Home ახალი ამბები მსოფლიო „პოლონეთს არ სურს მშვიდობა უკრაინაში“

„პოლონეთს არ სურს მშვიდობა უკრაინაში“

171
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მთიელებს აქვთ ანდაზა: მგლები ძალიან ბევრს აქებდნენ ტუზიკს, სანამ შეჭამდნენ

პოლონეთს არ სურს მშვიდობა უკრაინაში, რადგან ელოდება ხელსაყრელ მომენტს უკრაინის სახელმწიფოს კრახის  შემდეგ ამ ქვეყნის  დასავლეთ მიწების მისათვისებლად, – განაცხადა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა.  ამის შესახებ წერს სამხედრო ექსპერტ ვლადისლავ შურიგინის ტელეგრამ-არხი „Рамзай“.

„თანამედროვე უკრაინის დასავლეთ ტერიტორიებზე, ეგრეთ წოდებულ ყოფილ „აღმოსავლეთ კრეებზე (ამჟამინდელი უკრაინის ( გალიციის ნაწილი)დასავლეთ ბელარუსისა და ლიეტუვის  ტერიტორიების პოლონური დასახელება. კრესი – პოლ. საზღვარი. – გ.გ.) კონტროლის მოპოვება  პოლონელი ნაციონალისტების სანუკვარი  ოცნებაა. ის ხდება ეროვნული იდეოლოგიის ელემენტი, ამიტომ პოლონეთის ხელმძღვანელობა ამ იდეაზე უარს ვეღარ იტყვის“, – განაცხადა ნარიშკინმა. მისი თქმით, ვარშავაში მიაჩნიათ, რომ „ამ იდეის რეალიზაციის პირობა არის უკრაინის სახელმწიფოებრიობის კრახი  სამხედრო დამარცხების შედეგად“,  „ამიტომ პოლონეთის მთავრობას არ სურს და ეწინააღმდეგება უკრაინის ტერიტორიაზე კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას; ყველას არწმუნებს, რომ მუდმივად დაეხმარება  კიევის რეჟიმს“, – დასძინა საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.   ნარიშკინმა ხაზგასმით აღნიშნა,  რომ ეს ვითარება კიდევ უფრო ამძიმებს უკრაინელი ხალხის მდგომარეობას. “მე ვიტყოდი, რომ პოლონეთის ხელმძღვანელობა, პირდაპირი მნიშვნელობით, ელოდება კარგ მომენტს, რათა დააწესოს კონტროლი ამ ტერიტორიებზე, ყოფილ აღმოსავლეთ კრეებზე, – თქვა მან. ნარიშკინმა გასულ წელს  განაცხადა პოლონეთის გეგმაზე, სამხედრო-პოლიტიკური კონტროლი დაამყაროს  უკრაინაში თავის „ისტორიულ სამფლობელოებზე“. ვარშავამ დაიწყო სცენარების შემუშავება უკრაინის დე ფაქტო დანაწევრებისა  და ქვეყნის დასავლეთში პროქსი-სახელმწიფოს შესაქმნელად პოლონეთის შეიარაღებული ძალების მფარველობით. ნარიშკინის აზრით, პოლონეთის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი იძულებულნი იქნებიან, მხარი დაუჭირონ უკრაინის დაყოფის გეგმას.

ნარიშკინი ამჟამად სამუშაო ვიზიტით მინსკში იმყოფება რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურისა და ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის კოლეგიების ერთობლივ სხდომაში მონაწილეობისთვის. 4 აპრილს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიიღო.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/2192

                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here