Home ახალი ამბები საქართველო კახა კალაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე: თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად...

კახა კალაძე „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე: თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი?

77

უცნაურია, არავინ საუბრობს იმაზე, თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონპროექტი საჭიროა იმისთვის, რომ იყოს მეტი გამჭვირვალობა და საზოგადოებამ იცოდეს, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ კანონპროექტში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობაზე. მთელი რიგი ქვეყნები შეგვიძლია ჩამოვთვალოთ, სადაც მსგავსი კანონი მუშაობს და პრობლემა არ შექმნილა. დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც არანაირი პრობლემა არ იქნება. შეგიძლიათ ნახოთ ამერიკაში მოქმედ კანონს რამხელა სიმძიმე აქვს და შეადაროთ იმ კანონპროექტს, რომლის მიღებაზეც ჩვენთან არის საუბარი.

ბოლო დღეებში ძალიან ბევრ განცხადებას ვისმენთ, თუმცა ყველა ზედაპირულად საუბრობს. არის მცდელობა იმისა, რომ ეს კანონპროექტი შეიფუთოს, როგორც რუსული, მის სიღრმეში კი არავინ შედის – თუ მსგავსი კანონი ამერიკაში კარგად მუშაობს, ჩვენთან რატომ ვერ იმუშავებს? რატომ იქნება ჩვენთვის ცუდი? არსებობენ საქართველოს არაკეთილმოსურნე ქვეყნები, რომლებიც აფინანსებენ სხვადასხვა ორგანიზაციას, რაც ხვალ და ზეგ პრობლემა შეიძლება იყოს ჩვენთვის და ასევე ევროპისთვის. ამიტომ რატომ წუხან, როცა ჩვენ ამ მიმართულებით გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ? საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი, თუ რომელი ორგანიზაცია საიდან და როგორ ფინანსდება. დანარჩენი მსჯელობა პარლამენტში გაგრძელდება. ამ კანონპროექტს რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა მედიასთან საუბრისას თბილისის მერმა.

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here