Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა

აშშ სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა

132

პოლიტიკური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის მატება მოწმობს, რომ აშშ ახალი შიდა კონფლიქტის ზღვარზე იმყოფება, _ ნათქვამია ბრიტანული გამოცემა The Guardianის წერილში. ამ ინფორმაციას ავრცელებს ria.ru.

როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, დოქტორი გარენ უინტემუტი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ძალადობისა შემსწავლელი კალიფორნიის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ჩვეულებრივ, იცინოდა ხოლმე, როცა ვინმე სერიოზულად ლაპარაკობდა აშშ-ში სამოქალაქო ომის საფრთხეზე და ამას “სულელურ ყბედობას” უწოდებდა, მაგრამ ცენტრის მიერ ივლისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა “გააოგნა” ის. გაირკვა, რომ ამერიკელების ნახევარი უახლოეს წლებში ქვეყანაში სამოქალაქო ომის დაწყებას ელოდება, ხოლო აშშის ყოველ მეხუთე მცხოვრებს მიაჩნია, რომ ზოგიერთ გარემოებაში ძალადობა გამართლებულია. ამერიკელთა 40%-მა განაცხადა, რომ ქვეყნისთვის ძლიერი ლიდერი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატია.

“უინტემუტს უკვე “სულელურად” აღარ ეჩვენება სასტიკ სამოქალაქო კონფლიქტზე საუბრები”, _ წერს გაზეთი.

თვითონ მკვლევარის აზრით, ძალადობის მუქარა ღრმავდება იარაღის გაყიდვის მატების პროპორციულად. სამოქალაქო კონფლიქტების სპეციალისტმა რეიჩელ კლაინფილდმა კი განაცხადა, რომ აშშ-ში პოლიტიკური სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ქვეყანაში ძალადობრივი კონფლიქტი არ მოხდება. “თუ ჩვენი ინსტიტუტები დასუსტდება, მაშინ ისტორია სხვაგვარი იქნება”, _ განაცხადა კლაინფელდმა და დასძინა, რომ “ამ გამოკითხვის შედეგები “შეშფოთებას იწვევს”.

“თქვენ ხედავთ 3-დან 5 მლნ-მდე ამერიკელს, რომელთაც შეუძლიათ, ავნონ სხვა ამერიკელებს მათი პოლიტიკური თვალსაზრისის გამო”, _ განმარტა ექსპერტმა. მისი თქმით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ “აშშ-ის მცხოვრებნი ძალიან იმედგაცრუებულნი არიან ჩვენი დემოკრატიით და ფიქრობენ, რომ ის არ  მუშაობს”.

გასულ კვირას ტელეარხმა Fox News-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით, ამერიკელთა 3/4უკმაყოფილოა ქვეყანაში შექმნილი ვითარებით.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://ria.ru/20220821/ugroza-1811063355.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here