არაღიარებული კოსოვოს პოლიციის რამდენიმე ასეული სპეცრაზმელი შეიჭრა სერბებით დასახლებული კოსოვოსა და მეტოჰიას ჩრდილოეთის ტერიტორიაზე, – იუწყება TASS ადგილობრივ გამოცემა Vecherne Novosti-ზე დაყრდნობით. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენეს ჯავშანტექნიკა.
ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ არის. შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის შეთანხმებების თანახმად, სერბეთის ოთხი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ნებართვის გარეშე კოსოვოს პოლიციას არ აქვს უფლება შევიდეს მხარის ჩრდილოეთით სერბებით დასახლებულ ტერიტორიაზე.