Home რუბრიკები პოლიტიკა პენტაგონის ისტერიკა, ანუ «ხიბინები» «იჯისის» წინააღმდეგ

პენტაგონის ისტერიკა, ანუ «ხიბინები» «იჯისის» წინააღმდეგ

694

ამა წლის 12 აპრილს მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა СУ-24-მა რამდენიმეჯერ გადაუფრინა შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში მცურავ ამერიკულ სამხედრო ხომალდ «დონალდ კუკს», რომელიც აღჭურვილია მრავალფუნქციური საბრძოლო საინფორმაციო-სამართავი სისტემა «იჯისით», აგრეთვე, ფრთოსანი რაკეტებით («ტომაჰავკი»).


14 აპრილს ნატოსა და პენტაგონის წარმომადგენლებმა განგაში ატეხეს და განაცხადეს, რომ რუსულმა საფრონტო ბომბდამშენმა СУ-24-მა (ნატოელებმა მას Fancel («მოფარიკავე») შეარქვეს) «დაუშვებელი და პროვოკაციული» ფრენა განახორციელა შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო ხომალდ «დონალდ კუკის» თავზე, როცა ის შეტევას იმიტირებდა. აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა სტივ უორენმა კი დაამატა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა, რომელსაც ბორტზე საბრძოლო მასალა არ ჰქონდა, 90 წუთის განმავლობაში 12-ჯერ ძალიან ახლოს ჩაუქროლა შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან მცურავ აშშ-ის სამხედრო ხომალდს.

ამ ხნის განმავლობაში ხომალდის ეკიპაჟმა ვერაფერი მოუხერხა მართვის სისტემებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ ამუშავდა, როდესაც რუსულმა თვითმფრინავმა ხომალდის თავზე ფრენა შეწყვიტა და თავისი ბაზისკენ აიღო კურსი.

ამის შემდეგ «დონალდ კუკი» შევიდა რუმინეთის საზღვაო პორტში, სადაც ეკიპაჟის 27 წევრმა უარი განაცხადა, ხომალდზე ემსახურა. პენტაგონმა აღიარა, რომ СУ-24-ის შეტევის იმიტაციამ ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის დემორალიზაციის ეფექტი გამოიწვია.

სამხედრო ექსპერტთა აზრით, ნატოსა და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა ისტერიკული განცხადებები გამაოგნებელია: როგორ მოხდა, რომ ძველი თაობის, უიარაღო რუსულმა  ბომბდამშენმა 12-ჯერ აუფრინ-ჩაუფრინა კბილებამდე შეიარაღებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის უახლესი სისტემითა და შეიარაღებით აღჭურვილ ამერიკულ ხომალდს?

USS Donald Cook (DDG-75) იმ სწრაფმავალი მანევრული და მრავალფუნქციური ხომალდების რიცხვს მიეკუთვნება, რომელთა მიზანიც არის წყალქვეშა ნავების, საფრენი აპარატების (მათ შორის რაკეტების) და მოწინააღმდეგეების ხომალდებთან ბრძოლა, აგრეთვე, ხომალდების შენაერთების დაცვა და გაცილება.

«დონალდ კუკი» შეიარაღებულია ორი 6-ლულიანი საზენიტო დანადგარითა და 74 რაკეტა RIM-66 SM-2-ით, ანუ ამ ხომალდის დანიშნულებაა ბრძოლა არა მხოლოდ ნელი და ნაკლებადმანევრული СУ-24-ის, არამედ გაცილებით რთული სამიზნეების, მაგალითად, ხომალდების საწინააღმდეგო რაკეტების წინააღმდეგ, რომელთა სიჩქარე და მანევრირება გაცილებით აღემატება СУ-24-ისას. ყველა მონაცემის მიხედვით, «დონალდ კუკის» ეკიპაჟს შეეძლო მშვიდად მჯდარიყო ხომალდში, აემუშავებინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, «იჯისი» და მომზადებულიყო შეტევის მოსაგერიებლად, მაგრამ ასე არ მოხდა _ ეკიპაჟი დემორალიზებულია და 27 კაცმა წასვლის შესახებ შემდეგი შინაარსის განცხადება დაწერა: «არ მსურს, სიცოცხლის გარისკვა». ამერიკელი სამხედროების დემორალიზება კი გამოიწვია მათმა უძლურებამ «ხიბინის» წინაშე. «ხიბინი» _ ეს არის რადიოელექტრონული ბრძოლის უახლესი რუსული კომპლექსი (სხვათა შორის, «ხიბინი» ჰქვია მთათა სისტემას კოლის ნახევარკუნძულზე, მურმანსკის ოლქში, რომელიც პოლარული წრიდან 150 კმ-ის დაშორებით მდებარეობს), რომელიც უახლოეს ხანში უნდა დამონტაჟდეს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებზე და რომელსაც მოწინააღმდეგის მართვისა და რადიოსალოკაციო სისტემების მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია…

როგორ ვითარდებოდა მოვლენები? 2014 წლის 10 აპრილს «დონალდ კუკი» შავი ზღვის ნეიტრალურ წყლებში შევიდა ამერიკის სამხედრო ძლიერების დემონსტრირებისა და რუსეთის დასაშინებლად უკრაინასა და ყირიმში მიმდინარე მოვლენების გამო. მანამდე შავი ზღვის აკვატორიაში უკვე იმყოფებოდა, მონტრეს კონვენციის დარღვევით, ამერიკული სარაკეტო ნაღმოსანი «ტრაკსტანი», ანუ ამერიკელებმა იარაღის ჟღარუნი დაიწყეს, მაგრამ რუსებმა მათ გაკვეთილი ჩაუტარეს: 12 აპრილს უიარაღო СУ-24, რომელსაც ბორტზე მხოლოდ «ხიბინები» ჰქონდა, «დონალდ კუკს» მიუახლოვდა, რომლის რადარებმაც შორიდანვე შენიშნა ბომბდამშენის მიახლოება. ხომალდის ეკიპაჟმა განგაში ატეხა, ჩართო «იჯისი» და პოსტებზე განლაგდა, მაგრამ უცებ ყველაფერი გაითიშა. «იჯისი» გაჩერდა, რაკეტებსაც კი არ ჰქონდათ მიზნის მიმართულების დადგენის საშუალება. ამასობაში СУ-24-მა «დონალდ კუკის» გემბანს გადაუფრინა, მოაწყო რაკეტებით შეტევის იმიტაცია და გაფრინდა. ასე გააკეთა СУ-24-მა 12-ჯერ(!). ამერიკული ხომალდის ეკიპაჟის ყველა მცდელობა კი, აემუშავებინათ «იჯისი» და მიზანში ამოეღოთ საფრენი აპარატი, ამაო აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მაშინ შეძლეს, როდესაც СУ-24 რადარების თვალს მიეფარა. სწორედ ამ უბედურების გამო დაწერა 27 ამერიკელმა სამხედრომ ხომალდიდან წასვლის შესახებ რაპორტი.

რუსული რაკეტა აშშ-ს 500 კმ-ზე მიუახლოვდა

26 აპრილს რფ-ის შეიარაღებულმა ძალებმა პოლიგონ «კაპუსტინ იარიდან», საბრძოლო სწავლების მიზნით, საკონტინენტთაშორისო რაკეტა «რს-24 იარსი» გაუშვა, რომელსაც 2 საათში 9 ათასი კმ უნდა დაეფარა. რაკეტამ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, რაკეტამ კურსს გადაუხვია და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტს მიაღწია _ აშშ-ის ტერიტორიას.

აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ ვერ შეძლო რუსული რაკეტისთვის დაემიზნებინა, მაშინაც კი, როდესაც ის ამერიკის ტერიტორიიდან 2000 კმ-ზე ნაკლები მანძილით იყო დაშორებული (ეს კრიტიკული მანძილია). რაკეტამ მხოლოდ მაშინ შეიცვალა კურსი და გაფრინდა არგენტინისკენ, როდესაც აშშ-მდე 500 კმ იყო დარჩენილი.

მომხდარს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ პროვოკაცია უწოდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ «მოხდა კურსიდან რაკეტის ოდნავი გადახვევა, ამასთანავე, ის აბსოლუტურად უსაფრთხო იყო და ასაფეთქებელ ნივთიერებას არ შეიცავდა».

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here