Home ახალი ამბები მსოფლიო Financial Times: რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო, ევროკავშირის მრეწველობა იძულებულა შეამციროს წარმოება

Financial Times: რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო, ევროკავშირის მრეწველობა იძულებულა შეამციროს წარმოება

125
Financial Times: ევროკავშირის მრეწველობა იძულებულა შეამციროს წარმოების მოცულობა რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო

რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო, ევროკავშირის მრეწველობა იძულებულია შეამციროს წარმოების მოცულობა. როგორც გაზეთი Financial Times 19 ოქტომბერს აღნიშნავს, ამან შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები ევროპის ეკონომიკის ამ სექტორისათვის.

სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, დაწყებული ქიმიური მრეწველობით და დამთავრებული სასუქის მწარმოებელი ქარხნებით, იტყობინებიან, რომ ისინი რისკავენ “სამუდამოდ დაკარგონ” საერთაშორისო პოზიციები.

ყველა სამრეწველო გიგანტი აღიარებს, რომ რუსული გაზი არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ერთ-ერთი მთავარი წყაროა, არამედ გამოიყენება მრავალ დარგში როგორც ნედლეული მზა პროდუქციის წარმოებისთვის.

რიცხვითი თვალსაზრისით, რუსეთის გაზზე უარის თქმის შემდეგ ევროპაში ფოლადის მრეწველობის შემცირებამ 10% შეადგინა, ალუმინის – 50%, სილიციუმის შენადნობების და ფეროშენადნობების წარმოებაში – 27%, ხოლო სასუქების წარმოება 70%-ით შემცირდა.

ყოველივე ეს იწვევს არა მხოლოდ სერიოზულ ზარალს, არამედ აზიანებს ქარხნის აღჭურვილობას.

გაზეთის ცნობით, გაზის ხელმისაწვდომობის შემცირების შედეგებს ყველაზე მეტად განიცდიან ქარხნები ავსტრიაში, გერმანიაში, იტალიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ფინეთში, ჩეხეთსა და შვედეთში.

ამასთან დაკავშირებით, ზოგიერთმა მათგანმა დაიწყო წარმოების საზღვარგარეთ გადასატანად შესაძლებლობების ძიება, იმ რეგიონებში, სადაც ენერგიის ფასები არ არის ისეთი მაღალი, როგორც ევროკავშირში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here