Home ახალი ამბები საქართველო ის, რაც იციან პირველკლასელებმა, მაგრამ არ იცის ზოგიერთმა პროფესორ-აკადემიკოს-პოლიტიკოსმა

ის, რაც იციან პირველკლასელებმა, მაგრამ არ იცის ზოგიერთმა პროფესორ-აკადემიკოს-პოლიტიკოსმა

463

ვისაც იაკობ გოგებაშვილი გაუგონია, მისინუცას სკოლაცემახსოვრება, მაგრამ მაინც შეგახსენებთ:

 პატარა ნუცამ თქვა: ჩემს დედოფალებს უთუოდ კითხვა უნდა ვასწავლოო. გადაუშალა წიგნი და ეუბნებოდა: ეს არის ანი, ეს არის ბანი. ისწავლეთ, გენაცვალეთ, თვალი არ დახუჭოთო

დღეს ტერმინსნუცას სკოლა”  იმ შემთხვევაში ხმარობენ, როცა ელემენტარულის ცოდნაზე ან განათლების დაბალ დონეზეა საუბარი. ჩვენც ამდონემგაგვახსენა და გადაგვაწყვეტინა ნუცას სკოლის გახსნა იმ პოლიტიკოსებისა თუ პროფესორაკადემიკოსებისათთვის, რომლებსაც, როგორც ჩანს, თავის დროზე ეს სკოლა არ გაუვლიათ და ახლა ისეთ ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ წერისა და საუბრისას, რომ ნუცას თოჯინებსაც კი ღიმილს მოჰგვრიდა, ამ  პოლიტიკოსებსა თუ პროფესორაკადემიკოსებს კი თავი ეჭრებათ მსმენელისა და მკითხველის წინაშე.

გაგეღიმა ხომ, ჩემო მკითხველო? მართალი ხარ, თავმოჭრილად  ნამდვილად არ გრძნობენ თავს. ამ შეცდომებს ისინი უმნიშვნელო ლაფსუსებად მიიჩნევენ და, ალბათ, ბევრი ჩემნაირის ახირება და აკვიატება ჰგონიათ. ასე რომ არ იყოს, თავიანთი  პუბლიკაციების სათაურებს მაინც დაწერდნენ სწორად, თუმცა როგორ დაწერდნენ, მათ ხომ ნუცას სკოლა არ გაუვლიათ?!

რას ჩავაცივდი ამ ნუცას სკოლას? _ იმად, რომ ის, რაზეც ახლა მკითხველის ყურადღება მინდა შევაჩერო, პირველ კლასში ისწავლება.

პირველკლასელებმა იციან, რომ ქათამი კაკანებს, ქათმები კი კაკანებენ; ჩანთა დევს და ჩანთებიც დევს, იმიტომ, რომ ჩანთა უსულო საგანია.

ეტყობა, ამ ჩვენი პროფესორაკადემიკოსპოლიტიკოსებიდან ეს გაკვეთილი თავის დროზე ზოგმა საპატიო და ზოგმაც არასაპატიო მიზეზით გააცდინა და აი შედეგიც.

ამონარიდები  სხვადასხვა საიტიდან:

* “ექსპერტთა აზრით, ეს ციფრები სრულად არ ასახავენ რეალობას. ყურადღებას იპყრობს დაჭრილთა რაოდენობა, რომელიც ძალიან მცირეა დაღუპულებთან შედარებით, საომარი მოქმედებების დროს კი დაჭრილების რაოდენობა დაღუპულებზე 3-ჯერ მეტია”.

ციფრები უსულო არსებითი სახელია და მასთან ზმნა მხოლობითი რიცხვის ფორმით უნდა გამოვიყენოთ, ანუ სწორია ციფრები ასახავს”.

* “სამხრეთ ევროპისთვის ზაფხული, ტრადიციულად, მოულოდნელობით სავსე პერიოდია, განსაკუთრებით გვალვის გამუდმებული საფრთხეა. წელს კი კონტინენტი, უბრალოდ, იწვის სიცხისგან და კონდიციონერები მთელი სიმძლავრით მუშაობენ”.

ბატონებო და ქალბატონებო, კონდიციონერები მუშაობს!

* “გამომძიებელ ჟურნალისტთა შორის გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ყოფილი პრეზიდენტის მამულიდან დოკუმენტაციის ამოღების ერთ-ერთი მიზანი იმ დოკუმენტების მოძიება იყო, რომლებიც “რუსული საქმის” ფალსიფიკატორებს ამხელენ”.

სწორია: დოკუმენტები ამხელს!

შესაბამისად უნდა იყოს: რომლებიც “რუსული საქმის” ფალსიფიკატორებს ამხელს.

* “ინფლაცია და საწვავი რეკორდებს ხსნიან _ ეს ის სათაურია, რომლის წაკითხვის შემდეგ წერილის გაცნობის ინტერესი შეიძლება დაეკარგოს მკითხველს, რადგან ამის დამწერი უსულო და სულიერ საგნებს შორის განსხვავებას ვერ ამჩნევს. მისი აზრით, ინფლაციასა და საწვავსაც (რაკი ერთზე მეტია) ისევე უნდა მიუსადაგოს მოქმედების აღმნიშვნელი სიტყვა მრავლობით რიცხვში, როგორც, მაგალითად, ამ წინადადებაში:  ნაციონალები და მისი მხარდამჭერები უსინდისობის რეკორდებს ხსნიან.

სირცხვილია!

ჰო, ორივე სირცხვილია _ უსინდისობის რეკორდების მოხსნაც და ქართული ენის დამახინჯებაც.

***

 აი ეს კი ცნობილ პოლიტიკოსთა განცხადებებია, რომლებიც სხვადასხვა საიტზე დიდი ასოებით სათაურებადაა გამოტანილი:

* “სად გაემიჯნა ნინო დოლიძე და ამერიკის ელჩი იმ განცხადებებს, ომის მოწოდებები რომ იყო?” _ ამის დამწერი რომ ქართველია, შესაძლოა, მკითხველს ეჭვიც კი შეეპაროს. ჯერ ერთი, კითხვა “სად?” სრულიად უადგილოა ამ შემთხვევაში. არც ის ვარგა, რომ ამბობს: იმ განცხადებებს, ომის მოწოდებები რომ იყოო. თუ სწორად მივხვდით, ავტორს უნდოდა, ეთქვა: როდის (ან რატომ) გაემიჯნენ ნინო დოლიძე და ამერიკის ელჩი იმ განცხადებებს, რომლებშიც ომის მოწოდება იყო?

 ან

როდის (ან რატომ) გაემიჯნენ ნინო დოლიძე და ამერიკის ელჩი ომის მოწოდების განცხადებებს?

* “ყოველ ჯერზე აშშ-ის საელჩოს განცხადება პრაქტიკულად აღიარებითი ჩვენებაა იმ საკითხების, რასაც ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვაყენებდით”.

უნდა იყოს: იმ საკითხების, რომლებსაც

* “იმის მაგივრად, რომ „სამართლიანი არჩევნები“ საჯაროდ გაემიჯნოს იმ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რომლითაც მან ნეიტრალიტეტი დაკარგა, პირიქით, აცხადებენ, რომ ამ ორგანიზაციაზე ზეწოლა ხდება – ეს აბსურდია”.

სწორია: მოთხოვნებს, რომლებითაც

* “ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება… ოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა. სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს _ საზოგადოებამ დაინახა მათი რეალური ზრახვები”.

შეცდომების მრავალფეროვნებით თუ ვიმსჯელებთ,  ამ რთულ წინადადებაში მართლაც რთულადაა საქმე.

წინადადება გამართული იქნებოდა, მის ავტორს რომ ეთქვა:

ნამდვილად დასანანია, რომ ასეთი განცხადებები კეთდებაოპოზიცია აბსოლუტურად ურესურსოა, სრულიად განულებულია და ამას ერთი მიზეზი აქვს _ საზოგადოებამ დაინახა მისი რეალური ზრახვები”.

* “სხვა, უფრო პასუხისმგებლიან მსოფლიო და რეგიონალურ მოთამაშეებს, თუ გაერთიანდებიან, თავისუფლად შეუძლიათ, წინ აღუდგნენ ამერიკულ ავატურისტებს და დამოუკიდებლად მოაგვარონ პრობლემები. ამის მაგალითი უამრავია”.

რეგიონულია სწორი, ბატონებო! რეგიონალური რუსულის კალკია. რაც შეეხება ამერიკულ ავატურისტებს, ამის დამწერს, ალბათ, უნდოდა, ამერიკელი ავანტიურისტები ეთქვა.

* და კიდევ:

მტკიცება და განმტკიცება განსხვავებული შინაარსის სიტყვებია, ზმნისწინმა ამ შემთხვევაში სიტყვას შინაარსი შეუცვალა. მსგავს მაგალითებზე უკვე გვქონდა საუბარი, მაგრამ გამეორება არ გვაწყენს და… ვიმედოვნებთ, დაიმახსოვრებთ, მეორედ შეცდომას აღარ დაუშვებთ და თავს უხერხულ მდგომარეობაში აღარ ჩაიგდებთ. იმედია, წაიკითხავთ, ქალბატონო პროფესორო (სახელს შეგნებულად არ ვწერთ), და ამ წინადადების ასე დაწერის გამო შეგრცხვებათ:

“იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ეს საშინელება უკრაინის წმიდა მიწაზე და მოხდება დიდი შერიგება. ამ აზრს მიმტკიცებენ წმიდა მამები, რომლებიც ბოლო ჟამს სამი მოძმე ერის _ რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების _ დიდი ერთობის შექმნას წინასწარმეტყველებდნენ”.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ წმინდა მამები თქვენთან პოლემიკას რაიმეს დასამტკიცებლად არ გამართავდნენ, თუმცა არც თქვენ მოგსვლიათ ეს აზრად, უბრალოდ, გინდოდათ, გეთქვათ, რომ წმინდა მამების წინასწარმეტყველებამ განგიმტკიცათ აზრი, რომ ეს საშინელება მალე დასრულდება უკრაინის მიწაზე და რუსები და უკრაინელები შერიგდებიან.

გაუფრთხილდით მშობლიურ ენას, ქალბატონებო და ბატონებო!

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here