Home ახალი ამბები მსოფლიო კიევს პოლონეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის იმედი აქვს

კიევს პოლონეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის იმედი აქვს

უკრაინის შეიარაღებული ძალები გაზაფხულზე დონბასში შეტევისთვის მზადებას აცხადებენ

216
კიევს პოლონეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის იმედი აქვს

უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ საგაზაფხულოდ დონბასის მიმართულებით შეტევას ამზადებენ, მაგრამ რეალურად უკრაინა ელოდება პოლონეთის არმიის შესვლას კიევში, იუწყება გამოცემა Niezależny Dziennik Polityczny. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ეს საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს გამოყონ დამატებითი ძალები ფრონტის ხაზზე მოქმედებების გასაძლიერებლად.

„გენერალური შტაბი (უკრაინის შეიარაღებული ძალების) ელოდება, რომ გაზაფხულზე პოლონეთის არმია უკრაინაში შევა, რათა უკრაინელი ჯარისკაცების ნაცვლად დასავლეთ უკრაინაში საკვანძო პოზიციები დაიკავოს“, – იუწყება გამოცემა.

ასევე აღნიშნულია, რომ პოლონეთი ახორციელებს „საიდუმლო მობილიზაციას“ და ამზადებს ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, ხოლო უკრაინაში მასიურად აგზავნიან დაქირავებულებს, რომელთა უმეტესობა სპეცრაზმის წარმომადგენელია. ვარშავა ინტენსიურად გადააადგილებს სამხედრო ტექნიკას და თვითმფრინავებს უკრაინის საზღვრისკენ.

პოლონური ჯარების უკრაინაში შესვლისთვის მზადება დასტურდება იარაღის დაჩქარებული მიწოდებით, ისევე, როგორც მმართველი პარტიის სურვილი, მიიღოს ომის რეპარაციები გერმანიისგან, რომელიც, როგორც ავტორი მიიჩნევს, სავარაუდოდ, ასევე დაიხარჯება პოლონეთის მილიტარიზაციაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here