Home ახალი ამბები საქართველო გიორგი გახოკიძე: ფული, ფული და ისევ ფული. ფულის უკან, კულისებში კი დგანან...

გიორგი გახოკიძე: ფული, ფული და ისევ ფული. ფულის უკან, კულისებში კი დგანან მთავარი მოთამაშეები _  დასავლეთი, ევროპა, რუსეთი და უკრაინა

“დღეს ომის ნაცვლად დავდივართ იქ, სადაც არც არა არს და რომელიც ლგბტქ+ სექტის მიერ არის ორგანიზებული, სიტყვა “ღმერთის” თქმა კი დანაშაულია!”

415

ამა წლის 24 თებერვალს დედაქალაქის მთავარ გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საკმაოდ ხალხმრავალი აქცია გამართეს ნაციონალებმა და მათმა სატელიტებმა. აქციაზე უამრავი გამომსვლელი იყო და ყველა მათგანი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებდა; ბრალს სდებდა, უკრაინას სოლიდარობას არ უცხადებსო. აქციის შემდეგ გაირკვა, რომ მომიტინგეთა დიდი ნაწილი აქციაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად მივიდა, უკრაინელების, რომლებიც ასე ბევრნი ყოფილან ჩამოსულნი საქართველოში. მოკლედ, ნაცების აქციაზე, ძირითადად, უკრაინელები და მათი მხარდამჭერები ყოფილან.

აქციიდან მეორე დღეს სოციალური ქსელები ვეღარ იტევდა გაოცებული ხალხის შეკითხვებს _ რატომ არის ამდენი უკრაინელი საქართველოში, როდესაც იქ ომია? რატომ საუბრობს ყველა უკრაინელი რუსულად თუ რუსი მტარვალი და ოკუპანტია და ..

ჩვენთვის საინტერესო აღმოჩნდა ერთერთი სამოქალაქო აქტივისტის, მწერალ გიგო რიონელის (გიორგი გახოკიძის) შეკითხვები და ამიტომ მას დავუკავშირდით.

_ თქვენ 24 თებერვლის აქციის შემდეგ უამრავი შეკითხვა გაგიჩნდათ

_ დიახ, მაქვს შეკითხვები.რატომ საუბრობს ყველა უკრაინელი საქარათველოში რუსულად? რატომ იგდებენ მასხრად ქართველებს და რას მოასწავებს ეს ყოველივე?

20 მილიონამდე უკრაინელია გახიზნული საკუთარი ქვეყნიდან და ადვილი გამოსაცნობია ბრძოლისუნარიანი  მამაკაცების რაოდენობა. რატომ გამოიქცნენ, თუ ეს ომი სახელმწიფოებრივია და უშუალოდ უკრაინას ეხება?

რატომ ერთხელ მაინც არ ჩაატარეს აქცია-პერფორმანსი, რომელზეც გააპროტესტებდნენ ომს და იტყოდნენ, რომ ისინი გამოექცნენ არა ომს, არამედ ხელისუფლებას? ამით წერტილს დაუსვამდნენ მათ დეზერტირობაზე მოარულ ხმებს.

როდესაც ადგილობრივი ხელისუფლება თავის მოსახლეობაზე უფრო პრივილეგიურად მიგიჩნევს, რატომ უბრაზდები ადგილობრივ მოქალაქეებს და უბღვერ მათ, როცა კეთილგანწყობილნი არიან თქვენ მიმართ?

2008 წელს გაჰყვიროდით “სლავა გრუზია”-ს?

დააკვირდით უკრაინის ელჩს, როგორ იქცეოდა ღონისძიებაზე (როგორი დამცინავი მიმიკები და გრიმასები გამოესახა სახეზე), რომელზეც თავისი ქვეყნის მიმართ არანაკლებ დამამცირებელი და მავნებლური განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა?

არსებობს “ფეისბუკ-სახელმწიფო”, რომლის მოქალაქეები ერთხმად აყენებდნენ ავატარზე უკრაინისა თუ ევროკავშირის დროშას, თურქულსაც.

2008 წელს “ფეისბუკი” არ გქონდათ, რომ საკუთარი ქვეყნის დროშა აგეფრიალებინათ? რაღა დროშა, იმხანად უმრავლესობა ქვეყნიდან გაიხიზნა, ზოგი სოფელებში გაიქცა. ქალაქები დაცარიელებული იყო. აი, თქვენი სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ! თქვენ მლიქვნელობას არ აქვს საზღვარი… თუ ფიქრობთ, რომ ეს ომი ქართველების ომიც არის, რატომ სხედხართ კლავიატურასთან?

რამდენი სისხლი დაღვრილა ჩვენი წინაპრების, რამდენი ადამიანი წასულა ბრძოლებში დედების ლოცვით… დღეს ომის ნაცვლად დავდივართ იქ, სადაც არც არა არს და რომელიც ლგბტქ+ სექტის მიერ არის ორგანიზებული, სიტყვა ღმერთის თქმა კი დანაშაულია.

ყველას გისურვებთ ამ მოდური ტენდენციისგან თავის დახსნას და დაბრუნებას რეალობაში, სადაც ვალია გადასახდელი საკუთარი ოჯახის, ერის, ქვეყნისა და უფლის წინაშე.

_ თქვენ საჯაროდ დასვით შეკითხვები. თვითონ თუ გაქვთ ამ შეკითხვებზე პასუხები?

_ ვეცდები, ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს  ვუპასუხო და გულახდილი ვიყო როგორც თქვენთან (საზოგადოებასთან), ისე საკუთარ თავთან. სწორედ გულახდილობაა ჩემი თვითშეგნებისა და მორალის თანამდევი.

საზოგადოებამ იცის, როდესაც პაციენტი ავადობის გამო ექიმთან მიდის,  ექიმი, პირველ რიგში, სვამს კითხვებს, რათა დაადგინოს ავადობის მიზეზი და დასვას სწორი დიაგნოზი.

ექიმი არ ვარ, მაგრამ გახლავართ წევრი იმ საზოგადოებისა, რომლის ავადობა ესოდენ თვალში საცემია და თავს უფლება მივეცი, დიაგნოზის დასადგენად, რომელიც ასე საჭიროა საზოგადოების მეორე ნაწილისთვისაც, რადგან განიცდის ტკივილს, დამესვა კითხვები.

_ და მაინც, რატომ საუბრობენ უკრაინელები რუსულად საქართველოში და არა მხოლოდ ჩვენთან?

_ პირველი. საგულისხმოა ამ ერების გენეტიკური კავშირი, ასევე საერთო ანბანი. მათ განმასხვავებელი ნიშნები თითქმის არ აქვთ.

მეორე. ეს არის მიზანმიმართული ქმედება. ეს ის საზოგადოებებია, რომელთა თანაცხოვრება და საკუთრივ საზრდოს მოპოვების წყარო არასამთავრობო ორგანიზაციებია. ჩვენ ვხედავთ ამ მხრივ აქტიურ უკრაინელებს. ისინი ასოცირდებიან ლგბტ თემთან და ნაცზონდერ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. შესაბამისად, მათი მხრიდან მარტივი დივერსიული ქმედებები კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. მარგინალიზება მათთვის არ წარმოადგენს სირთულეს, თუნდაც ის კონკრეტულ ადამიანს ან სახელმწიფოს ეხებოდეს. ასე რომ… ის, რომ მხოლოდ რუსულად საუბრობენ, არის პროპაგანდის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და სხვა არაფერი.

დღიდან ომის დაწყებისა უკრაინა მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, პროპაგანდისტული კონვეირით მიწოდებული შანტაჟითა და დესტრუქციული შინაარსით შეფუთულ ამანათებს, უაპელაციოდ ხსნის იმ ქვეყნების საზიანოდ, რომელთა მხარდაჭერა, მსუბუქად ვიტყვი, მისთვის არასაკმარისია. ამ ქვეყნების სიაში საქართველოს მოწინავე ადგილი უკავია. სწორედ ამ მიზეზით აკეთებენ ოფიციალური თუ არაოფიციალური პირები ჩვენი ქვეყნის მისამართით საზიანო განცხადებებს. პროპაგანდის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია რუსეთის მოქალაქეთა დეზერტირობა, გამყარებული შემდეგი ე.წ. არგუმენტით _ რუსეთის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს ომი. მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მათი სამხედრო მობილიზაციის ნაცვლად, დაიწყო მათი მობილიზაცია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებთან. თუ გავიხსენებთ, რომ რუსეთმა დაიწყო “სამხედრო სპეცოპერაცია” და, რადგან ასე დაერქვა, შესაბამისად, თავიდაპირველად საყოველთაო  მობილიზაციის გამოცხადება არ სჭირდებოდათ. რა გამოდის: იქ, სადაც მობილიზაცია თავდასხმიდან მეორე  დღესვე გამოცხადდა (უკრაინაში) და დაიწყო ე.წ. მოქალაქეთა გადინების უმართავი პროცესი, მათ შორის ბრძოლისუნარიანი მამაკაცების, ადამიანები გამოცხადნენ ლტოლვილებად და არა დეზერტირებად?! საინფორმაციო საშუალებები დღედაღამ მხოლოდ რუსების დეზერტირობასა და მხოლოდ რუსების დანაკარგებზე საუბრობდნენ.

ინფორმაციის ნაკადში ვერ მოხვდა უკრაინელი ხალხის მიერ ხალხმრავალ ადგილას გამართული აქცია-პერფორმანსი, რათა გაემყარებინათ თავიანთი ქმედებები ომის მიმართ და ეთქვათ საქართველოსთვის, ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომ ისინი გამოექცნენ არა ომს, არამედ სახელმწიფოს, მაგრამ ეს ყოველივე ვერ მოხვდებოდა ტელეეთერებში ერთი მარტივი მიზეზის გამო: მსგავსი არაფერი ჩატარებულა და არც ჩატარდება. რატომ? _ პასუხი მარტივია:  ისინი საზოგადოების იმ ნაწილს მიეკუთვნებიან, რომელიც ფარულ დესტრუქციულ ქმედებებს სჩადის. მათი ლობისტი კი, არც მეტი არც ნაკლები, უკრაინის ელჩია საქართველოში. ტელეეკრანზე მისი გრიმასები და დამცინავი ჟესტიკულაცია ერთობ გამაღიზიანებელი იყო.

უკრაინის ელჩისთვის შეკითხვა არ დამისვამს და ახლა დავსვამ _ რატომ არაფერს აკეთებს უკრაინის საელჩო იმ ჯეელების სამობილიზაციოდ, რომელთა ბრძოლისუნარიანობა ეჭვქვეშ არ დგას და რომლებიც საქართველოს კლუბებსა თუ რესტორნებში ერთობიან? მათ სახელმწიფოსგან არ აქვთ შესაბამისი დავალება მარტივი მიზეზის გამო: ომში, რომელიც დღეს კრიტიკულ ფაზაშია, უკრაინის საჯარისო ფორმირება, ძირითადად, დაქირავებული მეომრებისგან შედგება (ასევეა რუსეთის მხრიდან, მაგრამ არა იმ მასშტაბით, როგორც უკრაინაში). ნიშანდობლივია გარემოება, რომელიც დიდძალი ფულის მოძრაობას ეხება. ამ მხრივ ეს ომი გამორჩეულია. ფული, ფული და ისევ ფული, ფულის უკან, კულისებში კი დგანან მთავარი მოთამაშეები _ აშშ, ევროპა, რუსეთი და უკრაინა.

_ თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომი ახსენეთ, ბრაზობთ საზოგადოებასა და ხელისუფლებაზეც

_ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს გვახარეს, რომ “ომი მოვიგეთ”, კონცერტიც გამართეს და დამონებული საზოგადოება ტაშს უკრავდა ომითა და უომრად ტერიტორიების დაკარგვას. ეს გვახსოვს ყველას, მათ შორის მათ, ვინც დღეს დარაზმულია “უხსენებლისგან” თავის დასახსნელად და არა ე.წ. ძმადნაფიცი ქვეყნის მიმართ სოლიდარობისთვის. ეს მანკიერი საკონვეიერო ლენტი გაუჩერებლად ბრუნავს. ყოველივე ამის ხელშემწყობი კი, რაც უნდა სამწუხარო იყოს, არის ქართული სახელმწიფო. ხელისუფლების მიერ წლების წინათ დაანონსებული კოაბიტაცია გადაიზარდა საცირკო არენაზე მოთამაშე ჯამბაზების დრამად. მაყურებელი კი ამ სანახაობის მიღმა არსებულ პრობლემებს ვერც ამჩნევს. პარალელურად, საზოგადოება ორად არის გახლეჩილი და განადგურებული ერთმანეთზე იარლიყების მიკერებით;  რაც მთავარია, გამეფებულია უღმერთობა. უღმერთობით გამოირჩევიან უკრაინელებიც და მათი ყოვლად გაუგონარი და დასაგმობი ქმედებები საქილიკოდ იქცა. დაუნდობლად მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაცია, ხდება მისი გამარგინალება და რწმენის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულების გაღვივება _ ესეც გეგმის ნაწილია.

დასაბამიდან ასე იყო: როდესაც საზოგადოება განეშორებოდა უფალს, ის აუცილებლად ვარდებოდა განსაცდელში. განსაცდელის ჟამს დაეცა არაერთი იმპერია და აღიგავა პირისაგან მიწისა, ხოლო, როცა შედუღაბებულ იყო სახელმწიფო და ეკლესია, მშვიდობა სუფევდა.

ორი უდიდესი ომი გამოიარა მსოფლიომ _ პირველი და მეორე  მსოფლიო (სამამულო) ომი. ორივე შემთხვევაში საქმე გვქონდა ზესახელმწიფოების  გავლენების განაწილებასთან. ზესახელმწიფოთა გავლენები ყოველთვის გადანაწილებული გახლდათ და მსოფლიო წესრიგი მას შემდეგ ყალიბდებოდა, როცა ზესახელმწიფოები წარმოებული ომის შემდეგ გავლენებს ინაწილებდნენ, მაგრამ დღეს სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე.

დღეს მსოფლიო წესრიგს დაემატა სიტყვა “ახალი”, ის დატვირთეს ვალდებულებებით, რომლებიც გაანააწილეს სახელმწიფოებზე, და მათ ყულფში გააყოფინეს თავი, სკამების დარაჯებად კი არასამთავრობო ორგანიზაციები  მიუჩინეს.

დასასრულ, პაციენტი ჩვენი სახელმწიფოა და ის დღეს რეანიმაციულ განყოფილებაშია; სჭირდება, სულ ცოტა, პალატაში გადაყვანა და ეს თითოეული მოქალაქის ვალია. უპირველეს ამოცანად კი რჩება იმ ადამიანთა ხსნა, რომელთა დეგრადაცია ხილულია. ვგულისხმობ, რიგით მოქალაქეებს და არა დამკვეთ პირებს, რომელთა საჯაროობა დღეს ზენიტშია და მათზე რამის თქმა მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს. ისინი იმბეცილები არიან, ამიტომ იდეოლოგთა სრული იზოლაციაა საჭირო!

დიაგნოზი: ახალი მსოფლიო წესრიგი…

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here