უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ გაზეთ The Telegraph–ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი ვარშავასთან ერთად ერთობლივ ოპერაციას ატარებს.
“პოლონეთთან თანამშრომლობა მაღალ დონეზეა, სამხედრო დახმარების, პრაქტიკულად, 90% იქიდან მოდის. ლაპარაკია ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასა და ერთობლივ ოპერაციებზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად”, _ განაცხადა სკიბიცკიმ.
მან აღნიშნა, რომ სამხედრო დაზვერვის სფეროში ყველაფერი, ინფორმაციით დაწყებული აღჭურვილობით დამთავრებული, მოდის აშშ-დან და ბრიტანეთიდან.
სკიბიცკიმ, აგრეთვე, აშშ-ის კონსულტაციებზეც ილაპარაკა, რომლებსაც ამერიკელები ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან (HIMARS) რაკეტების გაშვების წინ უტარებენ უკრაინელებს..
უფრო ადრე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა იარაღის დასავლელი მწარმოებლები ახალი იარაღის გამოცდის მიზნით უკრაინის ტერიტორიის პოლიგონად გამოსაყენებლად მიიწვია.
ლუკა მაისურაძე
https://russian.rt.com/ussr/news/1032362-polsha-ukraina-operaciya