Home ახალი ამბები საქართველო მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც...

მამუკა მდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც მიმართულია სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულებისკენ

„ნაცმოძრაობა“ და მისი კლასტერი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც მიმართულია სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულებისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის თანმიმდევრული მუშაობა რეკომენდაციების შესრულების საწინააღმდეგოდ, საბოტაჟის გასამართლებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს რეკომენდაციები არ შესრულდეს.

„ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც შეიძლება ოდნავ რისკის ქვეშ დადგეს, ეს არის პუნქტი, რომელიც ეხება სახალხო დამცველის არჩევის წესს. დღეს არის ამ საკითხზე შეხვედრა და „ნაცმოძრაობამ“ და მისმა კლასტერმა უკვე თქვეს უარი ამ პროცესში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თანხმობა ჰქონდათ მოცემული. ეს არის ფაქტი: ისინი უარს ამბობენ იმ პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც არის მიმართული ამ რეკომენდაციის შესრულებისკენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისინი საბოტაჟს უცხადებენ ამ კონკრეტული პუნქტის შესრულებას“, – აცხადებს მდინარაძე.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here