Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირის ხალხები პუტინის პოზიციის მიღებას იწყებენ

ევროკავშირის ხალხები პუტინის პოზიციის მიღებას იწყებენ

188

ამერიკული პრესა დასავლეთის ლიდერებსა და მოსახლეობას შორის ვლადიმერ პუტინის იდეების პოპულარობის მატებაზე წერს. როგორ შეიძლება აისახოს ეს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეების პოლიტიკურ არჩევანზე, Pravda.ruსთან ისაუბრა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ევროპული კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა ვლადიმერ ოლენჩენკომ.

“რა თქმა უნდა, აისახება. საქმე ის არის, რომ ევროპის ქვეყნების უმრავლესობასთან ჩვენი ურთიერთობა საუკუნეებს ითვლის. ავიღოთ, მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი,  იტალია. ევროპის ბევრი ქვეყნის ჩამოთვლა შეიძლება და ამ ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა, ფაქტობრივად, ყოველთვის გამოხატავდა სიმპათიას რუსეთის მიმართ. ახლა, როცა ასეთი კრიზისული პირობებია, რომლებიც რიგი ქვეყნებისა და ევროკავშირის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ შექმნეს, რა თქმა უნდა, სურათი დამახინჯებულია, მაგრამ მოსახლეობა გულის სიღრმეში რუსეთის მიმართ სიმპათიითაა განწყობილი”, _ აღნიშნა ანალიტიკოსმა.

პუტინის გამოსვლები, რა თქმა უნდა, აძლიერებს ამ სიმპათიას და უფრო საგნობრივს ხდის იმ თვალსაზრისით, რომ მოსახლეობა დისკუსიას მართავს ხელისუფლებასთან ამა თუ იმ საკითხზე. ადამიანებს აქვთ ძლიერი არგუმენტი _ ასე იქცევა რუსეთი.

“და, ალბათ, ყველა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია მტრულად არ არის განწყობილი არც ევროკავშირის და არც ცალკეული ქვეყნების მიმართ”, _ განაცხადა ექსპერტმა. მაგრამ ამავე დროს რუსეთი ვერ შეეგუება აგრესიულ ტონს, რომლითაც საუბარსაც ცდილობენ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკოსები მასთან ურთიერთობაში.

“ეს ჩვენთვის დაუშვებელია და ამას არასდროს მივიღებთ, ამიტომ ვფიქრობ, ლოგიკურია, რომ ევროპის ქვეყნების მოსახლეობას ესმის და, შესაბამისად, თუკი ასე თქმა შეიძლება, პრორუსულ პოლიტიკას ატარებს. ეს აძლიერებს დისტანციას ხალხსა და ამჟამინდელ პოლიტიკოსებს შორის, ამიტომ პოლიტიკოსებმა შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთონ და გადახედონ თავიანთ აგრესიულ მიდგომებს რუსეთის მიმართ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here