Home ახალი ამბები მსოფლიო ვიქტორ ბუტი მოსკოვში დაბრუნდა

ვიქტორ ბუტი მოსკოვში დაბრუნდა

192
ვიქტორ ბუტი მოსკოვში დაბრუნდა

სპეციალური რეისი ვიქტორ ბუტთან ერთად, რომელიც გაცვლის შედეგად ექსტრადირებულ იქნა აშშ-ის ხელისუფლების მიერ, მოსკოვში დაეშვა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მოსკოვის საჰაერო ჰაბის საჰაერო მოძრაობის კონტროლის სამსახურში განუცხადეს.

„თვითმფრინავი, რომლითაც ვიქტორ ბუტი გადაჰყავდათ, აეროპორტ Vnukovo-2-ში დაეშვა”, – განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა. ლაინერი აბუ-დაბიდან მოფრინავდა, რომლის აეროპორტშიც მოხდა გაცვლა.

ჩამოსვლისას ბუტს ცოლი და დედა დახვდნენ. „შუაღამისას წამომაყენეს, მითხრეს, მოემზადე, წინასწარი ინფორმაცია არ ყოფილა“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. მან ასევე მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის მთავრობას გაცვლაში გაწეული დახმარებისთვის.

გაცვლა გუშინ, 8 დეკემბერს შედგა. ბოუტი რუსეთში მსჯავრდებულ ამერიკელ კალათბურთელ ბრიტნი გრინერზე გაცვალეს. 2012 წელს ვიქტორ ბუტს აშშ-ში 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა იარაღის გაყიდვისთვის. ბრიტნი გრეინერს ცხრა წელი მიუსაჯეს აგვისტოში, შერემეტიევოს აეროპორტში მის ელექტრო სიგარეტში ჰაშიშის ზეთის აღმოჩენისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here