Home ახალი ამბები მსოფლიო “დასავლეთი ცდილობს, არ შეამჩნიოს კიევის მხრიდან დაპირისპირების აკრძალული მეთოდების გამოყენება”

“დასავლეთი ცდილობს, არ შეამჩნიოს კიევის მხრიდან დაპირისპირების აკრძალული მეთოდების გამოყენება”

129

რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ სერგეი შოიგუს განცხადებით, დასავლეთი ცდილობს, თვალი აარიდოს კიევის რეჟიმის მხრიდან დაპირისპირების აკრძალული მეთოდების გამოყენებას, მათ შორის ტერორისტულ თავდასხმებსა და მკვლელობებს, _ წერს russian.rt.com.

რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი კოლეგიის სხდომაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კიევის რეჟიმი დაპირისპირების აკრძალულ მეთოდებს იყენებს. ამ მეთოდებს შორისაა ტერორისტული თავდასხმები, შეკვეთილი მკვლელობები, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა მძიმე იარაღიდან. შოიგუს თქმით, კიევი მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

მაგრამ დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, არ შეამჩნიონ ეს ყველაფერი. უფრო მეტიც, ისინი ხელს უწყობენ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციას“, _ განაცხადა რფ-ის თავდაცვის მინისტრმა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დასავლეთის ქვეყნები გამუდმებით ამარაგებენ უკრაინის არმიას თანამედროვე იარაღითა და საბრძოლო მასალებით.

1 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 31 ოქტომბერს რუსული ჯარების მასობრივი დარტყმის შედეგად მნიშვნელოვნად დაირღვა უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფებების მართვა და მათი ზურგიდან უზრუნველყოფა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here