Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: თუ სააკაშვილმა ამბოხების მოწყობა გადაწყვიტა, ჯარი, შესაძლოა, მთავარსარდალს არ დაემორჩილოს

ტრისტან წითელაშვილი: თუ სააკაშვილმა ამბოხების მოწყობა გადაწყვიტა, ჯარი, შესაძლოა, მთავარსარდალს არ დაემორჩილოს

2120

ევრომაიდნის საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობაზე და «ნაცების» ამ მიმართულებით მუშაობაზე ერთ-ერთი პირველი სწორედ გაზეთი «საქართველო და მსოფლიო» წერდა. მალევე გაირკვა, რომ კიევში მომიტინგეებს შორის ქართველებიც იყვნენ, იყვნენ დაღუპულებს შორისაც. მოგვიანებით ფაქტების მოძიებაც მოხერხდა და აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი დაღუპული დავით ყიფიანი «ნაცების» მხარდამჭერი ორგანიზაციის _ «თავისუფალი ზონის» წევრი ყოფილა. გენერალ-მაიორმა ტრისტან წითელაშვილმა კი პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კიევში ევრომაიდანზე დაქირავებულ სნაიპერებს შორის ოთხი ქართველი იყო. ის, რომ ევრომაიდანზე ოპოზიციის მიერ დაქირავებული სნაიპერები მოქმედებდნენ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა თავის განცხადებაში პირდაპირ აღიარა. ტრისტან წითელაშვილის მიერ სააშკარაოზე გამოტანილმა ფაქტებმა ბევრი ადამიანის გაღიზიანება გამოიწვია, მათ შორის «გენერალთა კლუბის» წევრების. «საქართველო და მსოფლიო» შეეცადა, გენერლისგან დეტალური ინფორმაცია მოეპოვებინა, თუმცა მასთან საუბარში ძალიან ბევრი საინტერესო და, ცოტა არ იყოს, საშიში ინფორმაციაც მივიღეთ.

_ ბატონო ტრისტან, რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთეთ, რამაც ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია, მათ შორის, «გენერალთა კლუბისაც».

_ არ ვიცი, რატომ გაბრაზდნენ «გენერალთა კლუბის» წევრები. რაში შეეპარათ ეჭვი? მათ ამ საქციელით, ძალიან რბილად თუ ვიტყვი, თვითლუსტრაცია მოახდინეს. გივი თარგამაძისა და გია ბარამიძის ხსენებამ ასე რატომ გააღიზიანათ? 2010 წელი გავიხსენოთ. სააკაშვილის ხელისუფლებამ ასეულობით ადამიანი უკრაინაში არ ჩაიყვანა? ის მაშინ პირდაპირ იძლეოდა დავალებას, რომ, თუ მათი სასურველი კანდიდატი არ გაიმარჯვებდა, ყველა საარჩევნო უბანზე არეულობა უნდა გამოეწვიათ. ამ საქმეში აქტიურად იყო ჩართული ის ორი პიროვნება, რომელთა ხსენებამაც «გენერალთა კლუბის» წევრები გააღიზიანა. ამაზე ვინმე შემომედავება? მაშინ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობაც დაიძაბა. ასე არ არის? მიშას და მის ხელისუფლებას იმ ქვეყანაში დასაყრდენი ძალა აღარ ჰყავდათ.

_ უფრო დეტალურ ინფორმაციას ხომ ვერ მეტყვით, ისეთს, რომლის გადამოწმებასაც დაინტერესებული ადამიანები მარტივად შეძლებენ? მაგალითად, მისამართს, თუ სად იკრიბებოდნენ ქართველები?

_ ვიდრე ევრომაიდანზე ეს ამბები დაიწყებოდა, საქართველოს წარმომადგენლობას შტაბი უკვე დაქირავებული ჰქონდა.

_ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას?

_ არასოდეს დამიმალავს, რომ ინფორმაციას, რომელსაც უკრაინიდან ვიღებ, ჩემი მეგობრები მაწვდიან. ხუთი წელი ვწავლობდი კიევის სამხედრო აკადემიაში.

_ ბატონო ტრისტან, კონკრეტულად მისამართს ხომ ვერ გვეტყვით, თუ სად მდებარეობდა ეს ოფისები?

_ დიახ. კიევში სევასტოპოლის მოედანზე, უშინსკაიას ქუჩაზე ქართველებს ოფისი ჰქონდათ დაქირავებული. სწორედ იქიდან ხდებოდა ქართველი ზონდერების მართვა. საქართველოდან გაგზავნილები ორი კვირით ადრე ემზადებოდნენ არეულობისთვის. ეს ფაქტია და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ვაცნობეთ. სახელებს ახლა ვერ გეტყვით, რადგან ეს ძიების პროცესს ხელს შეუშლის. კიევში არამარტო სნაიპერები იყვნენ წარგზავნილები, არამედ მომიტინგეებს შორისაც იყო ბევრი ქართველი, რომლებიც პროვიკაციებს აწყობდნენ. ამის შესახებ მთელი მსოფლიო საუბრობს, არსებობს კადრები იმისა, რომელზეც აღბეჭდილია, კიევში სამართალდამცავის ფორმაში გამოწყობილი ქართველი ზონდერი ინტერვიუს რომ იძლევა.

სააკაშვილმა ასეთი გამოხდომებით ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი დააკარგვინა. სწორედ მის კისერზეა აგვისტოს ომის ცოდვა და ისიც, რომ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება მოხდა. იმედი მაქვს, რომ სააკაშვილს იქაც ისე უყურებენ, როგორც ავადმყოფს და გაუწონასწორებელ ადამიანს. მინდა ვიფიქრო, რომ ამას რუსეთის მთავრობა დიდ ყურადღებას არ მიაქცევს, თანაც სააკაშვილის ასეთი საქციელი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

_ ბატონო ტრისტან, როგორც სპეციალისტს, გეკითხებით, რა შეუძლია 58- არმიას?

_ თუ მოინდომეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაიძრან, ჩვენ ვერაფერს გავხდებით, მათ აქვთ საუკეთესო აღჭურვილობა და უმაღლეს დონეზე არიან გადამზადებულნი. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს 58-ე თუ 38-ე, ქართველები ნებისმიერი არმიის წინაშე უძლურები ვართ, ღმერთმა დაიფაროს, რამე მოხდეს. ეს სააკაშვილს სურს.

ნებისმიერი ჩვენი სიტყვა თუ მოქმედება უნდა ავწონ-დავწონოთ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ გვერდით ვერ დაგვიდგება, ის არ დაეხმარა არც უკრაინას. ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იციან, რა ძალა და შესაძლებლობა აქვს რუსეთს, ამიტომ ამ უდიდეს სახელმწიფოსთან ურთიერთობის დაბალანსებას ცდილობენ. ამ დროს კი საქართველო პროვოკაციებს აწყობს.

_ ცხინვალის ტერიტორიაზე რუსეთს ტექნიკა ჰყავს სახელწოდებით  «ტოჩკა » და «ისკანდერი»…

_ «ტოჩკა » და «ისკანდერი» უძლიერესი საბრძოლო იარაღია. «ისკანდერს» ნებისმიერ წერტილში შეუძლია ნებისმიერი სამიზნის განადგურება. ამ იარაღების გარდა, რუსეთს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში უკვე -300-ები აქვთ განთავსებული.

რუსეთის არმია ხელწამოსაკრავი არ არის. თქვენ გახსოვთ, ალბათ, აგვისტოს ომის შედეგ ჩვენი ხელისუფლება რომ ამბობდა, ჩამოწერილი ტექნიკით შემოვიდნენო, ეს მართალი იყო, რუსები მართლაც ჩამოსაწერი ტანკებით შემოვიდნენ და ჩვენ მოდერნიზებული -72 თანამედროვე ტექნიკა გაგვინადგურეს და უკან დაგვახევინეს. ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.

_ ფაქტია, რომ დღეს საქართველო გარკვეული საშიშროების წინაშე დგას. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი პროვოკაციის მსხვერპლნი გავხდით, მოხდა სასწაული და რაღაც ფორმით ომში ჩაბმა მოგვიწია, ასეთ შემთხვევაში, ქართული არმია სანდოა? ხომ არ არის საშიშროება, რომ მათ «ნაციონალების» ბრძანება შეასრულონ?

_ ქართულ ჯარში 70% ისევ «ნაციონალები» არიან. ამაში შედიან სარდლებიც და ოფიცრებიც, ამიტომ ძალიან სერიოზულად არის ეს ფაქტორი გასათვალისწინებელი. ჯარი გასაწმენდია. ამ დრომდე ქართული ჯარი გიგი კალანდაძის გავლენის ქვეშ არის და დღემდე ახალაიას უსმენენ.

_ ანუ შესაძლებელია, რომ ჯარმა მთავარსარდალს უღალატოს?

_ ამაში დარწმუნებულები იყავით, თუ სააკაშვილმა პროვოკაციის მოწყობა გადაწყვიტა, ჩათვალეთ, რომ ყველა მის მხარეს იქნება _ ოფიცრები, სარდლები და ბევრი სხვაც. ჯარი, შესაძლოა, მთავარსარდალს არ დაემორჩილოს.

_ ბატონო ტრისტან, თქვენი გენერლობა «გენერალთა კლუბმა» ეჭვქვეშ დააყენა. მათ თქვენი ბეგრაუნდი აინტერესებს.

_ არ ვიცი, ჩემმა განცხადებამ ასე რატომ გააღიზიანათ. ვიდრე პირში სული მიდგას, ვიბრძოლებ იმისთვის, რომ «ნაცები» გავანადგურო; სააკაშვილი, როგორც ყაჩაღური დაჯგუფების მეთაური, ჰააგის სასამართლოში უნდა გასამართლდეს. მუდამ ვეცდები, ვეძებო ფაქტები ამ დამნაშავეების გასანადგურებლად. სამწუხაროა, რომ ამ ბრძოლაში ბევრმა უკან დაიხია და ამის მიზეზი ისაა, რომ «ნაცებს» კომპრომატები აღმოაჩნდათ. რაც შეეხება ჩემს ბიოგრაფიას, 1993 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ვმსახურობდი; 1998 წელს კი სასწავლებლად უკრაინაში წავედი და კიევის სამხედრო აკადემია დავამთავრე, სადაც გენერალ-მაიორის საპატიო წოდება მომენიჭა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. კიევში 5 წლიანი აკადემია წიტელაღვილს არ დაუმთავრებია,ჩემი კურსელი იყო და ჩემს ჯგუფში სწავლობდა დაუსწრებელი სწავლების ფორმით დაამთავრა 2001 ში. 3 წლიანი დაუსწრებელი რაც შეეხება გენერლის საპატიო წოდებას ასეთი არ არსებობს უმაღლეს სამხედრო წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი!!!
    დიდი სტრატეგობით იგი არასოდეს გამოირჩეოდა აკადემიაში,გარდა ამისა თვითლუსტრაცია თავად გააკეთა საკუთარი თავის რუსების უძლეველობის ხაზგასმით,1993 ში რუსული დესანტის გადმოსხმისას ის მოსკოვში იმყოფებოდა და საეჭვო დამთხვევაა რომ დესანტი სწორედ მისი ბატალიონის უბანზე გადმოისხა, მე პატივსა ვცემ ყველა დაღუპული ავაზელის ხსოვნას!! მათი სახით ვინც ამ დესანტს შეეწირა!!!! ხოლო ჯარში არსებული ვითარებისაგან საბედნიეროდ ის საკმაოდ შორსაა, საქართველოს ღირსეული ოფიცერთა კორპუსი ყავს და მათ სწორი ფასეულობები გააჩნიათ ისინი არა პიროვნებებს არამედ სამშობლოს ემსახურებიან!!!!!!!!!!

  2. საქ,ოფიცერთა კორპუსმა თუ იცის რა არის "სამშობლო"? აბა,ვის ემსახურებიან თუ არსიც კი არ იცის "ოფიცერმა",მით უფრო-გემერალმა"?

  3. მე ამ გენერალზე თავს ვერ დავდებ და ვერ ვიტყვი ვინ მიცა ეს წოდება, მაგრამ რასაც ამბობს ქართველების მიერ მოწყობილ პროვოკაციებზე 100 პროცენტით ვეთანხმები.
    უკრაინული პრესა იანუკოვიჩის წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგების დროს წერდა დაკავებულ ორ ქართველზე, რომლებიც ოპოზიციონერების ავტომობილებს წვავდნენ. ისინი დააკავეს კიდევაც, ამას ქრთველები აკეთებდნენ პროვოკაციის მიზნით, თითქოს და იანუკოვიჩის მომხრეები ჩადიოდნენ ამ დანაშაულს.
    რატომ არ შეიძლება ვივარაუდოთ მაინც რომ, პროვოკაციის მიზნით ქართველი სნაიპერები ხოცავდნენ მაიდნის მომიტინგეებს? თუ ვინმეს გონია რომ მიშა ამას არ იკადრებდა, ძალიან ცდება. მითუმეტეს ბიძამისი რუსეთის კკბ-ს გენერალი თემურ ალასანია რამდენჯერმე იყო მიშასთან ერთად ჩასული უკრაინაში.
    მიშამ რაც ვერ მოახერხა იყო ის რომ, ყირიმში უკრაინის ჯარს ტყვია არ უსვრია რისი სურვილიც ქონდა რუსებს და ნაციონალებს. უკრაინელებს რომ თავი არ შეეკავებიათ, მაგათ გულისთვის მესამე მსოფლიო ომს არავინ დაიწყებდა, მაგრამ უკრაინას გაასწორებდნენ მიწასთან რუსები. სწორედ ეს აწყობდა მიშას და ნაციონალებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here