Home ახალი ამბები მსოფლიო შვედეთში აღწერეს „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების შესაძლო ხერხი

შვედეთში აღწერეს „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების შესაძლო ხერხი

შვედეთის თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ლივონგი: გემს წყლის ზედაპირიდან შეეძლო ფსკერზე ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსება „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების მიზნით

98
შვედეთში აღწერეს „ჩრდილოეთ ნაკადების“ აფეთქების შესაძლო ხერხი

Nord Stream-ისა და Nord Stream 2-ის გაზსადენებზე დივერსიის მოსაწყობად გამოყენებული ასაფეთქებელი მოწყობილობები შეეძლოთ გემიდან, წყლის ზედაპირიდან ჩაეშვათ ფსკერზე, მილების გვერდით, – განუცხადა შვედეთის თავდაცვის კვლევითი ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ჰანს ლივონგმა ადგილობრივ გაზეთს Expressen.

ლივონგის თქმით, გაზსადენების გვერდით, ფსკერზე განთავსებული იყო არა მაღალი სიზუსტის მცირე მუხტი, არამედ უფრო დიდი. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ დივერსიისთვის შესაძლებელია რამდენიმე გემი გამოეყენებინათ – ისინი საჭირო იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის სამართავად. გამოცემას მოჰყავს კიდევ ერთი ვერსია, რომლის მიხედვითაც ასაფეთქებელი მოწყობილობები მილებზე წყალქვეშა აპარატებით დააყენეს, – იუწყება „რია ნოვოსტი“.

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს აფეთქებები მოხდა Nord Stream-სა და Nord Stream-2 გაზსადენებზე. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობა „ჩრდილოეთ ნაკადებზე“ აშკარა ტერაქტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here