ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა დაადასტურა, რომ სოციალურ ქსელ Twitter-ის კომპანიას ჩაუდგა სათავეში. შესაბამისი პოსტი მან საკუთარ ეკაუნტზე გამოაქვეყნა.
„ჩიტი თავისუფალია“ – დაწერა მასკმა, მიუთითა რა სოციალური ქსელის ლოგოზე.
ის, რომ ილონ მასკი Twitter-ს ჩაუდგა სათავეში, CNBC იტყიბინებოდა. წინა ხელმძღვანელობამ, აღმასრულებელი დირექტორის პარაგ აგრავალისა და ფინანსური დირექტორის ნედ სეგალის სახით, უკვე დატოვა კომპანიის სათაო ოფისი სან-ფრანცისკოში.
მანამდე მეწარმემ Twitter-ის შეძენა კაცობრიობის დახმარების სურვილით ახსნა. მან განმარტა, რომ ცივილიზაციისთვის მნიშვნელოვანია ერთი ციფრული პლატფორმის არსებობა, სადაც სხვადასხვა მოსაზრებების განხილვა ჯანსაღ ატმოსფეროში იქნება შესაძლებელი.