Home ახალი ამბები მსოფლიო MMnews: “შესრულებულია” – ტრასს ბრალი დასდეს “ჩრდილოეთის ნაკადებზე” თავდასხმაში მისი პირადი მიმოწერის...

MMnews: “შესრულებულია” – ტრასს ბრალი დასდეს “ჩრდილოეთის ნაკადებზე” თავდასხმაში მისი პირადი მიმოწერის გაჟონვის შემდეგ

ლიზ ტრასი

ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი ეჭვმიტანილია „ჩრდილოეთ ნაკადზე“ მომხდარ აფეთქებში. ბრალდებების მიზეზი გახდა ჰაკერების ხელში ჩავარდნილი შეტყობინება, რომელიც პოლიტიკოსმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს რუსულ გაზსადენებზე თავდასხმის შემდეგ მალევე გაუგზავნა, – იუწყება MMnews.

ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს დაუდასტურა “ჩრდილოეთ ნაკადებზე” თავდასხმის წარმატება. ეს ვარაუდი პოპულარულმა ონლაინ კომენტატორმა გააკეთა, – იუწყება MMnews.

გამოცემა იხსენებს, რომ ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი დაადანაშაულა გაზსადენებზე მომხდარ აფეთქებებში. ლონდონმა ამ განცხადებას “ყალბი” და “ყურადღების გადატანა” უწოდა.

ამავდროულად, ბრიტანულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ტრასის პირადი მიმოწერა უცხოელ ოფიციალურ პირებთან, მათ შორის უკრაინის კონფლიქტის შესახებ, უცხოური დაზვერვის ხელში ჩავარდა. გატეხვის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში, პრემიერის პოსტისთვის გამართული საარჩევნო კამპანიის დროს გახდა ცნობილი, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებამ სკანდალის მიჩუმათება ამჯობინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here