და წამგებიანი „მწვანე“  ენერგიის ალტერნატივების პოპულარიზაციის გზით; ავღანეთში ტოვებს ათობით მილიარდ დოლარს სამხედრო აღჭურვილობის სახით… მონაწილეობს უკრაინის კონფლიქტში, რამაც, შესაძლოა, ბირთვული დარტყმის პროვოცირება გამოიწვიოს; თავს ესხმის  ისრაელს იდეოლოგიურ საკითხებზე… ასუსტებს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს woke-დღის წესრიგით (პოლიტიკური ტერმინი, რომელიც აღნიშნავს  გაძლიერებულ ყურადღებას   სოციალური, რასობრივი და სქესობრივი საკითხების მიმართ – გ.გ.);  ფოკუსირებულია “ტრანსგენდერთა” პობლემებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კი იშლება… და ასუსტებს დოლარს (ვალუტა, რომელზეც დამოკიდებულია მსოფლიოს დიდი ნაწილი). და განა გასაკვირია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი, იაპონია, მექსიკა, ბრაზილია და სხვები,  გადააზღვევენ საკუთარ თავს, ეძებენ პარტნიორობასა და სტაბილურობას ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ? ამ პრობლემებს ემატება ისიც, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების მასობრივი და, გავრცელებული ინფორმაციით, მიზანმიმართული გაჟონვის ფონზე ჩვენი მოკავშირეები და ზოგიერთი უცხოური კორპორაცია ახლა კანონიერად  შეშფოთდნენ, საიდუმლოდ დარჩება თუ არა ყველაფერი, რაც ხდებოდა მათსა და აშშ-ს  შორის. საუდის არაბეთი   ჩინეთის ხელმძღვანელობით უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში აზიურ ბლოკში შესვლას  მას შემდეგ თანდათან უახლოვდება, რაც მიენიჭა დიალოგის პარტნიორის სტატუსი  თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციაში.  ჩინეთისა და რუსეთის გარდა, ბლოკში ასევე შედიან ინდოეთი, პაკისტანი და ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა

დასასრულ, ბრაზილია (ჩინეთის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი სამხრეთ ამერიკაში) აცხადებს ახალი შეთანხმების შესახებ, რომ  ორმხრივი ვაჭრობა მოხდება ეროვნულ ვალუტებში და არა აშშ დოლარში. ამ ნაბიჯმა აშშ-ის მთავრობაში არა მხოლოდ შოკში ჩააგდო ბევრი, არამედ თვალი აუხილა სხვებს მსოფლიოში დოლარზე უარის თქმის შესაძლებლობაზე.ზოგიერთის აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ მსოფლიოში პოლიტიკური და ბიზნესლიდერების მზარდი რაოდენობა ამჟამად არ ენდობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, მიაჩნიათ, რომ ეს ქვეყანა  არეულია, ეცემა და სულ უფრო პოლარიზებული და პოლიტიზებული ხდება. დააჩქარებს თუ არა ასეთი განწყობები „აშშ-ის ბანკზე თავდასხმას“ აქტივების გადატანით  ჩინეთში ან თუნდაც რუსეთში?  ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. როგორც სილიკონის ველის ბანკის კრახის  შემთხვევაში, ნიშნები აშკარაა, თუ ანალიტიკოსები მოისურვებენ, ყურადღება მიაქციონ“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5562

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here