Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ იმედგაცრუებულია პუტინთან შეხვედრის დროს აბასის მიერ გაკეთებული განცხადებებით

აშშ იმედგაცრუებულია პუტინთან შეხვედრის დროს აბასის მიერ გაკეთებული განცხადებებით

211
აშშ იმედგაცრუებულია პუტინთან შეხვედრის დროს აბასის განცხადებებით

აშშ „ღრმაიმედგაცრუებულია“ პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ ასტანაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გაკეტებული განცხადებებით, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) წარმომადგენელმა. გამოცემა Axios-ის წყაროების თანახმად, ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი “ძლიერ გაბრაზდა”. ამბობენ, რომ თეთრმა სახლმა თავისი უკმაყოფილება ბატონი აბასის მრჩევლებს აცნობა.

პალესტინის პრეზიდენტმა ბ-ნ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას არ სურს ამერიკა „ერთპიროვნულად წყვეტდეს პალესტინის პრობლემას“. „მას შეუძლია იყოს კვარტეტის წევრი, იქ გარკვეული როლი ითამაშოს, მაგრამ ჩვენ არასოდეს დავუშვებთ საკითხის მოგვარების მონოპოლიზაციას“, – განაცხადა მან. ბატონმა აბასმა ასევე აღნიშნა, რომ მოხარულია, რომ ჰყავს ისეთი პარტნიორი, როგორიც რუსეთია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა (მისი სახელი არ გახმაურებულა) Axios-ს განუცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვს არ მიიჩნევს ისეთ პარტნიორად, რომელიც პალესტინურ მხარეს სჭირდება. „პრეზიდენტმა ბაიდენმა, პირიქით, აჩვენა შეერთებული შტატების ერთგულება პროდუქტიული გადაწყვეტილებების პოვნასა და გრძელვადიან მშვიდობაზე მუშაობისთვის, რაც აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის,“ – დასძინა მან.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განაახლა პალესტინისთვის ასობით მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის დროს მხარდაჭერა შემცირდა. გარდა ამისა, განცხადებები გაკეთდა ერთი კვირის შემდეგ, რაც პალესტინელი მაღალჩინოსანი ჰუსეინ ალ-შეიხი თეთრ სახლში მიიღეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here