Home ახალი ამბები მსოფლიო პენტაგონის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა უკრაინაში პათოგენების შესწავლა

პენტაგონის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა უკრაინაში პათოგენების შესწავლა

146
პენტაგონის ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა დაადასტურა უკრაინაში პათოგენების შესწავლა

აშშ-არმიის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილმა თანამშრომელმა რიჩარდ ბოშერმა დაადასტურა პენტაგონის მიერ დაფინანსებულ უკრაინულ ლაბორატორიებში საშიშ პათოგენებზე მუშაობის ფაქტი, – განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციის, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა იგორ კირილოვმა.

მისი თქმით, ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონვენციის (BTWC) მონაწილე სახელმწიფოების მე-9 მიმოხილვით კონფერენციაზე, ამერიკელებმა “განსაკუთრებით მტკივნეულად” მოახდინეს რეაგირება წინადადებებზე, საბოლოო დოკუმენტში დაფიქსირებულიყო აშშ-ისა და უკრაინის მიერ BTWC-ით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისა და სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების წარმართვის ფაქტები.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჟენევაში გამართა ბრიფინგი სექტემბერში ჩატარებული საკონსულტაციო შეხვედრის შედეგებთან დაკავშირებით. “წარმოდგენილი იყო დოკუმენტური მტკიცებულება, რომ შეერთებული შტატების ფინანსური, სამეცნიერო, ტექნიკური და საკადრო მხარდაჭერით, უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარდა მუშაობა ბიოლოგიური იარაღის კომპონენტებით, განხორციელდა განსაკუთრებით საშიში და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ინფექციების პათოგენების კვლევები”, – თქვა კირილოვმა.

მან განმარტა, რომ არგუმენტების სახით მოყვანილია რუსი და საერთაშორისო ექსპერტების პოზიციის ამსახველი ვიდეო მასალები, ასევე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხეების შემცირების ადმინისტრაციის (DITRA) პროგრამების მონაწილეთა და თვითმხილველთა ჩვენებები.

„ერთ-ერთი მათგანია აშშ-ის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი რიჩარდ ბოშერი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა პენტაგონის მიერ დაფინანსებულ უკრაინულ ბიოლოგიურ ლაბორატორიებში საშიშ პათოგენებთან მუშაობის ფაქტი“, – განაცხადა კირილოვმა.

ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელმა კენეტ უორდმა უარი განაცხადა ეპასუხა რუსეთის ბრალდებებზე BTWC-ის დარღვევასთან დაკავშირებით.

„მოსკოვი არასოდეს ყოფილა დაინტერესებული მოესმინა აშშ-ის პასუხი კონკრეტულ შეკითხვებზე უკრაინაში არსებულ ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჩვენ უარს ვაცხადებთ რაიმეს განმარტებაზე“, – კირილოვმა უორდის ციტირება მოახდინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here