Home რუბრიკები პოლიტიკა ახალი ამერიკული ინსტრუქცია ამბოხების მოსამზადებლად

ახალი ამერიკული ინსტრუქცია ამბოხების მოსამზადებლად

659

2014 წლის მაისში აშშ-ის არმიისთვის გამოიცა ახალი სახელმძღვანელო ამბოხების ორგანიზებისა და ამბოხებულებთან ურთიერთქმედების შესახებ. ამ სახელმძღვანელო-ინსტრუქციას ჰქვია: INSURGENCIES AND COUNTERING INSURGENCIES, ანუ «ამბოხებების შექმნა და ამბოხებების საწინააღმდეგო ქმედებები». ინსტრუქციის ძველ ვარიანტს კი ერქვა «ამბოხების საწინააღმდეგო ქმედებები». როგორც ჩანს, ამერიკელებმა ბევრი რამ გაითვალისწინეს რუსეთის გენერალური შტაბის პოლკოვნიკის, პროფესორ ევგენი მესნერის თეორიიდან ამბოხება-ომების შესახებ.


ამერიკელების მიერ შემუშავებულ ახალ დოკუმენტში დაწვრილებით არის აღწერილი:

* როგორ უნდა იმუშაოს პროპაგანდისტულმა მანქანამ (ამბოხებულთა მანქანამ და მათ საწინააღმდეგოდ მოქმედმა მანქანამაც);

* როგორ უნდა წარიმართოს ვირტუალურ სივრცეში მოქმედებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ან პირიქით _ შეუშლის ამბოხებებს.

ამ 200-გვერდიანი დოკუმენტის მეხუთე თავში დაწვრილებით არის აღწერილი, როგორი უნდა იყოს მეამბოხეთა პოლიტიკური (პროპაგანდისტული) აქტივობა. მეშვიდე თავში კი მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, როგორ უნდა იმოქმედონ ამბოხებულებმა ინტერნეტსივრცეში.

გრაფიკაზე კარგად ჩანს, რომ აშშ-ის მიერ დაგეგმილი ტიპური ამბოხება _ ომი 3-დან 10 წლამდე და, ზოგ შემთხვევაში, კიდევ მეტ ხანს შეიძლება გაგრძელდეს. პირველ 3-5 წელიწადს ამერიკელები ადრეულ ფაზას (ანუ შესავლის, ზრდის ფაზას) უწოდებენ, შემდეგი 3-5 წელი კონფლიქტის მომწიფების ფაზაზე მოდის, ამის შემდეგ კი დასრულების ფაზაა.

დოკუმენტიდან ჩანს, რომ აშშ გულმოდგინედ გეგმავს თავის მონაწილეობას ამბოხება-ომებში (არა მხოლოდ ჩახშობის, არამედ ორგანიზების მიზნითაც). ეს დოკუმენტი 2014 წლის 13 მაისამდე (დამტკიცების თარიღი) გაცილებით ადრე შეიქმნა.

ამერიკელ ექსპერტებს დაწვრილებით აქვთ დამუშავებული ცნება ე. წ. მიმღები ქვეყნის, მიმღები ნაციისა, რომელსაც ორიგინალში ეწოდება Host-Nation. ეს შეიძლება იყოს როგორც ლეგიტიმური, ისე არალეგიტიმური ხელისუფლება, მთავარია, რომ აშშ-მა ის განსაზღვროს, როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალებისგან დახმარების მიმღებ ნაცია. აქედან გამომდინარე, «ამბოხებულად» ავტომატურად შეიძლება იქცეს კანონიერი ხელისუფლება, რომლის წინააღმდეგაც აჯანყდა «მიმღები ნაცია». ლეგიტიმურობას მნიშვნელობა არ აქვს _ იმ ორგანოს, რომელსაც აშშ დაეხმარება, შეიძლება «მმართველობის შუალედური ორგანო» ეწოდოს (რომელიც ქვეყნის მთავრობა არ იქნება).

განსაკუთრებით გამაოგნებელია ინსტრუქციის ერთ-ერთი თავი _ «კანონიერება და კონტროლი».

* კონკრეტული საზოგადოება განსაზღვრავს, ვის აქვს ლეგიტიმურობა წესების შესამუშავებლად და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად ამ საზოგადოებისთვის. საზოგადოების ფასეულობები და კულტურული ნორმები განმსაზღვრელი ფაქტორი უნდა იყოს მისთვის, ვინც საზოგადოებამ კანონიერ ხელისუფლებად უნდა აღიქვას.

* ამბოხებულებიც და მასთან დაპირისპირებულებიც იმისათვის, რომ მოსახლეობა მართონ, იყენებენ თანხმობისა და იძულების (ძალდატანების) ნაზავს. ამბოხებულები იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, მათ შორის, პოლიტიკურ (დიპლომატიურ), საინფორმაციო (აპელირება ხდება რელიგიურ, ეთნიკურ, ისტორიულ, ნაციონალურ, კლასობრივ, პოლიტიკურ ტომობრივ და, იდეოლოგიურ მრწამსზე), სოციალურ, სამხედრო და ეკონომიკურ ინსტრუმენტებს მმართველობის არსებული ორგანოს დასამხობად ან მისთვის ძირის გამოსათხრელად.

* აღქმა იმისა, რა არის კანონიერი და რა არა, შეიძლება იცვლებოდეს. მოსახლეობა კონტროლდება თანხმობისა და იძულების (ძალდატანების) შეთავსების გზით. თუკი იძულების აქტები ხელისუფლების ან ამბოხებულთა მიერ გამართლებულია მოსახლეობის ფასეულობების ნორმების შესაბამისად, მაშინ ასეთი აქტები აუცილებლად არ გამოუთხრის ძირს მთავრობის ან მიმღები ქვეყნის ლეგიტიმურობას.

* იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსახლეობა ლეგიტიმურად არ თვლის ამბოხებულებს ან ხელისუფლებას, ეფექტიანი კონტროლის განხორციელება ძალდატანების გზით შეიძლება.

ინსტრუქციაში არის სქემა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს კანონიერი ქვეყნის ხელმძღვანელობის ურთიერთობა აშშ-ის ადმინისტრაციასთან.

აქ აღსანიშნავია როლი USAID-ისა (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო), რომელიც უშუალოდ აკონტროლებს და მართავს სიტუაციას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2 კვირის წინათ USAID-ს უკრაინულმა ოფისმა გამოაცხადა თანამშრომლების (აშშ-ის მოქალაქეებს შორის) შესარჩევი კონკურსი უკრაინაში «გარდამავალი ინიციატივების პროგრამის» განსახორციელებლად. UშAID-ის ახალი თანამშრომლების ხელფასი წელიწადში 85-დან 111 ათასამდე იქნება.

მომზადებულია ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

(წყაროები: takie.org და vvv-ig.Livejurnal.com)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here