Home ახალი ამბები მსოფლიო „დაძაბული დიპლომატიის პირობებში ჩინეთს არ აქვს  არაგულწრფელი ადამიანების მიღების დრო“

„დაძაბული დიპლომატიის პირობებში ჩინეთს არ აქვს  არაგულწრფელი ადამიანების მიღების დრო“

95

Global Times-ი  ჩინეთში ბლინკენის ვიზიტის შესახებ

თებერვალში  ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად გადადო სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის დაგეგმილი ვიზიტი ჩინეთში, რომლის მიზეზიც  პოლიტიკოსის გამგზავრებამდე მომხდარი საჰაერო ბურთის ინციდენტი შეიქნა. ამის შესახებ  წერს ტელეგრამ-არხი „Китай – Николай Вавилов“-ი გამოცემა Global Times-ზე დაყრდნობით. 

ამან გარკვეულწილად აჩვენა აშშ-ის უგუნური და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ჩინეთში  ბლინკენის ვიზიტის მიმართ.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  იმხანად  უარი თქვა ჩინეთში ჩამოსვლაზე, ახლა კი ვიზიტს დაჟინებით მოითხოვს. როგორ შეიძლება, ყველაფერი  აშშ-ზე იყოს დამოკიდებული და ყველამ ითანამშრომლოს მასთან? ჩინეთი დიდი ქვეყანაა, რომელიც ამას  არ შეეგუება.

ჩინური დიპლომატია ძალიან დაკავებულია და ვერ მოერგება აშშ-ის გრაფიკს ნებისმიერ მომენტში. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას განსაკუთრებით არ აქვს არაგულწრფელი ან თუნდაც მავნე ზრახვების მქონე ადამიანების მიღების დრო.

რაც შეეხება მიზეზებს, რატომ არ ისაუბრეს ჩინეთისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით,  ამერიკული მხარისთვის კარგადაა ცნობილი. აშშ-ს ჯერ კიდევ არ მოუხსნია უკანონო სანქციები ჩინეთის თავდაცვის ახალ მინისტრ ლი შანფუსთვის. სწორედ ამიტომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სამხედრო დიალოგის საბაზისო ატმოსფერო  არ არსებობს.

თუ აშშ-ს ნამდვილად სურს ჩინეთთან კონტაქტისა და კომუნიკაციის შენარჩუნება, მაშინ ასე არ უნდა მოიქცეს. ამერიკელებმა ასევე დაინახეს, რომ გასული თვის განმავლობაში მრავალი ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის მოკავშირეების, და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეწვივნენ ჩინეთს და მათ ურთიერთობას ძალიან კარგი შედეგები მოჰყვა. მაშ, რატომ ჩნდება პრობლემა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ს?

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@shuohuaxia/10463

                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here