რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ფეიკი უწოდა ერთ–ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ ამერიკულ მონაცემებს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაკარგების შესახებ, _ იუწყება ria.ru.
“ეს არ არის ამერიკის ადმინისტრაციის განცხადება, ეს არის გაზეთში გამოქვეყნებული მასალა. ჩვენ დროში თვით ყველაზე სოლიდური გაზეთებიც კი არ თაკილობენ ფეიკების გავრეცელებას. ეს, სამწუხაროდ, პრაქტიკაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად გვხვდება. აი ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ამ საკითხისადმი”, _ განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტების კითხვაზე, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ ამერიკული პუბლიკაციების მიმართ.
გიორგი გაჩეჩილაძე