Home ახალი ამბები მსოფლიო ამერიკელები რუსეთზე წნეხის გაძლიერებას ცდილობენ

ამერიკელები რუსეთზე წნეხის გაძლიერებას ცდილობენ

86

აშშ-ფინანსთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები მიემგზავრებიან ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის შვეიცარიასა და ავსტრიაში, რათა გააძლიერონ  წნეხი  რუსეთზე და გადაკეტონ  მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის გზები, – იუწყება ტელეგრამ -არხი „РИА Новости: США“.

ვიზიტების პროგრამა მოიცავს შეხვედრებს ფინანსური ინსტიტუტებისა და კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას რუსეთის ფედერაციასთან. ვიზიტების შესახებ ანონსში პირდაპირ წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გთავაზობთ არჩევანს: ან  მონაწილეობა გლობალურ ეკონომიკაში, ან რუსეთის მხარდაჭერა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@rianovostiAmerica/14978

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here