Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე დასასწრებად ბიშკეკში ჩაფრინდა

პუტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე დასასწრებად ბიშკეკში ჩაფრინდა

61
პუტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე დასასწრებად ბიშკეკში ჩაფრინდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ყირგიზეთში ჩაფრინდა. ბიშკეკში ასევე შეიკრიბებიან ბელარუსის, ყაზახეთის, სომხეთისა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრები.

გარდა ამისა, ვიდეომიმართვის სახით, სიტყვით გამოვა კუბის პრეზიდენტი. ყველა ლიდერს მიიღებს ღონისძიების მასპინძელი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი.

მოსალოდნელია, რომ პუტინი თავის გამოსვლაში ხაზს გაუსვამს 2023 წლის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავარ პრიორიტეტებს რუსეთის თავმჯდომარეობისას. გარდა ამისა, რუსეთის ლიდერი გაუზიარებს თავის ხედვას ინტეგრაციის ამჟამინდელი ეტაპის და აქტუალური ამოცანების შესახებ ორგანიზაციის შემდგომი განვითარების გზაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here