Home რუბრიკები პოლიტიკა როცა ევროპა დაგცინის

როცა ევროპა დაგცინის

538

შალახოს ფონზე გაფორმებული პარაფირების ხელშეკრულება კარგა ხანს გვიფრიალა ხელისუფლებამ ცხვირწინ და იმასაც დაგვპირდა, წინა მთავრობას მაპზე უკეთესი რომ ჰქონდა, ახლა ჩვენ იმაზე უკეთესს მოგვცემენო. რა უფლება გვაქვს, არ დავუჯეროთ, პარაფირების ხელშეკრულების გაფორმების დროს ლამის ბაირაღი დააფინეს იატაკზე და მერე კბილებით აიღეს, თუმცა

 

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ფილიპ ლეფორი ცხინვალში იმყოფებოდა და ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა, სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი დიდი ხანია, განსაზღვრულიაო. რა გასაკვირია, რომ ოსურმა მხარემ ეს ამბავი მსოფლიოს მოსდო, ქართულმა მხარემ კი გააპროტესტა და ლეფორისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. ლეფორმა ცხინვალში ნათქვამი არ უარყო, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ურყევია. ამ განცხადებამ ჩვენი ხელისუფალნი დაამშვიდა და ეს მაშინ, როცა ლეფორისთვის პირდაპირ უნდა ეკითხათ: ხერხემლის დაბოლოებასთან რაიმე ხომ არ გაწუხებსო? კაცი პირდაპირ დაგვცინის და ესენი კიდევ ხმამაღალ სიტყვას ვერ უბედავენ. ვერ უბედავენ მაშინ, როცა საქმე ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენი უფლებების დაცვა რომ მოვთხოვოთ, რას იზამენ?

ვერ გეტყვით, ჰყავს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ჭორვილაში სირაქლემა, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ ფრინველის პოზაში ყოფნა ძალიან მოსწონთ და, როგორც იმ ანეკდოტშია, ერთ დღესაც გამოივლის ვინმე მადლიანი და

აქეთ კიდევ ფილიპ დიმიტროვი დადის და კარდაკარის პრინციპით მოსახლეობას იმას უმტკიცებს, ევროპის კარს რომ გაგიღებთ, აუცილებელი არ არის, ლგბტ აქტივისტები შეიყვაროთო. არადა, დიმიტროვი არ იყო, ლგბტ აქტივისტების მიმართ 17 მაისს გამოხატული სიყვარულის შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში რომ გაგვხვია და დღემდე ნებისმიერ ანგარიშში გვახსენებენ, 17 მაისს ველურებივით მოიქეცით და ეს თქვენს ევროინტეგრაციას ხელს შეუშლისო?!

იქით კიდევ ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ჩაგვახედა სარკეში და კარგი ვერაფერი დავინახეთ. მან პირდაპირ განაცხადა: ქართველები, კერძოდ კი ირაკლი ოქრუაშვილი, ამბობდა, რუსეთში, კარგად რომ შეფუთო, ფეკალიებიც გაიყიდება და ახლა ხომ ხედავთ, რა ხდება? _ ქართველები დაჩოქილები გვეხვეწებიან, ჩვენი «ხვანჭკარა» და «ბორჯომი» იყიდეთო. ვიყიდით, ოღონდ წარწერა ინგლისურად კი არა, რუსულად უნდა იყოსო.

როგორია? _ მწარეა, მაგრამ სიმართლეა. სიმართლეა ის, რომ ღვინით ევროპისა და ამერიკის დაპყრობა გადავწყვიტეთ და არ გამოგვივიდა, ქართული ხილით მსოფლიო უნდა გაგვეოცებინა და არ გამოგვივიდა, «ბორჯომით» ყველა უნდა გადარეულიყო, მაგრამ საბოლოოდ მივხვდით, რომ რუსეთის ბაზარზე უარის თქმა ბოლო წლებში გაკეთებულ სისულელეთაგან ერთერთი გამორჩეული იყო და მის გამოსწორებას ახლა ვცდილობთ. ჟირინოვსკის კი, როცა ქილიკის შესაძლებლობას მისცემ, აუცილებლად გაგაქილიკებს და იცით, რატომ? ამის შანსს არც ჩვენ ვუშვებთ ხოლმე და, თუ გგონიათ, რომ ჟირინოვსკელები გვაკლია, კარგად გადახედეთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს და ვლადიმერ ვოლფოვიჩის ორეულებს იოლად იპოვით.

და მაინც, გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ ლეფორი მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით ვერ იტყოდა იმას, რაც განაცხადა, და ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს, დავფიქრდეთ იმაზე, რა გვინდა.

დავით მინდიაშვილი

 

1 COMMENT

  1. დასაცინები ვართ და მიტომაც დაგვცინიან,ცუდი ისაა რომ
    სირაქლემასავით ვიქცევით.
    ვსვავ კითხვას:გინახავთ რევოლუცია ვარდებით,ბაირაღებით,
    შენი ჭიირიმე გადადექით-ო მომხდარი?
    ვერც ნახავთ!და თუ ნახავთ უფრო სწორად რომ ნახეთ.ვერ
    ხვდებით რომ სპექტაკლია?
    ეხ წყალი ნაყე-ნაყე წყალიაო…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here