Home ახალი ამბები საქართველო პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი – მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ძალიან არასასურველი, დამამცირებელი სიტყვებით...

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი – მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ძალიან არასასურველი, დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია

128

ჩემი წინა ვიზიტის დროს, როცა აქ ჩავატარეთ ანალოგიური პრესკონფერენცია, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ძალიან არასასურველი, დამამცირებელი სიტყვებით მომიხსენია, – ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გოშევსკამ ქართველ პოლიტიკოსს, რომელმაც ის დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია, თავისი ბიოგრაფიიდან გარკვეული დეტალების მოყოლით უპასუხა.

„მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თქვა, რომ ყველამ იცის ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს იგი, ამით მან, როგორც ჩანს, ვერ შეაფასა ჩემი რეალური პოზიცია. სპეციალურად ამ ბატონისთვის დავახასიათებ ჩემს პიროვნებას და ვიტყვი თუ რა მაქვს გაკეთებული. მე ვარ პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად მეორე ვადით არის ხელისუფლებაში. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ახორციელებს პოლონეთის გარდაქმნას, რეფორმებს, რომელიც ძალიან აქტიურად ეხმარება უკრაინას და რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული ქვეყნის აღმშენებლობაში. მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარები და მხარს ვუჭერ ოპოზიციურ მოძრაობებს იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ ვინახულო ის ადამიანები, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებიან და გავიგო მეტი მათი ბედის შესახებ. ასეთ ქვეყნებს განეკუთვნება, მაგალითად, უკრაინა, სადაც ყირიმელ თათრებს, მათ დამოუკიდებლობას, მათ მოძრაობას ვიცავ და ვეხმარები, ასევე, ბელარუსის ოპოზიციურ მოძრაობასაც ვეხმარები, ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ პროცესში. საქართველოში ძალიან ხშირად ვარ იმ ავადსახსენებლი 2008 წლიდან, როდესაც რუსეთის ფედერაციამ განახორციელა თავდასხმა და მოხდა ომი. თავის დროზე პოლონეთში ჩავიყვანე 300 ბავშვი ცხინვალის მიდამოებიდან, რომლებიც დაზარალდნენ, დაკარგეს მშობლები, ახლობლები, მათ პოლონეთში გავუწიეთ სხვადასხვა დახმარება, მათ შორის, ფსიქოლოგიური. ასევე, საქართველოში არაერთხელ ჩამომიტანია ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც ვარიგებდით კონფლიქტის ზონაში იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს ყველაფერი, იქცნენ დევნილებად და აღმოჩნდნენ სავალალო პირობებში. საქართველო უკვე წლების განმავლობაში ჩემთვის არის ძალიან ახლობელი ქვეყანა და ქართველები არიან ჩემი მეგობრები. პოლონეთში მე ხშირად მიწოდებენ საქართველოს არაფორმალურ ელჩს და არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ მრავალ საერთაშორისო ფორმატშიც, იმიტომ, რომ ყოველთვის მხარს ვუჭერ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“,- განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here