Home ახალი ამბები მსოფლიო ლავროვი: BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

ლავროვი: BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

134
ლავროვი: BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

გასულ წელს BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი ორ ათეულამდე გაიზარდა, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ BRICS-სა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას“, – განაცხადა ლავროვმა.

2022 წლის ივნისში არგენტინამ და ირანმა განაცხადი გააკეთეს BRICS-ში გაწევრიანების შესახებ. ეგვიპტე და თურქეთი წევრობისთვის განაცხადის შეტანას გეგმავენ, გაწევრიანებით საუდის არაბეთიც არის დაინტერესებული.

ამჟამად BRICS-ში შედის რუსეთი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა. გაერთიანება 2006 წელს რუსეთის ინიციატივით შეიქმნა. მისი ამოცანაა განავითაროს ყოვლისმომცველი თანამშრომლობა მონაწილე ქვეყნებს შორის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here