Home ახალი ამბები მსოფლიო თურქი პოლიტოლოგი დურე: ქურთებს სტამბოლში ტერაქტის განხორციელება არ შეეძლოთ

თურქი პოლიტოლოგი დურე: ქურთებს სტამბოლში ტერაქტის განხორციელება არ შეეძლოთ

102
თურქი პოლიტოლოგი დურე: ქურთებს სტამბოლში ტერაქტის განხორციელება არ შეეძლოთ

სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტში ქურთების მონაწილეობაზე საუბარი მხოლოდ მას შეუძლია, ვინც შორს არის ქურთული თემატიკისგან და თურქეთში არსებული შიდა პოლიტიკური პროცესებისგან, – განაცხადა პოლიტოლოგმა იკბალ დურემ.

მან აღნიშნა, რომ ახლა ანკარა ქურთებთან დაახლოებისკენ მიისწრაფვის: მიმდინარეობს მოლაპარაკებები ოფიციალურ ხელისუფლებასა და პროქურთული პარტიის წარმომადგენლებს შორის, მისი ლიდერი კი დროებით გაათავისუფლეს ციხიდან ავადმყოფი მამის მოსანახულებლად.

„ეს (ვარაუდი ქურთების ბრალეულობის შესახებ. – რედ.) არაპროფესიონალურია, ძალიან ზედაპირულია როგორც ქურთების საკითხის მხრივ, ასევე თურქეთში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ პროცესების მხრივ“, – განაცხადა ექსპერტმა NEWS.ru-სთან ინტერვიუში.

მისი ვარაუდით, ტერაქტი მოახლოებულ არჩევნებს დაამთხვიეს, რადგან ასეთი ინციდენტები დიდ გავლენას ახდენს ხალხის განწყობაზე და მათ დამოკიდებულებაზე ხელისუფლებისადმი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here