Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონები კიევისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა

რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონები კიევისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა

171

17 ოქტომბერს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევში რამდენიმე ობიექტს დაარტყეს. სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის თქმით, “გერან-2”-ები კიევისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. ამასთანავე კიევზე დარტყმები განხორცილდა არა მხოლოდ  დრონებით, არამედ მძლავრი რაკეტებითაც”. _ წერს pravda.ru.

“უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატებით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ესენია საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები” _ განაცხადა ლეონკოვმა “MK”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ექსპერტთა თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ანტონ გერაშჩენკოს მოწოდებები დრონების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, მიუთითებს, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას დიდი პრობლემები აქვს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here